ქალი ანტრეპრენერები

გაკვეთილი პირველი სტარტაპერი ქალებისთვის და არა მარტო ქალებისთვის - ყოველი მარცხი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია

გაკვეთილი პირველი სტარტაპერი ქალებისთვის და არა მარტო ქალებისთვის - ყოველი მარცხი წარმატებისკენ გადადგმული ნაბიჯია
Image credit: entrepreneur
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

თუკი გსურთ, საკუთარ ბიზნესს უძღვებოდეთ, მოგიწევთ შეეგუოთ, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაზე არაერთხელ წაიბორძიკებთ. თუმცა, გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც უანგარო რჩევას არ დაიშურებენ. ქართველი სტარტაპერი ქალებისთვის ტალ კატრანმა „ტექნოპარკში“ ტრენინგი ჩაატარა. ქართულ Entrepreneur-ს მასთან პირადად შეხვედრის შანსი, რა თქმა უნდა, ხელიდან არ გაუშვია

„ენჯელ ინვესტორი“ არც ღვთისგან მოვლენილი საჩუქარია და არც მისტიკური არსება სკანდინავიური მითოლოგიიდან. ეს არის ადამიანი, რომელიც სტარტაპებს პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება და ფინანსურ ვალდებულებებს ნაწილობრივ, ან მთლიანად უფარავს.

ტალ კატრანს, ამ სტატუსის გარდა, კიდევ რამდენიმე შეგვიძლია მივანიჭოთ ‒ ის გახლავთ ისრაელში სტარტაპ ეკოსისტემის შემქმნელი, აქსელერატორების გავლენიანი მასწავლებელი, Fem Tech-ის (Female Technology) ავტორი, აქტიურად მონაწილეობს ქალთა მხარდამჭერ პროგრამებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ტალ კატრანთან შეხვედრა „ტექნოპარკში“ მეწარმე ქალთა რიგით მეოთხე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მომხსენებელთა შორის იყვნენ უკვე განხორციელებული იდეების ავტორები თუ საკუთარ სფეროში წარმატებული ქალები. მათ შორის: სალომე ვახტანგაძე ‒ პროგრამისტი, რომელმაც Google-ში 5 წელიწადზე მეტი გაატარა, ასევე ნაჯა ორაშვილი ‒ კლუბ Bassiani-ს დამფუძნებელი.

რა გამოწვევები აქვთ ქალებს, როდესაც საკუთარი ბიზნესის წამოწყებას ცდილობენ? რას ნიშნავს, იყო ქალი და პროგრამისტი? როგორ უნდა დაძლიოთ სამყაროში არსებული სტერეოტიპები და არ დათმოთ საკუთარი მოწოდება, ოცნებები და გეგმები მხოლოდ იმიტომ, რომ ქალი ხართ?

„ვფიქრობ, ტექნოლოგიური კუთხით, საქართველოში განათლების პრობლემა გვაქვს. პროექტ Women Techmakers-ის ეგიდით, შარშან ჩატარებულ ღონისძიებაზე ერთმა გოგონამ გვითხრა: „რა კარგია, ახლა შემიძლია დედაჩემს ავუხსნა, რომ კომპიუტერთან ჯდომისას არ ვთამაშობ“. ეს პრობლემა აქტუალურია ‒ ბევრს დღემდე არ ესმის, რომ ქალები ტექნოლოგიებშიც ვმუშაობთ, ჩვენ შეგვიძლია რაიმე ახალი შევქმნათ, ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ“, ‒ ამბობს სალომე ვახტანგაძე. ნიუ-იორკის უნივერსიტეტში მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ, სალომემ მუშაობა Google-ში გააგრძელა. 5 წლის განმავლობაში, საძიებო სისტემის სტრუქტურასა და პროექტ Google Ideas-ზე მუშაობდა. საქართველოში დაბრუნებისთანავე, Google–ის პროექტ Women Techmakers-ის განხორციელება დაიწყო. თანამედროვე ტექნოლოგიებით დაინტერესებული გოგონები, ყოველწლიურად, 4 დღის განმავლობაში, ტექნოლოგიურ სფეროში წარმატებული ქალების გამოსვლებს ისმენენ და მენტორებთან ერთად პროექტებს ახორციელებენ.

„როცა 12 წლის ხარ, შესაძლოა წლების შემდეგ საკუთარი თავი ბავშვებისა და ოჯახის გარემოცვაშიც წარმოიდგინო, თუმცა შესაძლებელია იყო ორსული და საკუთარ სტარტაპს მართავდე. აღფრთოვანებული ვარ, როდესაც ასეთ ქალებს ვხედავ“, ‒ ამბობს ტალ კატრანი. იგი მსოფლიოს გარშემო მოგზაურობს. ეხმარება დამწყებ ანტრეპრენერებს წარმატების მიღწევაში, არ ენანება მათთვის გამოყოფილი არცერთი წუთი და წლების შრომა ასე უფასდება ‒ მის რჩევას ათასობით სტარტაპერი ითვალისწინებს.

„თუკი იკითხავთ, როგორ დაახასიათებენ ტიპურ ანტრეპრენერს, გეტყვიან, რომ ისინი კრეატიულები არიან, ყოველ პრობლემასა და გამოწვევაში კი ახალ შესაძლებლობას ხედავენ. მათ სურთ წინაღობებს განსხვავებული კუთხით შეხედონ და მოგვარების ორიგინალური გზები მოძებნონ. უფრო დიდ და ნათელ სურათს ხედავენ. იციან, როგორ გამოიყენონ სიტუაცია სათავისოდ“, ‒ ამბობს ტალ კატრანი.

სურათის განსხვავებულად აღქმაში იგი ათასობით სტარტაპერს ეხმარება. მათ რიცხვს უკვე ქართველი ანტრეპრენერი ქალები შეემატნენ.

„ქალები უფრო სოციალურები არიან, თუმცა, ჩემი დაკვირვებით, გარისკვა არ უყვართ, არც წაგებას აღიარებენ. ყველაფრის მიღება 100 პროცენტით სურთ. მათ კარგად იციან, რომ სტარტაპისთვის თავის მიძღვნის გარეშე არაფერი გამოვა ‒ მუშაობ არა 8-იდან 4-მდე, არამედ 8-იდან 8-მდე, არ გაქვს ფინანსები, შენი გუნდი კი თავადვე უნდა მართო“.

„ტექნოპარკის“ სტუმრები, მოქმედი სტარტაპერები, ან საკუთარი საქმის წამოსაწყებად მოწოდებული ქალები, თითოეული სპიკერის ისტორიას გაეცნენ. რამდენად საკმარისია წარმატებული ქალების ნახვა და მათი მოსმენა მოტივაციისთვის? – ამას ვერ გეტყვით. რაც დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ, ისაა, რომ სტარტაპზე მუშაობის დაწყებისას, მოტივაციასთან ერთად, მოთმინება და გამბედაობა დიდი დოზით დაგჭირდებათ.

სტატისტიკა მკაცრია.

„სტატისტიკურად, სტარტაპბიზნესის ჩავარდნის შანსი 96 პროცენტია. გამოდის, რომ თუ წარმატების შანსი 4 პროცენტი გაქვთ და მაინც რისკავთ, განსაკუთრებული ადამიანი ხართ. ამ შემთხვევაში, თქვენი საქმით და იმ გზით უნდა ისიამოვნოთ, რომელიც არ იცით, სად მიგიყვანთ. და თუ არაფერი გამოგივიდათ, მთავარია გაიგოთ, რომ წაგება უმთავრესი, საკვანძო მოვლენაა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე“.

აქსელერაცია დამწყები ბიზნესისთვის ინტელექტუალურ, საგანმანათლებლო და მენტორულ მხარდაჭერას მოიაზრებს. ტალ კატრანი 10 აქსელერატორი პროგრამის ავტორია. მან კარგად იცის, რა გზას გადის იდეა, სანამ ბიზნესსაქმიანობად იქცევა. „უნდა გაარკვიოთ, არსებობს თუ არა მოთხოვნა თქვენს იდეაზე და რა მდგომარეობაა ბაზარზე. დასაწყისში უამრავ პრობლემას შეეჩეხებით და თითოეული ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოაგვაროთ. მთავარია, გქონდეთ ბიზნესგეგმა. უნდა იცოდეთ, როგორ იშოვოთ ფული“.

მეწარმე ქალთა კვირეულის ფარგლებში, ტალ კატრანმა არაერთი სტარტაპერის შეკითხვას უპასუხა. შეიტყო მათი პროექტებისა და იდეების შესახებ. „ზოგადად, ქალების მჯერა. მჯერა იმის, რასაც აკეთებენ. ვიცი, რამხელა ენერგია სჭირდება მათ ბიზნესსაქმიანობას. წარმატების მისაღწევად, უპირველესად, აუცილებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ იდეას განახორციელებთ, შემდეგ კი ამ სფეროში გამოცდილი ადამიანის დახმარება და გაძღოლა. მე სწორედ ამ მიზნით ჩამოვედი“.

More from Entrepreneur

Elizabeth's expertise can help you scale your business, build a personal brand and focus on being a value-driven CEO.
Book Your Session

In as little as seven months, the Entrepreneur Authors program will turn your ideas and expertise into a professionally presented book.
Apply Now

Are paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.
Get Your Quote Now

Latest on Entrepreneur

My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.