You can be on Entrepreneur’s cover!

ცოცხალი ივენთები - ბრენდინგის უმნიშვნელოვანესი ნაწილი პირისპირ შეხვედრა ყოველთვის იყო და დღემდე რჩება ურთიერთობის საუკეთესო ფორმად

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Homestage Multimedia, Pixabay

ინგლისურ ენაში შესაძლოა ყველაზე არასწორად სიტყვა ბრენდი გამოიყენება. ბრენდინგი, თავდაპირველად, მოხეტიალე საქონლის იდენტიფიცირებას ნიშნავდა. დღეს ეს სიტყვა კომპანიის ლოგოს შექმნის სინონიმია და უფრო მეტი მნიშვნელობაც შეიძინა - გარეგნულ სახესთან ერთად, იმასაც აღნიშნავს, თუ როგორი კომპანიაა და რა კუთხით მოსწონს მომხმარებელს, ასევე, მის პოზიციონირებასაც განსაზღვრავს. ბრენდის შექმნის არსია ადამიანებისთვის ისტორიის მოყოლა, თანაც ემოციურად და რაციონალურად, და ეს ყველას ეხება.

ადამიანთა რასას ოდითგანვე დაუოკებელი ინტერესი აქვს ისტორიების მიმართ. პირველად იმ ამბებს ვავრცელებდით, რომლებსაც ჩვენი ტომები ერთმანეთს უზიარებდნენ. შემდეგ მათ გამოქვაბულების კედლებზე ვხატავდით და სხვებსაც ვაცნობდით. დროთა განმავლობაში ისტორიის შეცნობის გონივრული გზები მოვიძიეთ, ენა და ქვის დაფები გამოვიგონეთ მათ დასაწერად; შემდეგ მივხვდით, რომ ხის ქერქის ქაღალდად გადაქცევა შეიძლებოდა, ამბების მოსათხრობად გრაგნილები და წიგნები შევქმენით, და რაც უფრო საზრიანები ვხდებით, მეტ ტექნოლოგიას ვიყენებთ ჩვენი დროის ისტორიების ყველასთვის გასაზიარებლად.

დიდი აღმოჩენები გავაკეთეთ: საბეჭდი დაზგა, რადიო, ტელევიზია... და ბოლოს - ინტერნეტი. ეს ტექნოლოგიები დაგვეხმარა ერთმანეთის გამოცდილების გაზიარებაში. დღეს ინტერნეტმა ბევრი ტექნოლოგია შექმნა და ჩვენი ისტორიების გაცნობის საუკეთესო საშუალება შემოგვთავაზა - ელექტრონული ფოსტა, სოციალური ქსელები, ბლოგები, პოდკასტები, ვიდეოები, ვირტუალური რეალობა, დამატებითი რეალობა და კიდევ ბევრი სხვა რამ. ადამიანის გონება ინფორმაციის ამ საშუალებათა მეშვეობით იკვებება და ბრენდებს ქმნის.

ადამიანის ქცევას დიდი აღმოჩენები კიდევ უფრო მეტად ცვლის. გამიმართლა და ისეთ კომპანიებში მომიწია მუშაობა (Apple, Adobe, BlackBerry, Cisco და Google), რომლებმაც ბევრი რამ აღმოაჩინეს. მათ ჩვენი ერთმანეთთან ურთიერთობის წესებიც შეცვალეს, ინფორმაციის შექმნა-გავრცელებაც, სამსახურში სიარულიც და გართობაც. ამ კომპანიებმა ჩამოაყალიბეს ახალი ტენდენციები. თუნდაც სმარტფონებზე დამოკიდებულება გავიხსენოთ, ფოტოების შენახვა და მიმოცვლა, საკუთარი გზის ძიება, მუსიკის მოსმენა და თვითგანათლება.

საინტერესო ის არის, რომ ამ ტენდენციების უკან ის ტექნოლოგიები დგას, რომლებიც მეტად პროდუქტიულს გვხდის, ჩვენს ქსელს აფართოებს და საშუალებას გვაძლევს, საკუთარ ცხოვრებას ყურადღებით ვადევნოთ თვალი; ამავე დროს, ისინი ერთმანეთთან დასაშორებლად თითქოს შეთქმულებას გვიწყობენ. ამ ფენომენმა ახალი ტენდენცია მოიტანა - უფრო მეტი დრო მივუძღვნათ იმის შესწავლას, რაც გვიყვარს, სიცოცხლეს, ადამიანების ყოფნას ერთსა და იმავე სივრცეში. სწორედ ეს იძლევა საშუალებას, თავიც ავწიოთ, ერთმანეთსაც შევხედოთ და ერთიანობაც ვიგრძნოთ. ცოცხალი ურთიერთობები უკვე მთელ სამყაროში ოფიციალურად აღიარებულია ურთიერთობის ყველაზე საინტერესო საშუალებად, განსაკუთრებით, მილენიალებისთვის.

21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ეპოქაა, ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების ათასეულობით საშუალება არსებობს. ზოგიერთს საკუთარი კომპიუტერის გარეშე არსებობა არ შეუძლია, სულ მასზეა მიწებებული თუ მასში თავჩარგული. გასაკვირი არაფერია იმაში, რომ კომპანიები ყველაფერს აკეთებენ თანამშრომლებთან, მომხმარებელსა და პარტნიორებთან უშუალო ურთიერთობისათვის. ეს მჭიდრო კავშირი ხომ შემდგომში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ურთიერთობებს მათ ბრენდებთან.

მუსიკის სამყარო ცოცხალ გარემოს კომერციული მიზნით იყენებს, კონცერტებს მართავს და მსახიობების პოპულარიზაციას ეწევა. თუ მუსიკალურმა ინდუსტრიამ შეძლო ეს, სხვები რატომ ვერ მოახერხებენ?

წარმოიდგინეთ, როგორ შეიძლება, ცოცხალ გამოცდილებაზე აიგოს კომპანიებისა და ორგანიზაციების ბრენდები. რამდენად შესაძლებელია მათი შექმნა ძველი ინდუსტრიული გამოცდილების შეცვლით და ამ პროცესის კომერციულ მომსახურებად გადაქცევა?

ალბათ უკვე დადგა ბრენდის შესაქმნელად ცოცხალი გარემოს გამოყენების დრო. ბოლოსდაბოლოს, რაც უფრო ხარისხიანია ის, მით მეტი ადამიანი დაინტერესდება. ასეთ გარემოში ბრენდი მეტად განვითარდება და მომხმარებელთა შორისაც უკეთ გავრცელდება.

ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვათ, რადგან ბრენდის შექმნისა და მარკეტინგის სტრატეგიაში სწორედ ცოცხალი ივენთების გამოყენების დროა.