My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

სიახლეები

დაივიწყეთ MacBook - Acer ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის

დაივიწყეთ MacBook - Acer ახალ ხაზს უშვებს შემოქმედებითი ადამიანებისთვის
ფოტო: Acer
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Acer-მა პროდუქტის ხაზები გაძლიერებული მოდელებით განაახლა და რამდენიმე სიახლეც შემოგვთავაზა. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს სპეციალურად შემოქმედებით სფეროებში მომუშავე ადამიანებისთვის შექმნილი ხაზი − Concept D.Concept D-ს პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები და ეკრანები სპეციალურადაა მორგებული გრაფიკული დიზაინერების, ვიდეომემონტაჟეების, ინჟინრების, არქიტექტორებისა და პროგრამისტების საჭიროებებს.

Concept D-ს ტექნიკა შექმნილია ლამაზი, მინიმალისტური დიზაინით. მოწყობილობები აღჭურვილია ყველაზე ძლიერი კომპონენტებით, თუმცა მუშაობისას ინარჩუნებს მაქსიმალურ სიჩუმეს. გრაფიკულ დიზაინერებსა და მემონტაჟეებს საქმე გაუმარტივდებათ Concept D-ს ლეპტოპებისა და კომპიუტერების სწრაფი 3D-რენდერის დროით, მონიტორები კი Adobe RGB-ს ფერთა სპექტრს 100 პროცენტით წარმოაჩენენ, რისი წყალობითაც ისინი ნამუშევრებს მთელ თავის ბრწყინვალებაში იხილავენ. MacBook-თან შედარებით, Concept D-ს  გამოსახულების გაუმჯობესებული სიზუსტე აქვს, ამიტომ ვიზუალური მასალა ზუსტად ისე გამოჩნდება, როგორც იყო ჩაფიქრებული.

Acer-მა ასევე განაახლა უკვე არსებული ტექნიკის ხაზები. გეიმერებისთვის განკუთვნილ Predator-ის ხაზს დაემატა ახალი პერსონალური კომპიუტერი Orion 5000, რომელიც აღჭურვილია Nvidia-ს უახლესი RTX ხაზის გრაფიკული ბარათით და უზარმაზარი, 43-ინჩიანი ეკრანით. ძლიერი კომპონენტების გამო, გეიმერები შეძლებენ დატკბნენ უახლესი თამაშებით აქამდე არნახულ მასშტაბებში.

Nitro სერიის ახალ გეიმერულ ლეპტოპებში Intel-ის მეცხრე თაობის პროცესორი და Nvidia-ს ახალი გრაფიკული ბარათი მოქცეულია მხოლოდ 20-მილიმეტრიანი სისქის კორპუსში, რაც ნიშნავს, რომ ყველაზე შთამბეჭდავი თამაშების გაშვებას უმაღლესი გრაფიკული პარამეტრებით ყველგან შეძლებთ, სადაც კი მოგესურვებათ.

პროდუქტიულობაზე ორიენტირებული Aspire-ის ნოუთბუქების სერია განახლდა გაძლიერებული მოდელებით. Aspire 5 და Aspire 7 ნოუთბუქები აღჭურვილია AMD Radeon-ისა და Nvidia-ს ახალი ვიდეობარათებით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორით, რისი წყალობითაც ეს ლეპტოპები ყველანაირ საქმეს ძალიან სწრაფად გაუმკლავდებიან − გრაფიკულ პროგრამებს, თამაშებს, მაღალი ხარისხის ვიდეოფაილების ჩართვას და ა.შ. ეს ლეპტოპები ერთგული ასისტენტები გახდებიან ყველა სფეროში მომუშავე ადამიანებისთვის.

ახალი ბიუჯეტური Chromebook 714 და Chromebook 715 აღჭურვილია ელეგანტური, მეტალის კორპუსით და Intel-ის მერვე თაობის პროცესორებით, რისი მეშვეობითაც ისინი ყველანაირ საოფისე პროგრამას, ბევრ ჩაკეცილ ფანჯარასა და მსუბუქ გრაფიკულ პროგრამებს მარტივად გაართმევენ თავს.

More from Entrepreneur

Jon Horowitz is dedicated to helping brands with grow their social footprint by aligning with influencers and creating innovative content.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur