📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

7 მაისს ქართველი ანტრეპრენერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება მონაწილეებს შორის არიან კომპანიები როგორც დეკორის, კვების, ღვინის, მოდის, ტექნოლოგიური ინდუსტრიებიდან, ასევე მწვანე ბიზნესისა და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები.

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

7 მაისს, 18:00-20:00 KD4US - საერთო სამუშაო სივრცე ქართველი ანტრეპრენერების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლებს. ღონისძიება Entrepreneur საქართველოს ინიციატივითა და ორგანიზებით Entrepreneur2Entrepreneur (E2E) ფორმატით გაიმართება.

E2E არის პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც ანტრეპრენერებს ეძლევათ საშუალება, გაეცნონ ერთმანეთის საქმიანობას, რაც შესაძლოა ერთობლივ კოლაბორაციასა და პარტნიორობაში გადაიზარდოს.

ამ ტიპის პირველი შეხვედრა დეკემბერში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა სფეროდან 30-მდე ქართულმა ბრენდმა მიიღო.

პროდუქტის კატეგორიების თვალსაზრისით მრავალფეროვანი იქნება რიგით მე-2 E2E გამოფენაც. მონაწილეებს შორის არიან კომპანიები როგორც დეკორის, კვების, ღვინის, მოდის, ტექნოლოგიური ინდუსტრიებიდან, ასევე მწვანე ბიზნესისა და სოციალური საწარმოების წარმომადგენლები.

გამოფენაზე სტუმრობა ქართული წარმოების პროდუქციით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს უფასოდ შეუძლია.

მსოფლიოში ცნობილი ამერიკული ბრენდი Entrepreneur წარმატებული ბიზნეს ისტორიების, პოზიტიური ინსპირაციისა და კვალიფიციური ბიზნეს ინფორმაციის ყოველდღიური სანდო წყაროა ანტრეპრენერებისა და ბიზნესის მფლობელებისთვის მთელ მსოფლიოში.

ჟურნალის პირველი ნომერი საქართველოში 2018 წლის 11 აპრილს გამოიცა და მალევე გახდა ქართველი მეწარმეების, დამწყები თუ შემდგარი ანტრეპრენერების კომპეტენტური მრჩეველი და მეგზური ბიზნესის სამყაროში.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი