You can be on Entrepreneur’s cover!

"ბილაინი" სტარტაპების ზრდისა და განვითარების ხელშემწყობ ინიციატივას ნერგავს

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

ათიოდე წლის წინ ცოტა ადამიანმა თუ იცოდა ცნება „სტარტაპი", თუმცა დროთა განმავლობაში არა მხოლოდ ამ სიტყვის მნიშვნელობა გახდა ცნობილი, არამედ უფრო და უფრო მეტად გაიზარდა ინტერესი ამ სფეროსადმი. აღმოჩნდა, რომ საქართველოშიც მრავლად მოიძებნებიან გულანთებული ადამიანები, რომლებიც აგენერირებენ ინოვაციურ იდეებს და იღწვიან ამ იდეების გასახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი სტარტაპის მაგალითია პლატფორმა Tripplaner, რომელმაც ბაზარს ახალი ტურისტული პროდუქტი შესთავაზა. მალევე გაჩნდა თანამშრომლობის ორმხრივი სურვილი მობილურ ოპერატორსა და დამწყებ ბიზნესს შორის. დღეს კი საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის" წევრი – ბრენდი „ბილაინი" და სტარტაპი Tripplaner ბაზარს ერთობლივ პროდუქტს – Beetrip.ge-ს სთავაზობენ.

სტარტაპ-ეკოსისტემა

„არაერთი წარმატებული სტარტაპის მაგალითი გვაქვს, რომლებმაც გარკვეულწილად მთლიანად მსოფლიო შეცვალეს. ვფიქრობთ, საქართველოს უდიდესი პერსპექტივა აქვს თავი დაიმკვიდროს მსოფლიო სტარტაპსაზოგადოებაში. სასიხარულოა, რომ ეს სფერო დღითი დღე ვითარდება, მისდამი ინტერესი კი სწრაფი ტემპით იზრდება. „ბილაინის" გუნდისთვის მნიშვნელოვანია მონაწილეობა მიიღოს ამ პროცესში", – აღნიშნავს „ბილაინის" ციფრული და ინოვაციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამუნა ჯიქია.

„ჩვენთვის სტარტაპერობამდე ყველაფერი უფრო რთული ჩანდა, ამიტომ მიზანი მხოლოდ საკუთარი რესურსების გათვალისწინებით დავისახეთ. თუმცა მალევე აღმოვაჩინეთ, რომ სტარტაპგარემო საქართველოში საკმაოდ განვითარებული, მეგობრული და მუდმივად პროგრესულია; დავინახეთ, რომ უამრავი საშუალება არსებობს წარმატების მისაღწევად. ჩვენ შემთხვევაში უდიდესი როლი შეასრულა სხვადასხვა გრანტის მოპოვებამ, რაც დამწყები ბიზნესისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. გარდა ამისა, გავიცანით ბევრი კვალიფიციური ადამიანი სტარტაპებზე მუშაობის დიდი გამოცდილებით, მივიღეთ ძალიან საჭირო რჩევები და უკეთ გავიაზრეთ, როგორ გვეკეთებინა საქმე სწორად", – აღნიშნავს Tripplanner-ის დამფუძნებელი ეკატერინე თარხნიშვილი.

სურვილი. იდეა. ბიზნესი.

ყველაფერი მოგზაურობის მოყვარული მეგობრების სურვილით დაიწყო – საქართველოშიც ყოფილიყო ევროპული სტანდარტის პლატფორმა, რომელიც ტურისტს საშუალებას მისცემდა ონლაინ დაეგეგმა მოგზაურობა, პროდუქტი მაქსიმალურად მოერგო საკუთარ ინტერესებს და მიეღო ხარისხიანი მომსახურება. სურვილი იდეად იქცა და მალევე ჩამოყალიბდა პროექტად.

„აღმოვაჩინეთ, რომ საქართველოში ტურის დაგეგმვა არც ისე მარტივი იყო ტურისტისთვის. ჩვენთან უსაფრთხო ტრანსპორტისა და კვალიფიციური გიდის პოვნა საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს, პორტალებიც არ მუშაობს გამართულად. აქედან გამომდინარე, ტურის დასაგეგმად თითქმის აუცილებელი იყო ტურისტულ კომპანიასთან თანამშრომლობა და დამატებითი ხარჯების გაღება. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ მარტივი ონლაინპლატფორმა სწორედ ის იყო, რაც მომხმარებელს სჭირდებოდა. ჩავატარეთ არაერთი კვლევა, შევისწავლეთ ბაზარი, გავიარეთ კონსულტაციები სფეროს ექსპერტებთან და გადავწყვიტეთ შეგვექმნა ისეთი პორტალი, რომელიც მომხმარებელს დაეხმარებოდა თავად დაეგეგმა მოგზაურობა საქართველოში. ჩამოვაყალიბეთ პროექტი, მოვიპოვეთ რამდენიმე გრანტი და კვლავ ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. გვსურს პროდუქტი გავაუმჯობესოთ და კიდევ უფრო მეტად დავხვეწოთ", – ამბობს Tripplanner-ის დამფუძნებელი ეკატერინე თარხნიშვილი.

დღესდღეობით ტურისტს შესაძლებლობა აქვს პლატფორმის მეშვეობით შეიძინოს ტრანსფერის მომსახურება; თავად დაგეგმოს ტური ქვეყნის მასშტაბით და მოარგოს საკუთარ ინტერესებს; ან გაეცნოს მზა ტურებს, რომლებიც მოიცავს გიდისა და მძღოლის მომსახურებას, კვებას, ღვინის დეგუსტაციას, მუზეუმებისა და ღირსშესანიშნაობების მოსანახულებელ ბილეთებს. ასევე, გაეცნოს ინფორმაციას საქართველოში მიმდინარე კულტურული ღონისძიებების შესახებ.

White labeling

მიუხედავად სტარტაპებისადმი ინტერესისა, ჯერჯერობით არც ისე ხშირია დამწყებ და უკვე ჩამოყალიბებულ, დიდ ბიზნესებს შორის პარტნიორობის მაგალითები. „ბილაინის" გუნდმა გადაწყვიტა კონკრეტული რესურსი გამოყოს და აქტიურად იმუშაოს ამ მიმართულებით. პრეცედენტიც უკვე სახეზეა – Beetrip.ge, white labeling-ის მაგალითია. White labeling ნიშნავს პროდუქტებისა და მომსახურების შეთავაზებას განსხვავებული ბრენდით/სახელწოდებით. ამ გზით, სტარტაპს ეძლევა შესაძლებლობა დაზოგოს მისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსი რეკლამაზე და ფოკუსირდეს საკუთარი ბიზნესის ზრდაზე, რადგანაც white labeling-ის პირობებში ერთი კომპანიის მიერ წარმოებულ პროდუქტს მხარდაჭერას რეკლამისა და გაყიდვების მიმართულებით უწევს სხვა, ხშირ შემთხვევაში უფრო ძლიერი ბრენდი.

შესაბამისად, Beetrip.ge ტურისტებს Tripplanner-ის მომსახურებას სთავაზობს, „ბილაინი" კი თავის მხრივ პოპულარიზაციას უწევს პლატფორმას და მუშაობს გაყიდვების არხების გამრავალფეროვნებასა და გაფართოებაზე.

„ბილაინის" გუნდს მიაჩნია, რომ კერძო სექტორის ჩართულობა სტარტაპების მხარდაჭერაში მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ერთგვარად სოციალური პასუხისმგებლობაცაა. ინოვაციური იდეის პატრონ დამწყებ ბიზნესს, ფინანსური მხარდაჭერისა თუ მიღებული გრანტის გარდა, ასევე სჭირდება გამოცდილი პარტნიორი, რომელიც მხარს დაუჭერს და დაეხმარება განვითარებაში. ჩვენ მზად ვართ აქტიურად დავიწყოთ თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულების სტარტაპებთან, გავუზიაროთ საკუთარი ცოდნა და გამოცდილება, შევქმნათ პარტნიორობის სხვა მაგალითებიც და წვლილი შევიტანოთ ბიზნესის გარემოს განვითარებაში", – აღნიშნავს თამუნა ჯიქია.

„ჩვენთვის, როგორც სტარტაპისთვის, უმნიშვნელოვანესია გვერდით გვყავდეს ძლიერი ორგანიზაციები, მრავალფეროვანი გამოცდილებითა და შესაძლებლობებით. ეს განაპირობებს პროდუქტის დახვეწას, პოპულარიზაციას, გაყიდვების სტიმულირებას და სხვა ბენეფიტებს", – ამბობს Tripplanner-ის დამფუძნებელი ეკატერინე თარხნიშვილი.

გასულ წელს საქართველოს 8 000 000-მდე ტურისტი ეწვია. Tripplanner-ს ხარისხიანი ტურისტული პროდუქტი აქვს, „ბილაინს" კი წვდომა როუმინგის მომხმარებლებთან. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პროექტს მნიშვნელოვანი წარმატება ელის და თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია