You can be on Entrepreneur’s cover!

როგორ გავაძლიეროთ გავლენა 3 მთავარ სოციალურ მედიაპლატფორმაზე სოციალური მედია თქვენი ციფრული მარკეტინგული კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. როგორ ზრუნავთ მასზე?

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

სოციალური მედია თქვენი ციფრული მარკეტინგული კამპანიის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია და სწორედ ის გახლავთ სამიზნე აუდიტორიაზე გასვლის საუკეთესო გზა.

პრობლემა ის არის, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ ყველამ იცის და ცდილობს, ამ მხრივ აქტიური იყოს. როგორ შეიძლება ამ დიდ მასაში გამორჩეული გახდეთ? გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც შეიძლება ძალიან დაგეხმაროთ გავლენის გაფართოებაში სოციალური მედიის 3 მთავარ პლატფორმაზე: Facebook, YouTube და Instagram.

Facebook

გამოიყენეთ ვიდეო. პირდაპირი ეთერი იქნება ეს, ჩანაწერი, თუ სლაიდშოუ, მთავარი მოძრაობაა, თვალში მოხვედრა ისე, რომ ადამიანები მეტის გასაგებად შეყოვნდნენ. გარდა ამისა, შექმენით ეპიზოდური კონტენტი და კვირის ერთსა და იმავე დღესა და დროს ატვირთეთ, ანდა უზრუნველყავით მისი პირდაპირი ტრანსლაცია.

ეს გაზრდის თქვენი ვიდეორგოლის Facebook Watch-ზე მოხვედრის ალბათობას; შესაბამისად, მნიშვნელოვნად გააფართოებს თქვენს აუდიტორიას.

გამოიყენეთ Facebook Messenger მარკეტინგი. ამ გაფართოებული ინსტრუმენტის მეშვეობით, ინფორმაცია პირდაპირ თქვენი მიმღების საფოსტო ყუთებში მოხვდება; ამასთან ერთად, ეს რეკომენდაცია გაფრთხილებასაც შეიცავს: არ დაგავიწყდეთ ადამიანური ფაქტორი. თუ მათ მხოლოდ გაყიდვებსა და მარკეტინგზე მიაწვდით ინფორმაციას, თქვენს აუდიტორიას დაკარგავთ.

Facebook-ის ჯგუფებში მონაწილეობა. ჯგუფები ყოველთვის არსებობდა, მაგრამ წელს Facebook მათ გაცილებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. გამოიყენეთ ისინი, ფანების გვერდთან ერთად; შექმენით საზოგადოება და სამიზნე აუდიტორია მეტად ჩართეთ თქვენს საქმიანობაში.

კიდევ ერთი რჩევა: ხშირად ნუ ისარგებლებთ ღილაკით boost, რადგან ეს მოქმედება დილეტანტის რეპუტაციას შეგიქმნით. მაღალი რეიტინგის მისაღებად, გამოიყენეთ Ads Manager, boost კი – მხოლოდ ხანდახან.

YouTube

ყოველთვიური აქტიური მომხმარებლის წყალობით, YouTube-ს ამჟამად მეორე ადგილი უკავია სოციალურ მედიაპლატფორმებს შორის.

გთავაზობთ 3 საუკეთესო გზას Youtube-ზე წარმატების მისაღწევად:

იყავით ის, ვინც სინამდვილეში ხართ. არასოდეს შეეცადოთ, აუდიტორიას სხვა ადამიანად მოაჩვენოთ თავი, რადგან ამას არასასურველი რეაქცია მოჰყვება. იყავით გულწრფელები, რადგან თქვენი აუდიტორიის სრულად მიზიდვას მხოლოდ ამ შემთხვევაში შეძლებთ.

სწრაფად მიიქციეთ ყურადღება. ვიდეორგოლის პირველივე წამებიდან აუდიტორიის ყურადღება ენერგიულობითა და ხალისით უნდა მიიპყროთ. თუ ამას ვერ მოასწრებთ, ადამიანები მაშინვე შემდეგ ვიდეორგოლზე გადაინაცვლებენ. შეეცადეთ, მთელი პრეზენტაციის განმავლობაში ენერგიული იყოთ, რომ მათ ინტერესი არ დაკარგონ.

იპოვეთ მენტორი. YouTube-ში ნამდვილი გამოცდილების შესაძენად, აუცილებლად იპოვეთ მასწავლებელი, რომელიც გაგაცნობთ ყველა პროცესს პლატფორმის სხვადასხვა ფუნქციის გაუმჯობესებაზე. ვინმეს სთხოვეთ დახმარება – ასე დროსაც დაზოგავთ და სტრესსაც აიცილებთ.

Instagram

Instagram-ს მილიარდზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს და მესამე ადგილზეა სოციალური მედიის პლატფორმათა რეიტინგში. უკვე აღარ არის სადავო ის რეალობა, რომ Instagram-ის არცთუ ძვირადღირებული მარკეტინგული წინადადებები მნიშვნელოვან მოგებას განაპირობებს. გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას:

ინფორმაცია მეფეა. კარგი რეკლამა, 50.000 მნახველით, უფრო მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე ცუდი, რომელსაც მილიონები უყურებენ. ამიტომ, ინფორმაცია თქვენ შესახებ სწორად და ლამაზად შეფუთული მიაწოდეთ პოტენციურ მომხმარებლებს.

იყავით თანმიმდევრულნი. პოსტების რეგულარულად განთავსებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, Instagram-ის ალგორითმი ხომ სწორედ ამ პრინციპზეა მორგებული. აუცილებლად დაპოსტეთ რეგულარულად, ნუ დაავიწყებთ თავს აუდიტორიას.

ყურადღება მიაქციეთ ტენდენციებს. Instagram-ის ინფლუენსერებმა კარგად იციან, როგორ უნდა დააგროვონ აქტიური ანგარიშები. ყურადღებით დააკვირდით ამ გავლენიანი ადამიანების როლს და მათ ტაქტიკას მიჰყევით.

დასკვნა

სამივე პლატფორმა – Facebook, YouTube და Instagram – მარკეტინგის შესანიშნავი საშუალებაა აუდიტორიის მისაზიდად. საკუთარი გამოცდილების შეძენამდე კი, თქვენი კომპანიის გავლენისა და გაყიდვების გასაზრდელად, სჯობს, ამ სტატიაში მოყვანილი რჩევები გაითვალისწინოთ. იმედი გვაქვს, ისინი ძალიან გამოგადგებათ.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"