My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

მარკეტინგი

უბრალოდ Dunkin' დაგვიძახეთ

ამერიკული რესტორნების ქსელი სახელს იცვლის და ყავის ბაზრის ლიდერობას გეგმავს
უბრალოდ Dunkin' დაგვიძახეთ
ფოტო: entrepreneur
Entrepreneur Staff
ჟურნალისტი
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ამერიკულმა რესტორნების ქსელმა Dunkin Donuts-მა გადაწყვეტილება მიიღო, რომ მისი საფირმო პროდუქტის, Donuts-ის სახელი დასახელებიდან ამოიღოს და საკუთარი პოზიციები ყავის ბაზარზე გაიმყაროს. თუმცა კომპანიაში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ დონატების წარმოებას არ შეწყვეტენ და მომხმარებლებს სიახლეებს მუდმივად შესთავაზებენ. სახელწოდების ოფიციალური ცვლილება 2019 წლის იანვარში მოხდება.

„ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ლას-ვეგასიდან ახლახან დაბრუნდა, სადაც კომპანიის ახალი პრეზიდენტი დევიდ ჰოფმანი წარადგინეს. პირველი მასშტაბური პროექტი, რომელსაც ამერიკული რესტორნების ქსელის ახალი ხელმძღვანელი განახორცილებს, რებრენდინგია.

„დევიდ ჰოფმანმა მიზნად დაისახა მეტი აქცენტი Dunkin’-ის ყავაზე გაამახვილოს. სწორედ ამიტომ, მსოფლიო მასშტაბით რებრენდინგის პროცესს იწყებს. ყოველ ახალ რესტორანს, რომელიც 2019 წლიდან ნებისმიერ ქალაქში გაიხსნება, Dunkin’ ეწერება, Dunkin’ Donuts-ის ნაცვლად. არსებული რესტორნების სახელწოდება შეერთებულ შტატებში 1 წლის განმავლობაში სრულად შეიცვლება. ჩვენ უფლება მოვიპოვეთ, საქართველოში ახალ წლამდე გახსნილი რესტორნები განახლებული ბრენდბუქის მიხედვით დავბრენდოთ, მომდევნო 1 წლის განმავლობაში კი თითოეული არსებული რესტორანი ახალ კონცეფციაში ჩაჯდება“, − ამბობს სოსო ფხაკაძე.

„როდესაც ადამიანები სახელწოდება Dunkin’ Donuts-ს ხედავენ, ფიქრობენ, რომ ჩვენ ყველაზე დიდი რაოდენობით დონატებს ვყიდით, არადა, რეალობა განსხვავებულია. Dunkin’-ის გაყიდვების 50% ყავაზე ნაწილდება, 50% კი სენდვიჩებზე, დონატებსა და სპეციალურად ქართული ბაზრისთვის დამატებულ ლობიანსა და ხაჭაპურზე. საქართველო ერთ-ერთი უნიკალური გამონაკლისია, სადაც ნაციონალური კერძების რეალიზაცია ხდება. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ქართულ-ამერიკულ მხარეს შორის თანამშრომლობა წარმატებულია, სათაო ოფისს კი ქართველი პარტნიორების მიმართ დიდი ნდობა აქვს. Dunkin’-ის ყავა უმაღლესი ხარისხის არაბიკაა. ციფრებიც მეტყველებს, რომ ბრენდი უპირველეს ყოვლისა ყავის ქსელია“, − გვიხსნის რებრენდინგის მიზეზს სოსო ფხაკაძე.

ბილ როზენბერგმა 1950 წელს უმაღლესი ხარისხის ყავისა და უგემრიელესი დონატების წარმოება გადაწყვიტა, შექმნა Dunkin’ Donuts და მას მერე მსოფლიოს 36 ქვეყანაში 13 ათასზე მეტი რესტორანი გახდა თავშეყრის ყველაზე საყვარელი ადგილი.

Dunkin’ Donuts საქართველოში 2015 წელს შემოვიდა და დღესდღეობით რესტორნების ყველაზე დიდი ქსელია ქვეყნის მასშტაბით. „ამ ეტაპზე საქართველოში Dunkin’ Donuts-ის 21 ბრენდირებული რესტორანი გვაქვს. ახალ წლამდე კიდევ 3-ის გახსნას ვაპირებთ“, − ამბობს სოსო ფხაკაძე.

Dunkin’ Donuts-ის რებრენდინგისთვის თითქმის ყველაფერი მზად არის. შექმნილია ახალი ბრენდბუქი და მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა პარტნიორი რესტორნის ქსელი ვიზუალის, სახელწოდებისა და მომხმარებელთან კომუნიკაციის გასაახლებლად ემზადება.

 

 

More from Entrepreneur

Jon Horowitz is dedicated to helping brands with grow their social footprint by aligning with influencers and creating innovative content.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur