You can be on Entrepreneur’s cover!

ყველაფერი Instagram-ით შოპინგის ახალ ფუნქციებზე აპლიკაციები ინფლუენსერებსა და ბრენდებს სთავაზობს ახალ არხებს, რომლებზეც მომხმარებელს მათი მოძებნა შეუძლია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

ინფლუენსერებსა და ბრენდებს პროდუქციის გაყიდვის ორი ახალი გზა აქვთ — მოძრავი სტრიქონი (იღიმებით? ეს უკვე კარგია) და Instagram-ის „ფიდზე" დაწკაპუნება. კომპანიამ მოახერხა პროდუქციის შეძენის იმ ღილაკების ტესტირება, რომელთა გამოყენებითაც იმართება შესყიდვები Facebook-ის აპლიკაციის Stories მეშვეობით. ეს 46 ქვეყანაში იძლევა ბიზნესის წარმოების შესაძლებლობას.

ამასთან ერთად, ჩანართზე Explore ამოქმედდა პერსონალიზებული გაყიდვების სექციაც. Instagram-მა გასული წლის დასაწყისშივე შექმნა მისი ახალი დიზაინი ხელოვნური ინტელექტის იმ არხების გამოსაჩენად, რომლებიც პროდუქციას თემების მიხედვით ალაგებს (მაგ.: მოგზაურობა, ხელოვნება, დეკორი).

ჩანართი shopping განკუთვნილია მომხმარებლისთვის, რომელმაც უკვე იცის, რისი ნახვა ან, შესაძლოა, შეძენაც კი სურს. ეს ხორციელდება Instagram-ის ალგორითმით, რომელიც ითვალისწინებს აპლიკაციაში მომხმარებლის მიერ წინა აქტივობისას დაფიქსირებულ ინფორმაციას.

ამასთან, Instagram-ის ბლოგპოსტების მიხედვით, დიდი ჩანთების სტიკერები მომხმარებელს მისცემს შანსს, არა მხოლოდ დატკბეს საყვარელი ინფლუენსერების სამოსით, არამედ დააწკაპუნოს კიდეც და მეტი გაიგოს რეკლამირებულ ნივთებზე. Instagram-მა ამ ფუნქციების ტესტირება გასული წლის ივნისში დაიწყო. შოპინგის პოსტებში ახალი იარლიყების აღმოსაჩენად 90 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა უკვე დააწკაპუნა თვეში. აპლიკაცია ნებისმიერ ბრენდს აძლევს საშუალებას, Stories-ის ფორმით შეიძინოს რეკლამა.

Instagram-ის ცნობით, Stories-ს ყოველდღიურად 400 მილიონზე მეტი ექაუნთი უყურებს, მათი 1/3 კი ყველაზე ხშირად ბიზნესით ინტერესდება.

2 წელიწადზე მეტია, რაც Instagram „ფიდებში" შოპინგების ტესტირებას აწარმოებს. 2016 წლის ნოემბერში კომპანიამ თავის ბიზნესბლოგში განაცხადა, რომ ინტერნეტშოპინგი ხშირად პროდუქტის იმპულსურ შეძენას კი არა, მის კვლევასა და მასზე მსჯელობას გულისხმობს. ამიტომაც Instagram-მა შოპინგის ისეთი პოსტები შექმნა, რომლებიც მომხმარებელს პროდუქტებზე ინფორმაციას აპლიკაციიდან გაუსვლელად მიაწვდის — მანამდე, სანამ იგი ამა თუ იმ მათგანის შეძენას გადაწყვეტს.

Salesforce-ის პროგნოზით,ფერალების ტრაფიკი, რომლითაც Instagram მათ სხვადასხვა რითეილერების ვებგვერდებზე მიმართავს, უახლოეს მომავალში 51%-ით გაიზრდება.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ Instagram ამ ფუნქციას აღარ გამოიყენებს და შოპინგისთვის ცალკე აპლიკაციის შექმნაზე მუშაობს. თუმცა, კომპანიამ ამის კომენტირებაზე უარი განუცხადა ჟურნალებს: The Verge და Entrepreneur.

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია