You can be on Entrepreneur’s cover!

მულტიტასკინგის ოსტატები დედამიწაზე ყველაზე დაკავებული ადამიანები მოგიყვებიან, თუ როგორ ასწრებენ ყველაფერს.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ფიქრობ, რომ დაკავებული ხარ? შეხედე გაი ფიერის, ან აშშ-ის არმიის გენერლის, ან პოპულარული თინეიჯერი მსახიობის, ან მსოფლიოში ცნობილი კომპანიების გენერალური დირექტორების კალენდრებს. წინამდებარე გვერდებზე დედამიწაზე ყველაზე დაკავებული ადამიანები, მათ შორის ქართველი ბიზნესლიდერებიც, მოგიყვებიან, თუ როგორ ასწრებენ ყველაფერს.

გაი ფიერი

შეფი, მწერალი, სატელევიზიო პერსონა,
Donkey Sauce-ის შემქმნელი

„იქონიეთ კარგი ურთიერთობა თქვენს ადვოკატთან, ვიდრე ის დაგჭირდებათ", − ამბობს ფიერი, − „და თქვენს ბუღალტერთან, − არ დაელოდოთ იმ დროს, როცა უამრავი შეკითხვა დაგეხვევათ თავს იმაზე, თუ როგორ მუშაობს საბუღალტრო სისტემა".

ფიერი ასე არ ლაპარაკობს, მაშინ, როდესაც Diners, Drive-Ins and Dives მიჰყავს და არც მაშინ, როდესაც თავისი „ემის" ჯილდოს მფლობელ სატელევიზიო შოუშია. მისგან ასეთ სიტყვებს ვერც იმ იღბლიან საღამოს მოისმენთ, როდესაც შემთხვევით თავისი 60 რესტორნიდან ერთ-ერთში გადააწყდებით, სადაც შეგიძლიათ ფიერის საფირმო Donkey Sauce-იანი სენდვიჩი მიირთვათ.

მაგრამ ფიერი ფენომენალურად პოპულარული შეფი, ბესტსელერი კულინარიული წიგნების ავტორი და ღვინის ქარხნის მფლობელი მხოლოდ ტატუების და პიროვნულობის ხარჯზე არ გამხდარა. მან ეს მოახერხა, რომ სულით ხორცამდე ანტრეპრენერია და იმიტომ, რომ ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს თავის ადვოკატთან და ბუღალტერთან. „საბედნიეროდ, კონკურენტულ ბრძოლაში აქამდე ყოველთვის ვიმარჯვებდი, რადგანაც მომავალს საკმაოდ კარგად ვხედავ."

მომავლის ხედვა. იმისათვის, რომ გაიგოთ, თუ როგორ მოამზადოთ mac'n' cheeseburger-ი ვეგასში, უმასპინძლოთ სატელევიზიო შოუს შუა აიოვას სასადილოში და გამოსცადოთ ვინტაჟური ავტომობილი სონომაში, კარგად უნდა გაიაზროთ, რას ნიშნავს მისთვის „მომავლის ხედვა". „ეს არ არის მხოლოდ უნარი მოვლენების მთელი მასშტაბით აღქმისა, − ეს თავად ხვალინდელი დღეა.

კომპანიაში გვაქვს სისტემა Knuckle Sandwich, რომელიც სახვალიო გეგმებს დღევანდელი დღის 5 საათამდე აწყობს. ჩვენ ამას „საკეტს" ვეძახით. სისტემა გამოყოფს მომავალი დღის ყველა მნიშვნელოვან დეტალს".

საგმირო საქმეა ის, რასაც ფიერის ასისტენტი აკეთებს. თავად ამას „ყველა კურდღლის დაჭერას" უწოდებს, სამუშაო კი რეალურად ჰიპერდეტალური გეგმების გენერირებაა. ყველაფერი იმდენად სკურპულოზურადაა გათვლილი, რომ მაგალითად მან იმ მძღოლის სახელი, გვარი და ტელეფონის ნომერიც კი იცის, რომელსაც ფიერი ჟურნალის გადაღებაზე მიჰყავს. ასე, კომპანიაში ყველა ერთ გვერდზეა და თავიდან იცილებენ საქმიანი ადამიანის ყველაზე ძვირფასი საქონლის − დროის დაკარგვას.

„ამიტომ, ჩემს კომპანიაში ყველამ იცის, რომ შუადღის 2 საათსა და 30 წუთზე არ უნდა დამირეკონ, რადგან ანტრეპრენერის უძლიერეს ჟურნალისტთან ვარ დაძაბულ ინტერვიუზე!" − ამბობს სიცილით ფიერი.

„ფიერის ფილოსოფია მოდის იმ პერიოდიდან, როდესაც რესტორნის შეფი იყო. ყველაფერი გუნდის სიძლიერეზეა დამოკიდებული. კოლექტიური ენერგიის ჯაჭვის წყალობით ხვდება კერძი თეფშზე, თეფში მაგიდაზე და ფული სალაროში. და მხოლოდ უხეში მიმტანი, ან დასვრილი თეფში, ან ნელი მზარეულიც კი საკმარისია ამ ჯაჭვის გასაწყვეტად და შედეგად ვიღებთ კატასტროფას. თქვენ კარგავთ არა მხოლოდ შემოსავალს, არამედ მომავალ შემოსავლებსაც".

როგორ დავიზღვიოთ თავი სუსტი რგოლისგან? − უნდა დავრწმუნდეთ, რომ ყველამ იცის ჯაჭვში თავისი ადგილი. „საათი" ამის გარანტიაა − ყველამ იცის ყველას ადგილსამყოფელი. მაგრამ ფიერი ამაზე შორს მიდის − მას უნდა, რომ პერსონალმა ყველა დეტალი იცოდეს, შემოსავალ-გასავალიც კი. „ეს არის ადგილი, სადაც ვიგებთ − სადაც ბევრი ფული შემოგვდის. ეს არის ადგილი, სადაც ვაგებთ − ვიღაც ღამით კონდიციონერს ტოვებს ჩართულს.

განათლება და ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია. შენ მათ ასწავლი, ამხნევებ და შემდეგ უშვებ, რომ საკუთარი საქმე აკეთონ. ეს ისეთივე ნდობაა, როგორიც ის, ვიღაცამ პარაშუტი რომ გაგიმზადოს".

ჯარის სწორად პოზიციონირებით, მან შეიძლება იმ ომშიც გაიმარჯვოს, რომელიც მის თავში ხდება, მაგრამ როდესაც ხარ ფიერივით დაკავებული ადამიანი, საშიშად მარტივია იმის დავიწყება, რომ ცოტა ხნით ყველაფერი უნდა გადადო. „შენი დრო უნდა გქონდეს. თუ მუდმივად მხოლოდ მუშაობ და ყოველთვის ოჯახზე ხარ თავგადაკლული, ორგანზომილებიანი ხდები. და თუ ამ ორიდან რომელიღაც ფეთქდება, შენც ფეთქდები. გარკვეული დროის საკუთარ თავთან გატარება, გონების გაწმენდაში დიდ როლს თამაშობს. და ასევე − იძინეთ საკმარისად!" მის გარშემო ყველამ ისწავლა ამის პატივისცემა. ფიერი ამბობს, რომ ეყრდნობა მშობლებს, მეუღლეს და ბავშვებს იმისათვის, რომ გონება მწყობრში ჰქონდეს. მაგალითად, მათ იციან, რომ სანამ რამეზე მუშაობას დაიწყებს, სხვა ფიქრებისგან გონება უნდა გაათავისუფლოს.

გადაღებამდე ფოსტას არ ამოწმებს და შემთხვევით ახალ ამბებს არ ისმენს. მშვიდია, ფოკუსირებული. გუნდს, რომელსაც ენდობა, აძლევს საშუალებას ყველაფერს გაუმკლავდეს. „ჩემს მეუღლეს ვთხოვ, რომ ისეთი ახალი ამბავი, რომელიც არ გამაღიმებს, მოგვიანებით მითხრას. შემასხურებელს თავი მოტყდა და 10 საათია ყველაფერს წყალი ესხმება? შეგვიძლია ამას შინ დაბრუნების მერე მივხედოთ. არ არის აუცილებელი, ეს ყველაფერი Grocery Games-ის დროს ვიცოდე".

თუმცა ხშირად პირად დროს მარტო არ ატარებს. გასულ ზაფხულს, როდესაც ოჯახთან ერთად Disney World-ში ახალ ფილიალს, Chicken Guy-ს ხსნიდა, მის მშობლიურ ჩრდილოეთ კალიფორნიაში ხანძარი გაჩნდა. თვითმფრინავით სასწრაფოდ უკან დაბრუნდა, შვილთან ერთად რედინგში ავიდა და მაშველებს 20 000-ზე მეტი ადამიანის გამოკვებაში დაეხმარა.

„მოხალისეებად ის ადამიანებიც გამოდიოდნენ, რომლებმაც სახლი დაკარგეს. ისინი მოდიოდნენ და ამბობდნენ: „წასასვლელი აღარ გვაქვს. თავშესაფარში უბრალოდ ვერ დავრჩებით, მოგვეცით უფლება დაგეხმაროთ". ასეთ შემთხვევაში, სხვა რა უნდა თქვა, თუ არა „დაიკაპიწეთ ხელი?" ეს არ იყო სამსახური და ეს არ იყო ოჯახი ტრადიციული გაგებით. ეს გახლდათ სწორი საქციელის დრო − მენტალობა, რომელიც ყველაფერზე მნიშვნელოვანია".

საბოლოო ჯამში, ფიერი ამბობს, რომ წარმატებული ბიზნესის გასაღები ბალანსია. ის ეყრდნობა ოჯახს, გუნდს, საკუთარ თავს − ეს ყველაფერი ერთმანეთს ერგება და მუშაობს. „თუ დავიწყებ მილიონ რაღაცაზე ერთდროულად ფიქრს, ესე იგი წუთში 9000 ბრუნით მივდივარ, ამ სიჩქარით კი რბოლას ვერავინ იგებს. რა თქმა უნდა ამასაც ვაკეთებ, როცა საჭიროა, მაგრამ სხვა შემთხვევებში კომფორტულად ვგრძნობ თავს 3000-სა და 7000-ს შორის. ასე კი მთელი დღე შემიძლია ვიყო".

ეს კი საკმარის ენერგიას უთავისუფლებს მისი ადვოკატისა და ბუღალტრისათვის.

ჯეის ნორმანი

მსახიობი

მისი თაობის წარმომადგენლებისგან ყველა ქაოსურობას და მულტიტასკერობას ელოდება. 18 წლის ნორმანიც ამ სტერეოტიპს ერგებოდა და Nickelodeon-ის სატელევიზიო შოუ Henry Danger-ის გადაღებების დროს ყოველ შესვენებას ტელეფონის შემოწმებაში ატარებდა. „ხშირად უაზროდ ამოწმებ რაღაცებს და გგონია, რომ ეს გაბედნიერებს, სინამდვილეში კი პირიქითაა. და როდესაც ხარ ნაკლებად ბედნიერი, ხარ ნაკლებად მოტივირებულიც". სატელევიზიო პროგრამაში ხუთი სეზონის შემდეგ, ჯეისს დღეს აქვს მარკეტინგული კომპანია Creator Edge, Nickelodeon-ზე ფილმში თამაშობს და პროდიუსერია, აქვს პროექტი Viacom Digital Studios-თან ერთად და მუშაობს ტკბილეულის კომპანიაზე. ამგვარად, ცხოვრება მან მნიშვნელოვნად შეცვალა. ამა თუ იმ პროექტზე მუშაობისას, მისი ტელეფონი გათიშულია (გადაღებებისას გასახდელში ტოვებს), ყოველ 60-90 წუთში ზედაპირულად ამოწმებს შეტყობინებებს − რომელიც მისი ფავორიტი კომუნიკაციის საშუალებაა − და პასუხობს მხოლოდ გადაუდებელ ტექსტებს. „კარგად ვისწავლე ფილტრი" − „ეს მოიცდის, ეს მოიცდის..." „გაგიკვირდებათ, რამდენ რამეს შეუძლია მოცდა".

ზოგი მისი მეგობარი უფრო შორსაც წავიდა. მაგალითად, YouTube-ელი ჯეიკ პოლი ამბობს, რომ შეტყობინებები გათიშა, რათა პასუხის მაშინვე დაბრუნების აუცილებლობა არ იგრძნოს. ნორმანი ასეთი რადიკალური ნაბიჯისთვის ჯერ მზად არაა, თუმცა ერთ დღეს შესაძლოა ასეც მოიქცეს.

„ყველაფერი ყურადღებას გთხოვს", − ამბობს ის, − „ეს მეტისმეტად ხმაურიანია".

ენუ დაგელი

დამფუძნებელი პარტნიორი,
Female Founders Fund

როგორც Female Founders Fund-ის დამფუძნებელი პარტნიორი (კომპანიის, რომელიც ფოკუსირდება ქალთა დაფუძნებულ ტექნოლოგიურ კომპანიებზე), ენუ დაგელი ისეთ მზარდ კომპანიებს კურირებს, როგორებიცაა: Zola, Billie და Eloquii. მას სურს გვერდით ედგეს ქალებს, რომლებიც ამ ბიზნესებს აშენებენ და იცის, რომ ისინი მის ყურადღებას იმსახურებენ. „ვცდილობ შინიდან სამსახურში და სამსახურიდან შინ ფეხით ვიარო. ამ დროს დამფუძნებლებთან დასარეკად ვიყენებ. „ეს მხოლოდ 30-წუთიანი გზაა ყოველ დილას და საღამოს, მაგრამ ენუსთვის ეს დრო ძალიან ძვირფას ტრადიციად იქცა. „შემიძლია Uber-ი გამოვიძახო ან მეტროთი ვისარგებლო, მაგრამ ამ გზით ვახერხებ ყველაფერი მოვასწრო. სხვანაირად ამას ვერ შევძლებდი".

კიმბერლი სტიუარდი

„ოსკარზე" წარდგენილი პროდიუსერი, K Period Media-ს დამფუძნებელი

ყველას უნდა კიმბერლის დროიდან რამდენიმე წუთი. როგორც ლოს-ანჯელესში მდებარე კომპანია K Period Media-ს დამფუძნებელმა, სტიუარდმა ბოლო ხუთი წელი სოციალური თემებისკენ მიმართული ფილმების და ტელეპროექტების პროდიუსინგში გაატარა (კიმბერლი წარდგენილი იყო „ოსკარზე" 2016 წელს გამოსულ ფილმ Manchester By the Sea-ის პროდუსინგისთვის. ოპრას შემდეგ, ის მეორე შავკანიანი ქალია, რომელსაც ეს პატივი ერგო). თავისი გრაფიკის დასაცავად, სტიუარდს „გამაფრთხილებელი სისტემა" აქვს შემუშავებული: „როდესაც სატელეფონო ზარი მაქვს ჩანიშნული, სამ მაღვიძარას ვაყენებ − ერთი საათით ადრე, 15 წუთით ადრე და 2 წუთით ადრე. ამასთან ერთად, საგანგებო გეგმაც არსებობს − თუ წუთითაც კი ვაგვიანებ, მყავს არაჩვეულებრივი ასისტენტები, რომლებიც დამირეკავენ". ეს სისტემაც სწორედ მისი ასისტენტის შემუშავებულია: „საუკეთესო უფროსები უსმენენ თავის თანამშრომლებს", − ამბობს კიმბერლი.

ნავინ ჯეინი

Viome-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, Moon Express-ის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი თავმჯდომარე

„ხალხმა იცის, რომ ყოველთვის ხელმისაწვდომი ვარ", − ამბობს ნავინი და ამას გულისხმობს. ეს ტექნიკური ანტრეპრენერი კოსმოსური კომპანიისა და ჯანდაცვის კომპანიის დამფუძნებელია, დღეში 400-მდე ელექტრონულ წერილს იღებს და პირობას იძლევა, რომ ყველას 5 წუთის განმავლობაში უპასუხებს. როგორ?..

არასწორი გადაწყვეტილებების მიღებით შესაძლოა ბევრი არაფერი დაშავდეს, მაგრამ უინიციატივობა სრულიად მიუღებელია". თუ ვინმეს მასთან შეუთანხმებლად შეუძლია მოქმედება, უნდა იმოქმედოს, თუ წერილის ასლის მიმღების უჯრაში ვინმე სხვას ხედავს, მათ პასუხის გაცემას აცდის − იმ მომენტამდე, სანამ მისი ჩარევა საჭირო გახდება. რა თქმა უნდა, შეცდომები შესაძლოა მოხდეს, მაგრამ ჯეინი ამას დიდი ფიქრის შედეგად აღიქვამს. „მე არასოდეს ვეტყვი ვინმეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს". ამის მაგივრად წერს იმ პროცესის ანალიზს, რომელმაც არასწორ გადაწყვეტილებამდე მიიყვანა, რათა შემდეგ ჯერზე მისი ჩარევა საერთოდ აღარ იყოს საჭირო. თუმცა, თუ ვინმეს დასჭირდა, იგი დილის 4 საათიდან საღამოს 10-მდე მუშაობს და ყოველთვის მზადაა შეკითხვებზე პასუხის გასაცემად.

ტიმ ფერისი

მწერალი, ინვესტორი, პოდკასტერი

ტიმ ფერისი ამბობს: „ჩემი ტელეფონი ყოველთვის ფრენის რეჟიმშია". მისი წაუკითხავი წერილების რიცხვი დღეს 355 692-ია. „ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმისა, რასაც ყურადღებას არ ვაქცევ". ფერისი ავტორია წიგნისა „მენტორთა ტომი" და გადაცემის The Tim Ferriss Show წამყვანი; ასევე ინვესტორი და სტარტაპერების მენტორი. მიუხედავად იმისა, რომ მის დროზე მოთხოვნა მუდმივად იზრდება, ტიმი თავს უფრო და უფრო პროდუქტიულად გრძნობს. მისი თქმით, ამის მიზეზი ისაა, რომ ყველა პროექტის დეტალებში აღარ ერევა და არც ამ წაუკითხავი წერილების გასუფთავებას ცდილობს (ყველაზე მნიშვნელოვან შეტყობინებებს მისი ასისტენტი − დონა აწვდის).

ამ წვრილმანებზე ფიქრის მაგივრად, ფერისი ყველა პროექტისა თუ გამოწვევის დროს საკუთარ თავს მნიშვნელოვან შეკითხვებს უსვამს: როგორი იქნებოდა ეს ყველაფერი, მარტივი გასაკეთებელი რომ ყოფილიყო? ამ შეკითხვას მიჰყავს შეკითხვებთან: არიან ადამიანები, ვინც უნდა დავიქირავო? არის გზა ყველაფრის გასამარტივებლად? რა თქმა უნდა, ეს მარტივი გონებრივი ექსპერიმენტია, მაგრამ ფერისმა იცის, რომ მისნაირი ადამიანები ამაზე ხშირად არ ფიქრობენ.

„როგორც ადამიანი, რომელსაც უყვარს შეჯიბრი და ყველაფრის ბოლომდე მიყვანა, ბოლოს იქამდე მიდიხარ, რომ მხოლოდ ერთი − მეექვსე ძრავი გიმუშავებს. როდესაც მიჩვეული ხარ აღმართზე ქვების ატანას და თანაც წარმატებით, შემთხვევით იწყებ ისეთი გზების ძიებას, რომელშიც მეტი წინაღობაა". ასე რომ, მისი გზავნილი საკუთარი თავისთვის და ყველასთვის არის ის, რომ უნდა გაჩერდნენ და წარმოიდგინონ მარტივი გზა. შემდეგ კი შექმნან ეს გზა. ფერისი ამბობს: „მე ვეძებ სიმარტივეს და ნაკლებ წინაღობას".

სილვია ასევოდო

Girl Scouts of the USA-ს
აღმასრულებელი დირექტორი

სილვია ასევოდო მუდმივად აკვირდება საკუთარ განრიგს. „Excel-ის ფაილში, რომელშიც ვმუშაობ, კარგად ჩანს, რა მინდა და რა უნდა გავაკეთო ყოველ კვირას ამის მისაღწევად", − ამბობს აშშ-ის სკაუტი გოგონების აღმასრულებელი დირექტორი, − „ყოველი კვირის ბოლოს ვნახულობ, რა ვერ შევასრულე და ვაანალიზებ, რამ შემიშალა ხელი". ამ გზით, ასევოდო გამოყოფს პრიორიტეტებს და ენერგიას სტრატეგიულად მნიშვნელოვანი საკითხებისკენ მიმართავს. ამასთან, იშორებს ისეთ საკითხებს, რომლებსაც სხვებიც შეასრულებენ. ამავე დროს, ეს საშუალებას აძლევს კარგად იცოდეს, რით არიან დაკავებულნი ახალგაზრდა გოგონები ამჟამად. „მე ყოველი კვირის მუსიკალური ჩარტების ორმოცეულს ვიკვლევ", − ამბობს ასევოდო, − „როდესაც ვინმე მკითხავს, თუ რას ვუსმენ, ჩემი პასუხი არ უნდა იყოს ისეთი, რომელსაც დედების თაობისგან ელოდებიან. შემიძლია ვთქვა: „დიახ! მე ვიცი, ვინ არის არიანა გრანდე".

რენდი ცუკერბერგი

მწერალი, ინვესტორი, Zuckerberg Media-ს აღმასრულებელი დირექტორი

რენდი ცუკერბერგი მეტისმეტად ბევრს მოგზაურობს იმისათვის, რომ დილის რუტინამ, ან ზოგადად, რაიმე სხვა სახის რუტინამ შეაწუხოს. ამის ნაცვლად, ის ყოველდღე ერთ ფოკუს-თემას გამოყოფს. მაგალითად, ორშაბათი შესაძლოა მთლიანად საგამოსვლო ტექსტების მომზადებას, ან წიგნზე მუშაობას დაუთმოს. ოთხშაბათი რადიოს დღეა, რომელიც მის პოდკასტ SiriusXM-ს ეთმობა. „ძალიან დისციპლინირებული უნდა ვიყო, რომ სხვა რაღაცები არ ვაკეთო", − ამბობს ცუკერბერგი.

მისი ბოლო წიგნიც „აირჩიე სამი: შენ ყველაფერს მიიღებ (ოღონდ არა ყოველდღე)" სწორედ ამაზეა. ყოველდღე ერთ საკითხზე ფოკუსირება იმის გარანტიაა, რომ საქმე ბოლომდე სრულდება. რა თქმა უნდა, გარესამყარო მაინც ცდილობს მის საქმეებში ჩარევას. ამის გასაკონტროლებლად, რანდიმ ისწავლა, როგორ არ უპასუხოს ადამიანებს სწრაფად. ის ამას ერთგვარად, როგორც ვარჯიშად, აღიქვამს. „არავინ დაუწესებს საზღვრებს შენს დროს, შენ გარდა. თუ გარშემო ყველა მიეჩვევა, რომ წერილებს 5 წუთში პასუხობ, შემდეგ შენგან ყოველთვის ამას ელიან. ჩემი დაკვირვებით კი, იმ წერილების ნახევარი, რომელიც სასწრაფო ჩანდა, დღის ბოლოს უკვე გადაჭრილი პრობლემებია".

დღის ბოლოს ცუკერბერგის ასისტენტი აგზავნის საერთო ელექტრონულ წერილს იმ საკითხების სიით, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. „ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემს წერილს ვიღაც კურირებს, რაც ძალიან ძალიან მეხმარება". უმეტესად, რანდი ასისტენტსვე პასუხობს პუნქტებად და შემდეგ თავის დღის გეგმებს უბრუნდება.

სტენლი მაკკრისტალი

აშშ-ის არმიის ყოფილი გენერალი, McChrystal Group-ის დამაარსებელი

2009 წელს, როდესაც გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა არმია ავღანეთში წაიყვანა, მისი სიტყვებით, კალენდრის ფანატიზმი დაეწყო. „ლიდერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისი დროა" და ლიდერს ამ დროის აზრიანად გამოყენება უნდოდა. უპირველესად, ის წერდა პრიორიტეტებს: გარკვეული დროის გატარება ჯართან, გარკვეული დროის გატარება ავღანეთის მთავრობის ლიდერებთან, და ა.შ. მოგვიანებით, ყოველი თვის ბოლოს, ის და მისი 20-კაციანი გუნდი განიხილავდნენ ამ კალენდარს, სადაც ყველა შეხვედრა იყო ჩანიშნული და ადარებდნენ მიზნებს და გამოყენებულ დროს. ამით ისინი ნათლად ხედავდნენ, რა მუშაობდა და რა არა. „ამის შემდეგ ვგეგმავდით მომავალს, ვაკლებდით სარეველასავით გაზრდილ რაღაცებს".

დღეს სტენლი 85-კაციან საკონსულტაციო გუნდს ხელმძღვანელობს და ავტორია წიგნისა „ლიდერები: მითი და რეალობა", თუმცა იგივე გეგმით მოქმედებს. ის და მისი ასისტენტები კვირაში ორჯერ აანალიზებენ კალენდარს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, ამ კალენდარშია − დილის გამამხნევებელი პირადი ვარჯიშის ჩათვლით. თუმცა იგი თავის სისუსტეებსაც აღიარებს − ყოფილ გენერალს უჭირს შეხვედრების დროულად დასრულება, ამ საკითხში კი ასისტენტს ეყრდნობა. „დასრულებამდე 5 წუთით ადრე, ჩემი ასისტენტი აღებს კარს და ამბობს: „სერ, მინდა შეგახსენოთ, რომ შემდეგი შეხვედრა 4 წუთში იწყება". „მისი თქმით, ამ გზით მარტივად ასრულებს შეხვედრას და შემდეგ უკვე კალენდრით გათვლილ სხვა დავალებას იწყებენ.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"