You can be on Entrepreneur’s cover!

ახალი Hyundai Santa Fe - სრულყოფილი საოჯახო ავტომობილი "ჰიუნდაიმ" 2019 წლისთვის თავისი ერთ-ერთი ბესტსელერი მოდელი, Santa Fe სრულად განაახლა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

entrepreneur

„ჰიუნდაიმ" 2019 წლისთვის თავისი ერთ-ერთი ბესტსელერი მოდელი, Santa Fe სრულად განაახლა. მეოთხე თაობის Santa Fe როგორც ვიზუალურად, ისე ტექნიკურად, აბსოლუტურად ახალი მოდელია. რადიკალურად შეიცვალა დიზაინი, ინტერიერი და უსაფრთხოებისა თუ მართვის სისტემები. ავტომობილის სალონი გაცილებით მდიდრული და თანამედროვე გახდა.

4,77-მეტრიანი SUV-ის ვიზუალის შთამბეჭდაობაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ავტომობილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ALG-ისგან წლის რედიზაინის ჯილდო მიიღო. უპირველესად, თვალშისაცემია დღის ნათების ძალიან წვრილი წინა მაშუქები, რომელთა მეშვეობით, Santa Fe საგრძნობლად აგრესიულად გამოიყურება.

ახალი თაობის Santa Fe-ში შეხვდებით თითქმის ყველა იმ ახალ ასისტენტ-სისტემას, რომელიც თანამედროვე ავტომობილს აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ახალ მოდელზე მუშაობისას, კორეელებმა უსაფრთხოებას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა მიანიჭეს და ავტომობილი უსაფრთხოების თანამედროვე, სრულყოფილი სისტემით აღჭურვეს. აქ რამდენიმე მათგანზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ბავშვთა უსაფრთხოების სპეციალური სისტემაა, რომელსაც პრემიუმბრენდების სხვა მოდელებში იშვიათად შეხვდებით. უკანა კარების მექანიკური ბლოკირების მიღმა, ახალ Santa Fe-ს უფრო ჭკვიანური ვარიანტი აქვს: თუ იგივე მიმართულებით, გვერდიდან სხვა ავტომობილი გიახლოვდება, კარი დროებით ავტომატურად იბლოკება და ბავშვი მის გაღებას ვერ შეძლებს. უსაფრთხოების სისტემის კიდევ ერთი შესაძლებლობა: თუკი მძღოლი კარებს ჩაკეტავს მაშინ, როცა უკანა სავარძელზე ბავშვი ან სულაც შინაური ცხოველია მოთავსებული, სენსორი აღიქვამს სავარძელზე „მოძრავ ობიექტს" და სიგნალით აცნობებს მძღოლს დარჩენილი მგზავრის შესახებ. ასევე აღსანიშნავია პარკინგიდან უსაფრთხოდ გამოსვლის სისტემა – სენსორი აფიქსირებს გვერდიდან მომავალ მოძრავ ობიექტს, აფრთხილებს მძღოლს და ავტომატურად ამუხრუჭებს.

ახალი Hyundai Santa Fe სწავლობს მძღოლის მართვის მანერას და აკვირდება მას. იმ შემთხვევაში, თუ შეატყო დაღლილობა, სთავაზობს შესვენებას. ამ ყველაფერთან ერთად, ახალ მოდელს, რა თქმა უნდა, აქვს ადაპტირებადი კრუიზ-კონტროლი, ავტომატური დამუხრუჭების ფუნქცია (დაბრკოლების აღმოჩენის, ან იმ შემთხვევაში, თუ წინ ქვეითი გადაგირბენთ), ზოლში მოძრაობის დამხმარე სისტემა (აღიქვამს დახაზულ გზას) და ა.შ.

აღსანიშნავია ახალი Santa Fe-ს ტექნოლოგიური სიახლეებიც. „კრელის" ბრენდის პრემიუმ აუდიოსისტემა – ხმის გამაძლიერებლით, 10 დინამიკითა და დაბალსიხშირიანი დინამიკით (ე.წ. subwoofer). თუმცა მძღოლისა და მგზავრების ყურადღებას, უპირველეს ყოვლისა, ალბათ მაინც ინტერიერში გამოყენებული პრემიუმკლასის მასალები მიიქცევს, სწორედ პრემიუმკლასიდან ნაცნობი დამუშავების ხარისხი, 7-დიუიმიანი ციფრული მაჩვენებელთა საინფორმაციო დაფა, სრული LED-განათების სისტემა და 8-დიუიმიანი სენსორული ეკრანი, რომელიც ყველა ტიპის სმარტფონთან „მეგობრობს". ამის შემდეგ აღმოაჩენთ ტელეფონის უკაბელო დამტენსაც და რა თქმა უნდა, სისწრაფისა და სხვა ინფორმაციის საქარე მინაზე პროექცირების ფუნქციას (Head-up-დისპლეი).

სავარძლებს არა მარტო გათბობის, არამედ გაგრილების ფუნქციაც აქვს. უკანა სავარძლების ვარირება მაქსიმალურია და იქ სივრცის ნაკლებობაზე ვერავინ დაიჩივლებს. აქედან ჩანს, რომ ახალი Hyundai Santa Fe აკმაყოფილებს სრულყოფილი საოჯახო ავტომობილის მოთხოვნებს – უზრუნველყოფს სრულ კომფორტსა და უსაფრთხოებას.

ახალ Santa Fe-ში შესაძლებელია მაჩვენებელთა დაფის დიზაინის შეცვლა, რაც სვლის რეჟიმების (სპორტი, კომფორტი, ეკო, სმარტი) ცვლილებასთან ერთად ხდება. დაფის ცენტრალური ნაწილის დიზაინი და ფერები სწორედ რეჟიმების მიხედვით იცვლება. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ამბავი ოჯახებისთვის: ახალ Santa Fe-ში საბარგულის მოცულობა 40 ლიტრით, 625 ლიტრამდე გაიზარდა. შესაძლოა, ამაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ის იყოს, რომ Santa Fe უფრო ეკონომიური გახდა – თუკი წინამორბედი მოდელის საშუალო წვა 100 კილომეტრზე 7.8 ლიტრი იყო, ახალი მოდელი საშუალოდ 6.3 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

„ჰიუნდაის" თბილისის ცენტრში ახალი Santa Fe ორი ძრავითაა წარმოდგენილი. 2,4 ლიტრი მოცულობის ბენზინის 4-ცილინდრიანი ძრავის სიმძლავრე 188 ცხენის ძალაა და ეს აგრეგატი 6-საფეხურიან გადაცემათა ავტომატურ კოლოფთან „თანამშრომლობს". მეორე ვერსია კი 4-ცილინდრიანი ტურბოდიზელია – 2,2 ლიტრი მოცულობითა და 200-ცხენისძალიანი სიმძლავრით, რომელთან ერთადაც სრულიად ახალი, 8-საფეხურიანი ავტომატიკაა ხელმისაწვდომი.

თუ აღნიშნულ მოდელს მარტის ბოლომდე შეიძენთ, საჩუქრად მიიღებთ ერთწლიან უფასო მომსახურებას „ჰიუნდაი ავტოს" სერვისცენტრში.

რაც ყველაზე საინტერესოა: „ჰიუნდაის" ცენტრში შეძენილ ყველა ავტომობილს, გარბენის შეუზღუდავად, 5-წლიანი გარანტია აქვს.

Auto Bild საქართველოს მთავარი რედაქტორი
მენეჯმენტი

რას გვასწავლიან ცუდი უფროსები

"მე მყავდა უფროსი, რომელიც მუდმივად მუშაობას ითხოვდა. მისი საყვარელი ფრაზა იყო, "სამუშაოს არასდროს სძინავს"