You can be on Entrepreneur’s cover!

3 ელექტრონული ტენდენცია, რომელთათვისაც 2019 წელს უნდა მოემზადოთ გრძელდება ელექტრონული კომერციის ბუმი და, მასთან ერთად, ამ სფეროს განვითარებაც. თქვენი ელექტრონული კომერციის გასააქტიურებლად ეს ახალი ტენდენციები გამოიყენეთ.

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ელექტრონული კომერციის საშუალებით საცალო ვაჭრობის ტემპი განუხრელად იმატებს. ამასთან, მომხმარებელთა ნდობა ბოლო 18 წლის განმავლობაში გაიზარდა და პიკსაც მიაღწია. ბრენდებს, რომლებიც გაყიდვებში ელექტრონულ კომერციას იყენებენ, წარმატებისთვის ყველა პირობა აქვთ შექმნილი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება. გამორჩეული მხოლოდ ის გახდება, ვინც შორსმჭვრეტელ სტრატეგიას გამოიყენებს.

ელექტრონულმა კომერციამ ასე მძლავრად იმიტომ მოიკიდა ფეხი, რომ კომპანიების უმრავლესობამ ფეხი აუწყო სწრაფად ცვლად ტექნოლოგიებსა და მომხმარებლის მოლოდინს. მაგალითად, რადგან მომხმარებელი ბოლო ხანებში პროდუქციის შეძენას უმეტესად მობილური ტელეფონით ამჯობინებს, საცალო კომპანიებმა ამ შესაძლებლობას განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრეს. 2016 წლის შესყიდვებში უდიდესი წილი მობილური ტელეფონების გამოყენებაზე მოდის.

ამ სფეროში შესყიდვის საშუალებებიც სწრაფად იცვლება. ტექნოლოგიის პროგრესთან ერთად ვითარდება ძიების მეთოდებიც. ეს ნიშნავს, რომ ნივთების შესაძენად აუდიოსაშუალებას მალე გაცილებით მეტი ადამიანი გამოიყენებს. მაგალითად, Google Home Hub-ს და Amazon Echo Show-ს ინტეგრირებული აუდიო და ვიზუალური საძიებო სისტემა აქვს. ორივე მათგანი მყიდველს პროდუქტის დანახვის საშუალებასაც აძლევს. ელექტრონული კომერციის კომპანიებმა, რომლებმაც ხმოვანი ძიების სისტემას ფეხი ვერ აუწყვეს, კონკურენტებთან შედარებით, სწრაფად დათმეს პოზიციები.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად გამოცდილი ხართ ელექტრონულ კომერციაში, მომავალში წარმატება გარანტირებული რომ გქონდეთ, წინ უნდა იყუროთ. 2019 წელს თქვენი ელექტრონული კომერციის კიდევ უფრო გასააქტიურებლად უნდა გაითვალისწინოთ სამი ახალი ტენდენცია:

1. პროდუქცია სოციალური ქსელებით გაყიდეთ

ეფექტიანი მარკეტინგი გულისხმობს თქვენი გზავნილების გაძლიერებასა და სამიზნე აუდიტორიისკენ მიმართვას, მაგრამ გზავნილები დანიშნულებას ვერ შეასრულებს, თუ თქვენი აუდიტორია მათ ვერასოდეს იხილავს. ამ ადამიანებთან შესახვედრად ის ადგილი უნდა გამოიყენოთ, სადაც ისინი დიდ დროს ატარებენ. ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გაითვალისწინეთ: თუ თქვენი მომხმარებლის ბაზა ინტერნეტია, ეს ნიშნავს, რომ იგი დროის 1/3-ს სოციალურ ქსელში ატარებს.

თუ საკუთარ პროდუქციას სოციალური ქსელით არ ყიდით, დიდ შესაძლებლობას უშვებთ ხელიდან, რადგან სოციალური პლატფორმების უმრავლესობას უკვე აქვს შესაძენი ღილაკები, რომლებსაც მომხმარებელი პირდაპირ კომპანიის ვებგვერდზე გადაჰყავს. Instagram მყიდველებს სთავაზობს ფუნქციას Stories, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია პროდუქციის შეძენა.

2. შეცვალეთ მყიდველის რეალობა

შერეული რეალობის ტექნოლოგიები ჯერ კიდევ არ არის ფართოდ გავრცელებული, მაგრამ მათ ამ მიმართულებით უკვე მიაღწიეს უზარმაზარ წარმატებებს.

IKEA-ს აპლიკაცია Place კი, დამატებითი რეალობის გამოყენებით, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თვალი შეავლოს, როგორი იქნება მისი პროდუქტები მათ სახლებში.

„დამატებითი და ვირტუალური რეალობები, ინტერნეტის მსგავსად, თითქმის მთლიანად შეცვლის საცალო პროდუქტების ბაზარს, თუმცა, ამჯერად ეს გაცილებით სწრაფად მოხდება ," _ განაცხადა IKEA-ს ციფრული ტრანსფორმაციის ლიდერმა მიხაელ ვალდსგაარდმა.

დამატებითი რეალობა ჯერჯერობით ყველგან არ გამოიყენება, მაგრამ საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებმა მისი შესაძლებლობანი წარმატებით გამოიყენეს და მნიშვნელოვანი უპირატესობაც მოიპოვეს კონკურენტებთან შედარებით.

3. გააძლიერეთ თქვენი სტრატეგია Amazon-ზე

Amazon-მა ელექტრონული კომერციის სისტემაში უკვე დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი. ცნობილია, რომ ამერიკელ მყიდველთა 68% პროდუქტების მოსაძებნად პირდაპირ ამ საიტს მიმართავს. მეტიც, სხვა საიტიდან ან მაღაზიიდან რაიმეს შეძენის მსურველთა 80% Amazon-ის მიმოხილვას აუცილებლად ეცნობა და ფასებსაც კი აქ ამოწმებს.

სრულიად უდავოა, რომ Amazon-ის დაპყრობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ტრევორ ჯორჯი, Amazon-ის მარკეტინგის სააგენტოს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, აცხადებს, რომ პლატფორმებზე წარმატების მოსაპოვებლად ერთადერთი გზა გახლავთ რეკლამა. „ამაზონის მომავალი _ რეკლამაა. თუ ბრენდს ახლაც და მომავალშიც ფულის გამომუშავება სურს, აუცილებლად უნდა ჰქონდეს Amazon-ის სარეკლამო პლატფორმებზე ნავიგაციის შესაძლებლობა".

მაშ ასე, უდავოა, ელექტრონული კომერციის ბუმი კვლავ გაგრძელდება და მისი დახმარებით წარმატების მოპოვება კარგად გააზრებულ სტრატეგიას მოითხოვს, რომელიც თქვენს ბრენდს კონკურენტებზე წინ დააყენებს. ამიტომაც, 2019 წელს მხედველობიდან არ გამოგრჩეთ სოციალური კომერცია, გაყიდვებისას შერეული რეალობის ტექნოლოგიების გამოყენება და, ასევე, Amazon-იც.

ტექნოლოგიური ტრენდები

ძმები სიმენსები - ამბავი მე-19 საუკუნის საქართველოს ინდუსტრიული რევოლუციის შესახებ

იცით, რისთვის შეხვდა ევროპის ტექნოლოგიური გიგანტის - Siemens-ის დამფუძნებელი, ვერნერ ფონ სიმენსი გრიგოლ ორბელიანს?

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე