📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ანტრეპრენერობის შესაძლებლობა ყველასთვის "ჩემი ინსპირაცია ფაქტია – ყოველი დღე ახალი დღეა"

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

სახელი: ჰარპერ რიდი.

კომპანია: Modest (ახლა უკვე paypal).

შთაგონება: ადამიანებისთვის წვდომის, შესაძლებლობებით სარგებლობის დემოკრატიზაცია. როდესაც ჩვენი კომპანია PayPal-ს მივყიდეთ, ჩემი სიხარულის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის იყო, რომ PayPal ამას უკვე დიდი ხანია აკეთებდა: აძლევდა ხალხს წვდომას ისეთ რაღაცებზე, რასთან შეხების შესაძლებლობაც მხოლოდ დიდ, შეძლებულ კომპანიებს აქვთ. იმის მოსმენა, თუ როგორ ლაპარაკობს ჩვენი აღმასრულებელი ამ თემებზე, შთამაგონებელია, რადგან მას სჯერა, რომ ეს PayPal-ის არსის დიდი ნაწილია.

თავდაუზოგავი მუშაობა მთელ კომპანიაში

სახელი: ჩი ჰუანი.

კომპანია: Boxed.

შთაგონება: ადამიანები ჩვენს საწყობში (performance centers), რომლებიც რთულ სამუშაოებს ასრულებენ.

ჩემი ცხოვრებაც Boxed-ში სწორად დაიწყო – დიახ, დასაწყისში უფროსი აღმასრულებელი ოფიცერიც ყუთებს ალაგებდა. აქ უამრავი ადამიანია, რომელიც გვენდობა და სჯერა, რომ მივიღებთ სწორ გადაწყვეტილებებს იმისათვის, რომ კომპანიამ კარგად იმუშაოს. თანამშრომლებმა კი შეძლონ ოჯახების რჩენა. მე სწორედ ეს შთამაგონებს.

მომხმარებლის უკუკავშირი

სახელი: ჰეიდი ზაკი

კომპანია: ThirdLove

შთაგონება: ვფიქრობ, ყველაზე მეტად ჩემი მომხმარებლები შთამაგონებენ. ყოველთვის გამოვყოფ ხოლმე დროს სპეციალურად მომხმარებლების კომენტარების წასაკითხად. დადებითი უკუკავშირი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ასევე ძალიან ვაფასებ კომენტარებს, რომელთა გავლენითაც განვითარება შეგვიძლია. ამ კომენტარებს ვკითხულობ და შთაგონებაც მოდის – იმაზე, თუ როგორ გავხდეთ უკეთესები, რა შევცვალოთ, და შევქმნათ პროდუქტი ამ უკუკავშირის გავლენით. სწორედ ეს შთამაგონებს ყოველდღე.

გულმხურვალე ადამიანები

სახელი: დევიდ პერკინსი

კომპანია: High West Distillery

შთაგონება: გულმხურვალე ადამიანების გარემოცვაში ყოფნა. მათი ეს თვისება გადამდებია და ისინი მაიძულებენ მუდამ მოძრაობის პროცესში ვიყო. ყველას სხვადასხვანაირი ცხოვრების გზა აქვს გამოვლილი, არა მხოლოდ ცნობილ ხელოვანებს და მუსიკოსებს.

მახსოვს, კოლეჯში სწავლისას, საზაფხულო სამსახური მქონდა, საწყობში გადამზიდი ვიყავი. ეს ყველაზე მოსაწყენი სამუშაოა, რომელიც კი შეგიძლიათ წარმოიდგინოთ. იქ მომუშავეებს შორის ერთი უფროსი ბიჭი ყველაზე მეტად მომწონდა. მისი მაღალი ინტელექტის გამო, ლანჩზე ყოველთვის საინტერესო საუბრები გვქონდა ხოლმე. ტვირთიან მანქანას აქეთ-იქით დაატარებდა, ფართო ღიმილით სახეზე, და მეუბნებოდა, რომ ყველაფერი მაქსიმალურად ჩამედო საქმეში, ვყოფილიყავი საუკეთესო იმაში, რასაც ვაკეთებდი – მიუხედავად იმისა, ვაკეთებდი თუ არა. იგი საწყობის კედლებშიც გამოირჩეოდა ენთუზიაზმით და ამით ყველას უკეთ აგრძნობინებდა თავს. ახლაც ვფიქრობ ხოლმე მასზე, როცა თანამშრომლებს ვესაუბრები.

ახალი შესაძლებლობები

სახელი: ჯენი რიპსი

კომპანია: Owl's Brew

შთაგონება: ჩემი ინსპირაცია ფაქტია – ყოველი დღე ახალი დღეა. ნამდვილად მჯერა, რომ ყოველდღე გვეძლევა ახალი შესაძლებლობები – განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბიზნესს აწყობ. არასოდეს იცი, წინ რა გელოდება და ამიტომ ჩემთვის ყოველ დილით გაღვიძება სიხარულია.

თამამი იდეები

სახელი: დევიდ ბლადოუ

კომპანია: BloomThar

შთაგონება: ჩემი შთაგონება ილონ მასკია. ვფიქრობ, ის აიძულებს ადამიანებს უფრო გლობალურად იფიქრონ და მიაღწიონ საოცარ შედეგებს კაცობრიობის უკეთესი მომავლისთვის. გაბედული იდეები ადამიანებს აგულიანებს და საერთო საქმეში რთავს. პირადად მე, ადამიანის მარსზე დასმას არ ვაპირებ, მაგრამ ეს, ზოგადად, კარგია კაცობრიობისთვის.

ბაბუაჩემი ჩრდილოეთ დაკოტადან იყო და მხოლოდ 8 კლასის განათლება ჰქონდა. ერთ დღეს კალიფორნიისკენ მიმავალ ვაგონს შეახტა, იმ იმედით, რომ წარმატებას მიაღწევდა. ავეჯის რამდენიმე მაღაზიით დაიწყო და კარიერის ზენიტში 10 მაღაზია ჰქონდა. ყოველთვის მაოცებდა და შთამაგონებდა მისი გამბედაობა, რადგან ის იყო ბიჭი, რომელმაც არაფრიდან დაიწყო.

ჩართულობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში

სახელი: ჯეფ ჩაპინი

კომპანია: Casper

შთაგონება: მე კარგი მოქალაქეები შთამაგონებენ. ადამიანები რომლებსაც წვლილი შეაქვთ საზოგადოებრივ საქმიანობაში. საკმარისად არ ლაპარაკობენ იმაზე, თუ რამდენი რამაა დამოკიდებული კარგ მოქალაქეზე. ისინი ყველგან არიან, ავსებენ იმ ბზარებს, რომლებსაც სახელმწიფო ვერ წვდება. აღფრთოვანებული ვარ ადამიანებით, რომლებიც ხელს უწყობენ საზოგადოების ერთობას.

სხვების გაძლიერება

სახელი: გავინ არმსტრონგი

კომპანია: Lucky Iron Fish

შთაგონება: ცვლილებების შეტანა და ადამიანების გაძლიერება. მე მჯერა ერთი ადამიანის ძალის – მჯერა, რომ ერთ ადამიანს, ერთ ქმედებას, შეუძლია დიდი ცვლილებები მოახდინოს.

სამყაროს ცვალებადობის უნარი

სახელი: ოლივერ ხარაზი

კომპანია: Zocdoc

შთაგონება: ფაქტი, რომ ცვლილება შესაძლებელია. თუ მიღწეულს გადავხედავთ, გავოცდებით, იმიტომ, რომ შანსი წარმოუდგენლად არასახარბიელო იყო. ფაქტია, ჩვენმა წინაპრებმა შეძლეს კონტინენტზე რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში გაბატონებული დიქტატურის თავიდან მოშორება და შეიმუშავეს ახალი კონცეფცია, რომელიც ხელისუფლებათა დაყოფასა და ადამიანის ბუნების გააზრებას ეფუძნება. ამან შექმნა შთამაგონებელი პრეცედენტი. ნებისმიერი პრობლემა, რომელთან შეჯახებაც მიწევს, ამასთან შედარებით მარტივად გადასაწყვეტად მეჩვენება.

გუნდური მუშაობა

სახელი: ტიმ ჩენი

კომპანია: NerdWallet

შთაგონება: ჩემი ინსპირაცია ცვლილებების შანსის არსებობა და ამ შანსის გამოყენების გზებია. მჯერა, რომ ყველაფერი იწყება რაღაცის დამტკიცების სურვილით, თანამოაზრეებისთვის ამის მოყოლისა და პასუხისმგებლობის აღების კომბინაციით. ამაზე ფიქრის სწორი გზაა შესაძლებლობების „თესლის დათესვა" და ადამიანებისთვის საშუალების მიცემა, გაყვნენ შანსს.

მოგზაურობა და კომფორტის ზონიდან გამოსვლა

სახელი: კარა გოლდინი

კომპანია: Hint

შთაგონება: ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც მიყვარს მოგზაურობა, ისაა, რომ ყოველი გასვლისას ახალ შთაგონებას ვპოულობ. როცა მოგზაურობ, მხოლოდ განსხვავებულ კულტურებს და ცხოვრების სტილს არ ეჯახები. ასევე ხვდები ბევრ ახალ და საინტერესო ადამიანს, რომლებსაც შეუძლიათ მოგცენ მოულოდნელი ცხოვრებისეული გამოცდილება და შთაგონება შენი შემდეგი დიდი იდეისთვის. ხშირად, როდესაც მოგზაურობიდან ვბრუნდები, მაქვს სრულიად ახალი შეხედულება ჩემს ბიზნესზე და ეს მეხმარება იმაში, ვიყოთ ინოვაციურები და კრეატიულები.

ერთად მუშაობა პრობლემის გადასაწყვეტად

სახელი: ბი ფიშელ-ბოკი

კომპანია: Hutch

შთაგონება: ჩემი თანამშრომლები. ვიცი, როგორი იღბლიანი ვარ, რომ ყოველდღე დავდივარ სამსახურში, ვმუშაობ მისიასა და იმ პრობლემების გადაჭრის გზებზე, რომლებიც ყველას გვაღელვებს. უკეთესი შთაგონების წყარო ვერც წარმომიდგენია.

მისი გუნდის წევრების ერთმანეთისადმი ერთგულება

სახელი: დენიელ ლუბეცკი

კომპანია: KIND

შთაგონება: მიყვარს, როგორ მუშაობს KIND-ის ოჯახი ერთად, ერთმანეთისა და საუკეთესოობის სურვილის ერთგულებით. გუნდში საოცარი ენერგიაა. ამას ოფისის დერეფნებშიც კი იგრძნობ, და სწორედ ეს შთამაგონებს, ვიყო უკეთესი.

ადამიანები, რომლებსაც მართავენ როგორც ინტელექტით, ასევე თავმდაბლობით

სახელი: ქერი დორი

კომპანია: Pure Barre

შთაგონება: ადამიანები, რომლებსაც აქვთ დიდი ინტელექტი და ასევე ადამიანური სიღრმე. ეს იშვიათი კომბინაციაა. სწორედ ამ ადამიანების გარემოცვაში ყოფნა აღმაფრთოვანებს. ადამიანების, რომლებიც ყოველდღე ცდილობენ საუკეთესო ცხოვრებით იცხოვრონ და გაიზარდონ როგორც მენტალურად, ასევე ფიზიკურად.

სიმამაცე და მეგობრობა

სახელი: ბასტიან ლემანი

კომპანია: Postmates

შთაგონება: დედაჩემი. ის ძალიან ძლიერი ქალია. მან მოახერხა, თავისი ცხოვრებისთვისაც მიეხედა და ჩემს ძმასთან ერთად, შესანიშნავად გავეზარდეთ. სიმამაცე არის ის, რაც მე მამოძრავებს და მიხარია, როცა ამას სხვა ადამიანებში ვხედავ. შთამაგონებს მეგობრობა, სილამაზის დანახვა, და არ აქვს მნიშვნელობა, ეს ლაშქრობაშია თუ გალერეაში.

ხელოვნებითა და კულტურით ტკბობა

სახელი: რანდი ზუკერბერგი

კომპანია: Zukerberg Media

შთაგონება: რა თქმა უნდა, ხელოვნება, თეატრი და კულტურა. ნებისმიერ დროს, როცა ვეძებ შთაგონებას, თეატრში მივდივარ. ჩემი დროის უმეტეს ნაწილს პლატფორმების შექმნას ვუთმობ. ტექნიკოსებისთვის ძალიან მარტივია იმის დავიწყება, რომ პლატფორმები არაფერია იმ ხელოვნების გარეშე, რომლისთვისაც ისინი იქმნება.

მომხმარებლის კეთილსინდისიერი უკუკავშირი

სახელი: ჯორდანა კიერი

კომპანია: Lola

შთაგონება: მე ვიტყოდი, რომ ჩემთვის ეს ჩვენი მომხმარებლებია. მათი ხმა ყოველთვის ისმის და ისინი მუდამ მგრძნობიარენი არიან. ისინი შეუბრალებლად სამართლიანებიც არიან და თან ძალიან გულმხურვალედ გვიზიარებენ, რა უყვართ ჩვენს ბრენდში, მაგრამ ასევე ყოველთვის გულახდილად გვირჩევენ, რა უნდა გამოვასწოროთ და რა სიახლე სჭირდებათ. ყველაზე ცუდი რამ გულგრილობაა. მათი ენთუზიაზმის შეგრძნება კი, ჩემთვის ყველაზე დიდი შთაგონებაა.

ქალების სიმტკიცე, ვინც აქ ჩემამდე იყო

სახელი: კატრინა ლეიქი

კომპანია: Stitch Fix

შთაგონება: ბებიაჩემი, ჩემი იაპონური მხრიდან. ის იაპონიაში გაიზარდა, შემდეგ აქ გადმოსახლდა, ისწავლა ინგლისური და დამოუკიდებლად ცხოვრობდა მინესოტაში. მან დაინახა თავისი მომავალი და ყველა წინააღმდეგობის მიუხედავად, მიაღწია იმას, რაც უნდოდა.

ამერიკული მხრიდან, ჩემი დიდი ბებია. ორთავემ – მან და მისმა დამ, ახალგაზრდებმა დაკარგეს ქმრები და რადგანაც ერთნაირ სიტუაციაში იყვნენ, ჰყავდათ ბავშვები და აღარ ჰყავდათ მეუღლეები, გააერთიანეს ოჯახები და ერთად გაზარდეს შვილები. ეს მაგალითები ყოველთვის მეხმარებოდა ცხოვრების შესაძლებლობების ფართოდ დანახვაში და მიუხედავად სირთულისა, მათ დაჯერებაში.

ადამიანებისთვის საშუალებების მიცემა სწავლისთვის

სახელი: ლუის ფონ ანი

კომპანია: Duolingo

შთაგონება: ეს ისაა, რაც დროთა განმავლობაში იცვლებოდა. თავიდან შთაგონების წყარო რთული ტექნოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა იყო და გავლენაზე დიდად არ ვღელავდი. უბრალოდ, მინდოდა რთული პრობლემები გადამეჭრა. ახლა მთავარი, რაც შთამაგონებს, Duolingo-ს მისია და ჩვენი გავლენაა. ჩვენ ვცდილობთ, მივცეთ ხალხს ენობრივი განათლება.

მუდმივი მუშაობა იმისათვის, რომ სამყარო უკეთესი გახდეს

სახელი: ალექსა ფონ ტობელი

კომპანია: LearnVest

შთაგონება: მჯერა, რომ დედამიწაზე ჩვენი მისია ამ ადგილის გაუმჯობესებაა. და იმისაც მჯერა, რომ თუ შეგვიძლია სამყარო უკეთესი გავხადოთ, უნდა გავხადოთ. ასე რომ, ვფიქრობ ჩემი შთაგონება სამყაროს გაუმჯობესების რწმენაა და ის, რომ ადამიანების ცხოვრების სტანდარტის თამასას მუდმივად მაღლა უნდა ვწევდეთ.

ბუნების ძალა

სახელი: თინა შარკლი

კომპანია: Brandless

შთაგონება: ბუნება. მე რედვუდის ტყესთან ვცხოვრობ და ხეები ჩემი შთაგონების წყაროა. იმის გახსენება, რომ ჩვენ უბრალო ქვიშის მარცვლები ვართ უზარმაზარ სამყაროში, ყველაფერს უკეთესი პერსპექტივით მაჩვენებს.

გავუმარტივოთ ქალებს ცხოვრება

სახელი: თრეისი დინუნციო

კომპანია: Tradesy

შთაგონება: ჩვენი მომხმარებლები და გუნდი. არ ვიცი, ასე როგორ გამიმართლა, რომ ისინი მყავს ცხოვრებაში. ვფიქრობ, მილიონობით ქალის ცხოვრებას ვხდით მარტივს და ხელმისაწვდომს, ვაძლევთ საშუალებას გამოიყურებოდნენ და იგრძნონ თავი ისე, როგორც უნდათ, და ეს ჩემთვის შთაგონების უსაზღვრო წყაროა. მიხარია ყოველდღე სამსახურში მოსვლა და იმის ნახვა, თუ როგორ სწავლობს, იზრდება, ვითარდება და ძლიერდება ჩვენი გუნდი.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

ZOOM: ერიკ იუანის ოცნების განხორციელების შთამბეჭდავი ისტორია

Zoom-ის დამფუძნებელი, დევიზით - "იმუშავე ბევრი და დარჩი თავმდაბალი"