You can be on Entrepreneur’s cover!

9 გზა, თუ როგორ ატარებენ დასვენების დღეებს წარმატებული ანტრეპრენერები სულ შრომა და არანაირი გართობა ანტრეპრენერის ცხოვრებას მოსაწყენს ხდის

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

წარმატებულ ანტრეპრენერებს ძალიან მოსწონთ ის, რასაც ცხოვრებაში აკეთებენ. თავდაუზოგავი შრომა ძვალსა და რბილში აქვთ გამჯდარი, მაგრამ იმასაც ხვდებიან, რომ ცხოვრება და მუშაობა მოკლე დისტანციაზე სირბილი კი არა, ნამდვილი მარათონია. შაბათ-კვირას დასვენება მათთვისაც აუცილებელია. სრული გარანტია უნდა ჰქონდეთ, რომ ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით ყველა პრობლემას გაართმევენ თავს და, თანაც, ამას შემოქმედებითად და ინოვაციურად მოახერხებენ.

წარმატებული ანტრეპრენერები შაბათ-კვირას სამუშაოში თავჩარგულნი არ ატარებენ. დასვენება ყველას სჭირდება. თანაც ისინი სხვებზე გაცილებით მგრძნობიარენი არიან „ემოციური გადაწვის" სინდრომის მიმართ. დასვენების დღეებში ეს ადამიანები სხეულსაც განტვირთავენ და გონებასაც, ძალებს აღიდგენენ და ორშაბათისთვის ყველანაირად მზად არიან, რომ განახლებული ენერგიით გააგრძელონ მუშაობა.

გთავაზობთ ქცევის წესებს, რომლებსაც წარმატებული ანტრეპრენერები დასვენების დღეებში მოსადუნებლად და ძალების აღსადგენად მიმართავენ:

ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს გაღვიძება

წარმატებულმა ანტრეპრენებმა კარგად იციან, რომ ძილის რეჟიმის მოწესრიგება აუცილებელია. წარმოიდგინეთ, ეს დასვენების დღეებსაც ეხება, რაც ნიშნავს, რომ მთელი კვირის განმავლობაში ერთსა და იმავე დროს ადგომა და დაწოლა წესად უნდა აქციოთ. ძილისა და სიფხიზლის დღიური რიტმის დაცვა აუცილებელია - თქვენს სხეულს მხოლოდ ამ შემთხვევაში ეცოდინება, როდის დგება დაძინებისა თუ გაღვიძების დრო.

ძილის გაგრძელებაც სიამოვნებით შეიძლება, მაგრამ ასე დღიური რიტმი შეგეცვლებათ, რეჟიმი დაგერღვევათ და ღამით კარგად ვეღარ დაისვენებთ. ძილის დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, ღამეში 7-8 საათიანი ძილი აუცილებელია, ადრე ადგომა კი იმას ნიშნავს, რომ საკმარისი დრო გექნებათ ყველაფერის მოსასწრებად, რასაც გეგმავდით.

საკმარისი დროის გატარება საყვარელ ადამიანებთან

გასაოცარი არაფერია იმაში, რომ სამუშაო დღეებში სამსახურში დიდი ციებ-ცხელება გაქვთ და უამრავი მოვალეობის შესრულება გიწევთ. ალბათ მთელ დროს კომპიუტერის წინ ატარებთ, თანამშრომლებსა და კოლეგებთან ერთად. დასვენების დღეებში კი თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის უნდა გამონახოთ დრო. თანაც, ეს ურთიერთობები აუცილებლად გულითადი უნდა იყოს.

ღამით პარტნიორთან გაქვთ დაგეგმილი შეხვედრა, მეგობართან ერთად სასეირნოდ სადღაც შორს მიდიხართ, თუ სრულიად მშვიდად სადილობთ, იცოდეთ, რომ ეს ურთიერთობა გულწრფელობას უნდა ეყრდნობოდეს. ისინი მართლა უნდა გაინტერესებდეთ, ყურადღებით უსმენდეთ და საკუთარ აზრებსა თუ გრძნობებსაც უზიარებდეთ. სხვების მხარდაჭერა და მათთან ურთიერთობა ძალას მოგცემთ და სტრესს შეგიმსუბუქებთ.

იმის გაკეთება, რაც მოგწონთ

დასვენების დღეები იმ გატაცებებს მიუძღვენით, რომლებიც სამსახურსა და ყოველდღიურ მოვალეობებს არ უკავშირდება. იქნებ ყოველთვის ოცნებობდით ხატვის სწავლასა თუ ფოტოგრაფიაზე, ანდა სულაც რომანის დაწერა გსურდათ?

არ აქვს მნიშვნელობა, ეს დიდი ხნის დავიწყებული ჰობია თუ საყვარელი საქმე, რომელზეც ოდესღაც ოცნებობდით, საკუთარ თავს კიდევ ერთხელ ნუღარ ეტყვით, რომ „ერთ მშვენიერ დღეს" დაუბრუნდებით ამ საქმიანობას. დასვენების დღებში მთელი დილა ან სულაც შუადღე დაუთმეთ მას. სამსახურს მიღმა ინტერესების ძიება თქვენს ემოციურ ჯანმრთელობას გააუმჯობესებს და სტრესის დონეს შეამცირებს. გარდა ამისა, ყურადღების გადატანა გაგიუმჯობესებთ შემოქმედებით აზროვნებას და იმის შანსსაც მოგცემთ, რომ ცხოვრებას სულ სხვა თვალით შეხედოთ.

დროის გამონახვა პატარა თავგადასავლებისთვის

დასვენების დღეებში გეძლევთ საშუალება, რომ სამსახურს გამოეთიშოთ, ყოველდღიური მოვალეობები გვერდზე გადადოთ და ცოტა გაერთოთ! მიეცით თავს პატარა თავგადასავლების უფლება. სახლიდან გამოდით და გარემო შეიცვალეთ.

პატარა თავგადასავალი სახლთან ახლოს ყოფნას ნიშნავს და არა ქვეყნის დასალიერში გამგზავრებას; ეს ნამდვილად მეტისმეტი იქნებოდა. სრულიად ნორმალურია ლაშქრობაში წასვლა და ღამით ტყეში დარჩენა, ან ერთდღიან ფეხმავალ ტურებში მონაწილეობა. მთელი დღე პლაჟზე გაატარეთ, ანდა ველოსიპედით გაისეირნეთ. მთავარია, გარეთ გახვიდეთ და ისე გაერთოთ, რომ ამ დღის გახსენებამ მთელი მომავალი კვირის განმავლობაში ღიმილი მოგგვაროთ.

შემოქმედებით აზროვნების გაღვივება

წარმატებული ანტრეპრენერები დროის გამონახვას ახერხებენ და ხელოვნების დახმარებით საკუთარ შემოქმედებით აზროვნებას ასაზრდოებენ. ხელოვნებით ტკბობას ისედაც შესანიშნავად შეძლებთ, ამისთვის სამეცნიერო ხარისხი ხელოვნების ან მუსიკის სფეროში საერთოდ არ გჭირდებათ, მუზეუმში შევლა ან მუსიკის მოსმენა სრულიად საკმარისია.

შესაძლოა, ხელოვნებასთან ნებისმიერმა შეხებამ შვება მოგგვაროთ. იგი ტვინის იმ უბნებს ააქტიურებს, რომლებიც ემოციების გადამუშავებასა და სიამოვნების მიღებაში მონაწილეობს. მუსიკის მოსმენას კიდევ უფრო გასაოცარი ზეგავლენა აქვს. ფაქტობრივად, იგი ნებისმიერ სხვა საშუალებაზე ეფექტურია და ტვინის გაცილებით მეტ უბანზე მოქმედებს დადებითად.

მოდუნება, გააზრება და ძალების განახლება

გონიერმა ანტრეპრენერებმა იციან, რომ საკუთარ თავს დროც უნდა დაუთმონ და თავისუფალი სივრცეც. როგორმე უნდა მოახერხოთ ყოველდღიური დაძაბული გრაფიკისთვის თავის დაღწევა და უბრალოდ მოდუნდეთ. აწარმოეთ დღიური, ისეირნეთ, დატკბით ჩამავალი მზის მშვენიერებით, ან სულაც ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რა ხდება იმ წუთას გარშემო და როგორია თქვენი განცდები.

ქუჩაში გასვლა, ვარჯიში

არ აქვს მნიშვნელობა, ეს შორიახლო გასეირნებაა, კალათბურთის თამაში თუ პარკში სირბილი, წარმატებული ანტრეპრენერები დასვენების დღეებში გარეთ გადიან, რომ ცოტაოდენი D ვიტამინი მიიღონ. ღია ცის ქვეშ ვარჯიში, დარბაზთან შედარებით, ბევრად სასარგებლოა (ფიზიკური აქტივობა ნამდვილად ძალზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს ჰაერზე სჯობს).

მზის სინათლეზე გასვლა თქვენთვის შესანიშნავი იქნება, რადგან მთელი კვირა ოფისში, ხელოვნური განათების პირობებში გიხდებათ ყოფნა. გამოკვლევებით დადგენილია, რომ, როგორც წესი, ზრდასრული ადამიანები ღია ცის ქვეშ გაცილებით მეტს ვარჯიშობენ, ვიდრე დარბაზში. თუ ქარში გასვლა არ შეგეშინდებათ, ნამდვილად ბევრად მეტ კალორიას დაწვავთ და გარემოსაც შეიცვლით. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ბუნების სილამაზით ტკბობაა. ეს კარგია როგორც სულიერი ჯანმრთელობისთვის, ისე უკეთესად ყოფნისთვის.

ადამიანებთან ურთიერთობა

წარმატებულმა ანტრეპრენერებმა იციან, რომ ნებისმიერი შეხვედრა და შეკრება ადამიანების გაცნობისა და ახლის გაგების შესანიშნავი საშუალებაა. გარდა ამისა, აუცილებლად გამოყავით დრო მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობისთვის.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია