My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ლიდერობა

პრობლემის მოგვარებას ხვალისთვის ნუ გადადებთ! ახლავე დაიწყეთ

გამოცდილი კონსულტანტების აზრით, კომპანიები ყველაზე ხშირად განადგურებამდე იმ შემთხვევაში მიდიან, თუ პრობლემებთან გამკლავება სწრაფი გადაწყვეტილებებითა და ქმედებებით არ ხდება
პრობლემის მოგვარებას ხვალისთვის ნუ გადადებთ! ახლავე დაიწყეთ
ფოტო: rubylia, Pixabay

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

sed non hodie − ეს ლათინური ფრაზა ოდესმე ხომ არ გსმენიათ? 

ქართულად იგი ასე ითარგმნება: „მაგრამ დღეს არა“. ლათინურად კარგად  ჟღერს: „სედ ნონ ჰოედიაი“. გარდა ამისა, მეცნიერული ელფერიც დაჰკრავს. თუ კომპანიის ხელმძღვანელი ხართ და ამ სიტყვების ხშირად გამეორება ჩვევად გაქვთ, თანაც ამ ფრაზას ლათინურად წარმოთქვამთ, მის მნიშვნელობას ვერავინ მიხვდება; და ვერც იმას, თუ რა იმალება ამ უზომოდ სახიფათო, საშინელი და თავზარდამცემი სიტყვების უკან.  

კომპანიებისთვის მართლაც უკიდურესად სახიფათოა ამგვარი აზროვნება და პრობლემების ხვალისთვის გადადება. მათ არსებობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

ცვლილებებზე სწრაფად რეაგირება

ხელმძღვანელები ამ სიტყვებს −„მაგრამ დღეს არა“, ხშირად მაშინ იმეორებენ, როდესაც ცვლილებებზე სწრაფად რეაგირება აუცილებელია. როდესაც კომპანიის საქმეები წინ სწრაფად აღარ მიდის ან ზრდა ფერხდება,  ნებისმიერმა ანტრეპრენერმა საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს, რომელიც არცთუ იშვიათია. დაუფიქრდით, რა უნდა გახდეს ცვლილებების მთავარი მამოძრავებელი ძალა. სრულიად ნათელია, რომ ნებისმიერ კომპანიას შრომის ნაყოფიერების შენარჩუნება ან მისი გაზრდა სურს. კაპიტალიზმის არსი სწორედ ეს არის! კომპანიების მენეჯერები კი, ასეთ შემთხვევებში სათანადოდ არ რეაგირებენ, მომავლისთვის ფუნდამენტურად არაფერს ცვლიან და უმეტესად იმის გაფართოებას  ცდილობენ, რაც უკვე აქვს კომპანიას. მოსალოდნელ შედეგებზე და მათ შეფასებაზე წარმოდგენაც არ აქვთ. 

  • კომპანიას ამ გზით აშენებენ?
  • განვითარებაში უწყობენ ხელს თუ უბრალოდ, რაღაცას ჯახირობენ?

თვალსაჩინოებისთვის რამდენიმე მაგალითი განვიხილოთ:

რა ხდება, როდესაც ავიაკომპანიები საკუთარი ხარჯების მეტისმეტად შემცირებას ცდილობენ?  

მათი უმრავლესობა თვითმფრინავის სალონში სავარძლების რაოდენობას ფიუზელაჟის ზომის შემცირების ხარჯზე ზრდის. თანაც იმდენად, რომ  მგზავრს ფრენისას დისკომფორტი ექმნება. ეს ცვლილება მეტისმეტად საგრძნობია. ავიაკომპანიების ხელმძღვანელებმა ნამდვილად იციან, რომ ერთ დღეს ამ ცვლილებებს სერიოზული უარყოფითი რეაქცია მოყვება და ეს მოდელი დაიმსხვრევა, მაგრამ თავს იმშვიდებენ. „დღეს ხომ ნამდვილად არა“, − ამბობენ ისინი.

ან კიდევ, რა ხდება როდესაც „უნივერსალური მედიკამენტების“ (პანაცეა) წარმოებით მეტისმეტად გატაცებული ფარმაცევტული კომპანიების უზარმაზარი მოგება ერთ დღეს მინიმუმამდე დადის? ფარმაცევტული კომპანიების თითოეული წარმომადგენელი, რომელთანაც ოდესმე გვიმუშავია და ჩვენს საკონსალტინგო პრაქტიკაში ასეთი ასეულობით ყოფილა, იმაზე ჩივის, რომ კომპანიის წარმატება მხოლოდ ამ ტიპის რამდენიმე წამალზეა დამყარებული, სხვა მედიკამენტებზე მუშაობა და მათი  წარმოება სარფიანი არ არის. მათ იციან, რომ ეს პოლიტიკა აუცილებლად უნდა შეცვალონ, კომპანიის გადასარჩენად რაიმე მნიშვნელოვანი უნდა გაკეთდეს, თუმცა აქაც მართვის იგივე პრინციპი მეფობს: „მაგრამ დღეს არა“.  

მთავარი პრობლემა ის კი არ არის, რომ ეს გამალებული ზრდა დიდხანს არ გაგრძელდება. არც ის, რომ აქციების ფასები მერყეობს − ხან იზრდება, ხან ეცემა. თუ მათი შედეგების მიხედვით ვიმსჯელებთ, პრობლემას ის ქმნის, რომ კომპანიებს წარმოდგენა არ აქვთ, რა უნდა გააკეთონ, როდესაც მათი ზრდა ნელდება.

„ოღონდ დღეს არა“, − აცხადებენ ისინი! მაგრამ როდესაც ეს დღე დგება და გარდაუვალი კატასტროფა ხდება, თითქოს ცა ემხობათ თავზე. გაოცებულნი სვამენ ამ შეკითხვას: „ეს სრული შოკია, ამის წარმოდგენა განა ვის შეეძლო?“

კატასტროფის თავიდან აცილება

ასეთი კატასტროფა ერთი შეხედვით თითქოს სრულიად მოულოდნელი და უჩვეულოა, მაგრამ ერთ დღეს ნამდვილად მოხდება. საგანგაშო ნიშნები გენერალური დირექტორის თვალწინ წლების განმავლობაში გროვდებოდა.

მიუხედავად ამისა, ეს კატასტროფა ყოველთვის მოულოდნელია.  შეშინებული ხელმძღვანელობა არასოდეს აღიარებს, რომ ამ კატასტროფის თავიდან აცილება შეიძლებოდა. შემდეგ უკვე პანიკა იწყება.

სრულიად არარეალური ვითარება იქმნება, როდესაც კომპანიები ყველანაირად ცდილობენ, ზრდა არ შეფერხდეს. საბოლოოდ, ყველაფერი 2008 წლის კრიზისივით მთავრდება. აბსოლუტურად ყველაფერი წყალში იყრება. ამ დროს, კრიზისის ნიშნები რთული აღმოსაჩენი სულაც არ იყო. კომპანია ასეთი სირთულეების დროს ხარჯების შესამცირებლად ყველაფერს აკეთებს, საჭირო ინვესტიციების ჩადებას კი, თავს არიდებს.  ბიზნესის წარმატებული მომავლისთვის ინვესტიციების დაბანდება კი, აუცილებელია. კიდევ უფრო დიდი პრობლემა იქმნება, როდესაც კომპანიის მმართველობა კოსმეტიკური ცვლილებების შემდეგ მფლობელებს დიდ პერსპექტივებს ჰპირდება. ეს სრულიად არარეალური მოლოდინია.

კოსმეტიკური ცვლილებები

კომპანია General Electric (GE)-ში მეწილეები ყოფილ გენერალურ დირექტორს − ჯეფრი იმელტს უჩივიან, რომელმაც რეალური მდგომარეობა შეალამაზა. ის და მისი მოადგილეები ოპტიმიზმით იყვნენ აღსავსე, რაც არც საქმის რეალურ ვითარებას და არც ბაზარზე მდგომარეობას შეესაბამებოდა. მათ არარეალური ფინანსური მიზნები დასახეს და თავისუფალი ფინანსური საშუალებების დაბანდებაზე არასწორი გადაწყვეტილებები მიიღეს. შედეგი კი ის არის, რომ კომპანიამ ბოლო სამ წელიწადში საკუთარი აქციების $30-ად გამოსყიდვაზე $29 მილიარდი დახარჯა, რაც მიმდინარე ფასებს ორჯერ აღემატება. ერთ დროს ეს კომპანია აშშ-ის ყველაზე ძლიერი კორპორაცია და წარმატებული მართვის სიმბოლო იყო. იმელტის პოსტი კომპანიაში ჯონი ფლანერმა დაიკავა, რომელსაც მდგომარეობის გამოსასწორებლად მხოლოდ 14 თვე მისცეს. მან ეს ვერ შეძლო და თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

კომპანიის ხელმძღვანელები და მენეჯერები კონკურენციის პირობებში სათანადო კვალიფიკაციას ვერ ამჟღავნებენ. ამის მთავარი მიზეზი, კრიზისულ ვითარებაში ადეკვატური რეაგირების უნარ-ჩვევების არქონაა.  თუმცა, ეს მხოლოდ მათი ბრალი არ არის. ინვესტორები და დირექტორთა საბჭო, როგორც წესი, მაქსიმალურს მოითხოვს და პირდაპირ აცხადებს: „თუ ამ საქმეს არ გააკეთებთ, შემცვლელს ვიპოვით, რომელიც ამას დღესვე მოახერხებს“.

გადარჩენა კონკურენციის პირობებში

დიდი კორპორაციის დირექტორი ხართ თუ სტარტაპს მართავთ, თქვენი უნარ-ჩვევები ისე უნდა განავითაროთ, რომ კონკურენციის პირობებში მოქნილობა გამოიჩინოთ და გადარჩენა შეძლოთ. ყველაფრის განმსაზღვრელი გამუდმებით სამუშაო მაჩვენებლებზე ფიქრი არ უნდა იყოს.

მოვლენებზე უკეთ რეაგირებას მაშინ შეძლებთ, როდესაც ეს საფრთხე საკუთარ თავზე გექნებათ გამოცდილი.

თუნდაც ეს შემთხვევა განვიხილოთ:

ერთ-ერთ ჩვენგანს (მარკს) ნამდვილად გაუმართლა (ეს მისი სიტყვებია) − იმ თვითმფრინავში აღმოჩნდა, რომელსაც ძრავი ჰაერში აუფეთქდა. იღბლიანი აღმოჩნდა და სიკვდილს გადაურჩა, კატასტროფის დროს არავინ დაშავებულა. მას კი, მიაჩნდა, რომ გაუმართლა, რადგან ასეთი გამოცდილება მიიღო. შედეგად, ახლა ფრენის ნაკლებად ეშინია. პიროვნული ზრდით ტკბობისთვის იგი სხვებს 1524 მეტრ სიმაღლეზე ძრავების აფეთქებას არა, მაგრამ იაფი გზით მნიშვნელოვანი გაკვეთილის მიღებას ნამდვილად ურჩევს (იაფი ჩემთვის და არა ავიაკომპანიისთვის). არანაირი ტკივილი, არანაირი გვერდითი მოვლენები. მხოლოდ 20 წუთში ასეთი გამოცდილების მიღება − ნამდვილად იაფია.

აი, რა არის მთავარი: მნიშვნელოვანი გაკვეთილის სასწავლად სწრაფი და იაფი გზის მოძებნა. სამხედრო სფეროში ამას სამხედრო თამაშებით აკეთებენ, ადვოკატები − ფიქტიური მსაჯულების წინ გამოსვლით.  სხვა პროფესიებისა და გარემოებების შემთხვევაში, ეს დღესაა შეუძლებელი, თუმცა სულ მალე, ვირტუალური რეალობის გამოყენებით, ხელმისაწვდომი გახდება.

განხილულ შემთხვევაში გადამწყვეტი იყო ძრავის აფეთქება თვით ამ მგზავრისთვის, და არა პილოტებისა და ეკიპაჟისთვის გამოცდილების შეძენა გამხდარიყო. ეკიპაჟს ეს გამოცდილება საფრენი სიმულატორებით უკვე ექნებოდა მიღებული!

 აი, სწორედ ეს არის მთავარი.

წინასწარ იმოქმედეთ, როდესაც ყველაფერი კარგად არის

რომელიღაც პრობლემის მათემატიკური გზით გადაჭრა იშვიათად თუ ხდება. იგი სხვა მიდგომით უფრო ეფექტურადაც კი შეიძლება მოგვარდეს.  კერძოდ, რისკების წინასწარ გათვლით და საფრთხის ასაცილებლად საიმედო სტრატეგიების განვითარებით. ეს ყველაზე გამჭრიახი, სასარგებლო და მნიშვნელოვანი გზაა. არ დაელოდოთ, როდის შეეჯახებით სირთულეებს, წინასწარ იმოქმედეთ მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად არის. სწორედ იმ მომენტში იზრუნეთ და შოკური მოვლენების მოდელირების სხვადასხვა სცენარი დაამუშავეთ. გახსოვდეთ,  რომ ეს საფრენი სტიმულატორების ეკვივალენტია ბიზნესსამყაროში.

ჩვენ ამ ტიპის მიდგომის განვითარებას მთელი სიცოცხლე მივუძღვენით. ბევრჯერ დავრწმუნდით, რომ ანალიტიკური აზროვნების სწავლას ერთ საათში ვერავინ შეძლებს, ეს ავტომატურად არ ხდება, მაგრამ დროთა განმავლობაში ნამდვილად შესაძლებელია.

სტრატეგიების გამოცდა

რამდენად მდგრადია კომპანია ცვლილებების მიმართ?

ამის დადგენის ერთ-ერთი გზა მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარებისას მისი სტრატეგიების გამოცდაა. „რა მოხდება, თუ...“ − ამ ტიპის შეკითხვები თავისი არსით უარყოფითი კი არა, დადებითია, რადგან სწორედ ისინი ეხმარება კომპანიებს სტრატეგიის შეცვლაში. ამ გზით ახერხებენ გადარჩენას ისინი სამყაროს სხვადასხვა ქვეყანაში.

ასე რომ, ამ შეკითხვის დასმა აუცილებელია. თუ საავტომობილო ინდუსტრიაში მუშაობთ, საკუთარ თავს შემდეგი რამ უნდა ჰკითხოთ: „რა ბედი ეწევა ჩემს ბრენდს, თუ მომხმარებლისთვის ყველაზე სასურველი ტრანსპორტი ელექტრომობილი გახდება, რომლის რაოდენობაც  კრიტიკულ ნიშნულს მიაღწევს?“ ეს შეკითხვა სრულიად ლოგიკურია და მისი დასმა აუცილებელია იმის განსასაზღვრად, თუ რამდენად წინდახედულია კომპანია. შესაძლოა, ამ შეკითხვაზე პასუხი ავტომობილის  ჰიბრიდული მოდელების დამუშავება იყოს. მომხმარებელთა უმრავლესობისთვის ელექტრომობილებზე მოსახერხებელი ჰიბრიდული ტიპის ავტომობილებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოვლენების სხვადასხვა სცენარით განვითარების შემთხვევაში, ჰიბრიდის სტრატეგია გაცილებით საიმედოა.

საიმედო და მოქნილი გადაწყვეტილებები

თქვენს შეთავაზებებსა და რეკომენდაციებში იგივე მიდგომა გამოიყენეთ. ისეთი საიმედო და მოქნილი გადაწყვეტილებები უნდა მიიღოთ, რომ  ისინი მოვლენების მხოლოდ ხელსაყრელი გზით განვითარებისას კი არა,  ნებისმიერ შემთხვევაში იყოს ეფექტური. ეს შესაძლებლობა  იმ ტიპის მენეჯერისთვისაც კი იქნება საინტერესო, რომელიც თავისი გმირული გეგმების შესრულებას დამაჯერებლად ცდილობს და მუდამ იმას გაიძახის, ამას ხვალ გავაკეთებო.

დიდი ფსონების დასადებად აუცილებელია ცვლილებების საპასუხოდ მოქმედებაზე გადასვლა. დიდი ფსონების ჩამოსვლას მხოლოდ ერთ შემთხვევაში აქვს გამართლება − თუ კომპანიის გადაწყვეტილებების მიღებაზე პასუხისმგებელი პირი, წარუმატებლობის შესაძლებლობასაც აღიარებს. თუმცა, თუ კომპანიის დირექტორთა მენტალობას გავითვალისწინებთ, „მაგრამ დღეს არა“ − ბევრ კორპორაციას დიდი ფსონების დადება გამართლებულად არ მიაჩნია. ეს მათთვის ნამდვილად ცუდი, მათი კონკურენტებისთვის კი, უზომოდ კარგია. თუ საკუთარი თავისა და გუნდის აყოლიებას და აზროვნების შეცვლას შეძლებთ, თქვენი გადაწყვეტილებები პრობლემების მოგვარების  ყველაზე სწრაფი, იაფი და ნამდვილი გზა გახდება. ცვლილებებზე ფიქრი დღეიდანვე დაიწყეთ!

More from Entrepreneur

Terry's digital marketing expertise can help you with campaign planning, execution and optimization and best practices for content marketing.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur