მარკეტინგი

როგორ გადავურჩეთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას?

ხუთი რჩევა მარკეტერებს
როგორ გადავურჩეთ ბლოკჩეინ ტექნოლოგიას?
Image credit: ირაკლი დოლიძე
1 min read
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

შეუძლებელია ადამიანმა ახალი ტექნოლოგიების შემეცნების და თანამედროვე ტენდენციების გაგება-გააზრების გარეშე, საკუთარ ან დამქირავებელ კომპანიას შედეგი მოუტანოს. 20 წლის წინ ვერავინ დაიჯერებდა, რომ გეთქვათ, სურვილი მაქვს, ციფრული მარკეტინგის სფეროში ვიმუშაოო. დღესდღეობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, ეს საქმიანობა ერთ-ერთი ყველაზე საჭირო პროფესიაა. ციფრული მარკეტინგის სპეციალისტები თუ კომპანიის გაყიდვების სტრატეგიაზე მომუშავენი თავს არ ზოგავენ, ბრენდის წარმატებას კიბერსივრციდან შეუწყონ ხელი. ამუშავებენ ციფრული მარკეტინგის გეგმას, ქმნიან კამპანიებს და რაც მთავარია - მომხმარებლის მოთხოვნის გაგება ამავე მომხმარებლის მონაცემთა დამუშავებით შეუძლიათ.

 

IBF – საერთაშორისო ბიზნესფორუმი 2015 წელს შეიქმნა. დამფუძნებელთა მიზანია ქართულ კომპანიებს სხვადასხვა მიმართულებით დანერგილი სიახლენი გააცნოს. IBF-ის ინიციატივით, საქართველოში ყოველწლიურად არაერთი საერთაშორისო დონის სპიკერი ჩამოდის.

ივნისში „ტექნოპარკს“ სწორედ IBF-ის მოწვევით მომხმარებლის გამოცდილების ცნობილი მკვლევარი, დანიელ მაროტე ესტუმრა. მან ვორქშოფი ციფრული მარკეტინგის სპეციალისტებისთვის ჩაატარა. ესპანელმა სპიკერმა მარკეტერებს ის თანამედროვე ტენდენციები გააცნო, რომელთა გათვალისწინების გარეშე გაგიჭირდებათ ტრენდებს ფეხი აუწყოთ და არსებული ტენდენციები თქვენი ბრენდის სასარგებლოდ გამოიყენოთ.

მაროტე მადრიდის IE ბიზნესსკოლის პროფესორია. მომხმარებლის გამოცდილების კვლევაში კი 25-წლიანი საქმიანობით ამაყობს.

„ყველა ამბავს თავისი გმირი და ანტიგმირი ჰყავს. მომხმარებელი გმირია. ის ყველა ბიზნესის ეპიცენტრია, ყველაფერი მისთვის კეთდება. ანტიგმირი კი  ს??????პამია . სპამს ყოველდღიურად ვაწყდებით და ამ სახელს მხოლოდ ელ. ფოსტაზე მოსული სარეკლამო შეტყობინება როდი ატარებს“, – გვიხსნის მაროტე.

არასწორ აუდიტორიაზე გათვლილი ნებისმიერი ტიპის რეკლამა, არასწორ ადგილას წამოჭიმული ყველა ბილბორდი თუ Facebook-ში შეცდომით განსაზღვრული სამიზნე ჯგუფი თქვენს კარგად მოფიქრებულ მარკეტინგულ შეტყობინებას სპამად აქცევს.

რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ თქვენმა კამპანიამ მომხმარებელი არ „დასპამოს“? უპირველესად, კარგად უნდა შეისწავლოთ, ვისთვისაა განკუთვნილი პროდუქტი, შემდეგ კი გადაწყვიტოთ, რა ფორმით მიაწოდოთ რეკლამა ამ ჯგუფს. მით უმეტეს, რომ 21-ე საუკუნეში მომხმარებლის ინტერესების, სურვილების შესწავლას წინ არაფერი უდგას. სოციალურ ქსელებში თუ Google-ის ძიების ველში გადადგმული თითოეული ნაბიჯი, თითოეული Click-ი, საბოლოოდ სტატისტიკური ინფორმაციის სახეს იღებს. მისი შესწავლა და დამუშავება მართალია დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თუმცა შედეგი ამად ღირს.

„ერთხელ სტივ ჯობსმა თქვა, რომ მომხმარებელს სულაც არ უნდა მისცე ის, რაც სურს, არამედ ის, რაც მომავალში ენდომება. მომავლის წინასწარმეტყველების საშუალებას კი სწორედ სტატისტიკური ინფორმაცია იძლევა. ასე მოიგო არჩევნები დონალდ ტრამპმა – იგი ამომრჩეველთა ქცევის ამოსაცნობად თანამედროვე ტექნოლოგიებს იყენებდა. კარგად იცოდა, რა მესიჯი მოახდენდა გავლენას მათ არჩევანზე. უამრავი კომპანია CRM-ის პროგრამით სარგებლობს, თუმცა მათგან დიდმა ნაწილმა არც კი იცის, რომ საბაზისო ინფოს გარდა, ამ პროგრამას უდიდესი რაოდენობის მონაცემის დამუშავება შეუძლია“.

მომხმარებელთა და პოტენციურ მომხმარებელთა მონაცემების თავისუფლად დამუშავების ბედნიერება, დანიელ მაროტეს აზრით, მარკეტერებს უახლოეს 5-10 წელიწადში აღარ ექნებათ. „უახლოეს მომავალში  ბლოკჩეინ ტექნოლოგია  განვითარდება. მოხდება მონაცემთა დეცენტრალიზაცია. ინფორმაციას მომხმარებლებზე ისე მარტივად ვეღარ მივიღებთ, როგორც ახლა. გვექნება მხოლოდ ის მონაცემები, რომელთა გაზიარებასაც მომხმარებელი ისურვებს და ამაშიც ფულის გადახდა მოგვიწევს“.

მაროტესთვის ერთადერთი გამოსავალი მსგავს სიტუაციაში მომხმარებელში სიყვარულისა და სიახლოვის გრძნობის გაჩენაა. „მთავარია ემპათია გამოიწვიოთ“, – უხსნის მარკეტერებს სპიკერი და 5 რჩევასაც აძლევს:

იყავით გამბედავნი, როცა საქმე თქვენი ნიშის შერჩევას ეხება. აირჩიეთ მომხმარებელი და მისი რელევანტური გახდით. იყავით პროაქტიური;

ნუ იქნებით ნეიტრალური;

იცოდეთ, რომ უპირველესად, თქვენს პროდუქციას მარკეტინგული მესიჯები ყიდის. ადამიანებს რეკლამა არაფერში სჭირდებათ, ამბები აინტერესებთ;

თვალი ადევნეთ ტენდენციებს. უფრო მაღლა უნდა დადგეთ, ვიდრე ინფორმაციული ქაოსია; ტრენდები უნდა გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებლამდე მიაღწიოთ;

გააკეთეთ მარკეტინგული რესურსების ოპტიმიზაცია. იცოდეთ, იმდენად ბევრი პოტენციური მომხმარებელია, ყველას სათითაოდ ვერ მისწვდებით.

IBF – საერთაშორისო ბიზნესფორუმის თანადამფუძნებელი და მარკეტინგის გუნდის ხელძღვანელი ნინო დარბაზელი პროექტის მიზანზე საუბრისას აღნიშნავს, რომ იდეის ავტორთა სურვილი საქართველოში სხვადასხვა სფეროს საუკეთესო სპეციალისტთა მოწვევა და სტუმრებისთვის უახლესი ტენდენციების გაცნობაა.

მომავლის გეგმებში კიდევ 6 ღონისძიების ჩატარება შედის. „2019 წლის მარტამდე დაგეგმილია ღონისძიებები, რომლებიც სხვადასხვა თემას შეეხება – სტრატეგიული დაგეგმარება, ადამიანური რესურსების მართვა, საზოგადოებასთან ურთიერთობა, გაყიდვები, ბრენდინგი და პროექტის მართვა“.

IBF-ის მორიგი ღონისძიება 21 სექტემბერს გაიმართება და სტრატეგიულ დაგეგმარებას შეეხება, მომდევნო შეკრების თარიღი კი 4 ოქტომბერია – რიგით მეორე საშემოდგომო ვორქშოფზე გაყიდვების მენეჯერები კომპეტენციას აიმაღლებენ.

 

 

More from Entrepreneur

David provides constructive insight to help businesses focus on their company growth, build brand awareness and know when and how to raise money.
Book Your Session

In as little as seven months, the Entrepreneur Authors program will turn your ideas and expertise into a professionally presented book.
Apply Now

Are paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.
Get Your Quote Now

Latest on Entrepreneur

My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.