My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ინდუსტრიული ტრენდები

ემოციური სტაბილურობის მიღწევის 7 გზა

გონიერი და მოქნილი ადამიანები ცხოვრებაში გენიოსებზე მეტს ახერხებენ
ემოციური სტაბილურობის მიღწევის 7 გზა
ფოტო: Pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თუ მოქნილი, მშვიდი და გაწონასწორებული ბუნება გაქვთ და ძლიერი პიროვნება ხართ, ეს უკვე  ნიშნავს, რომ გამორჩეული ხართ. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და რაც უნდა მოხდეს, ყველა სირთულეს უნდა გაუმკლავდეთ, აუცილებელია ემოციების კონტროლი არ დაგავიწყდეთ. უნდა გადარჩეთ და ცხოვრება გააგრძელოთ. ემოციური მდგრადობა დასახული მიზნებისკენ მიმავალ გზაზე ყოველდღიური, დაუღალავი შრომით მიიღწევა. ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება კი,  სწორედ ამ მიზნებზეა აგებული. ადამიანებს დიდი პოტენციალი აქვთ, მის სრულად გამოსავლენად ნებისმიერი მზად უნდა იყოს. უნდა იცოდეს, როდის იმოქმედოს და გარისკოს; და როდის მიყვეს მშვიდად დინებას,  არასოდეს შეეშინდეს თუ რაიმეთი სხვებისგან განსხვავებულია.

ჩემს ახალ წიგნში „წარმატების განტოლება: ემოციურად სავსე ცხოვრებისკენ მიმავალი გზა“, მკითხველს ვასწავლი, რომ ემოციური მდგრადობის გამომუშავება ყველა რესურსის გამოყენებაა იმ პრობლემების გადასალახად, რომელიც ცხოვრებასა და ბიზნესს თავისთავად თან მოაქვს. მის შესანარჩუნებლად კი, ნებისმიერი პრობლემა იმ სტიმულად უნდა მიიჩნიოთ, რომელიც პიროვნულ განვითარებას უწყობს ხელს. ცხოვრება ნამდვილ გამოცდებს გვიწყობს, ყველაფერში გვცდის. ამ გამოცდებმა, შესაძლოა მეტისმეტად შეგვაშინოს, თუმცა ჩვენს შინაგან სიბრძნეს, ინტელექტსა და მორალს სწორედ მაშინ ვაწრთობთ, როდესაც დიდი პრობლემების წინაშე ვდგებით და მათ გამკლავებას ვერ ვახერხებთ.

ემოციური მდგრადობა – გადარჩენისა და განვითარების გაგრძელების უნარია, იმ ტრავმების, სტრესებისა და პრობლემების გადატანით, რომელსაც ცხოვრება გვთავაზობს. 

 

1. საკუთარი ღირსების შეგრძნება

მდგრადობა ემოციების სრულად გაკონტროლებას ნიშნავს. თუ სხვებზე დაამყარებთ იმედს ან მათზე იქნებით დამოკიდებული, საკუთარი თავისადმი პატივისცემის გრძნობა არასოდეს გაგიჩნდებათ. ცხოვრებაში ხშირად მოხვდებით ისეთ ვითარებაში, როდესაც შინაგანი მღელვარებისა და ემოციების შენიღბვას ყველანაირად უნდა შეეცადოთ. როდესაც ბევრჯერ შეეცდებით, თვითონ მიხვდებით, რომ ერთ დღეს ამოცანას თავი გაართვით და საკუთარ ემოციებს ნებისმიერ გარემოში აკონტროლებთ. უკიდურესად დაძაბულ ვითარებაშიც კი, სვლის გასაგრძელებლად ყველა საშუალება – ნებისყოფა იქნება ეს, მოტივაცია თუ მოქნილობა, უნდა გამოიყენოთ.

მოქნილ ადამიანებს ძლიერი რწმენა აქვთ. დარწმუნებულნი არიან, რომ ყველაფერი მათ სასარგებლოდ შემოტრიალდება. მათთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია, ყველაფერს აფასებენ – საკუთარი თავი იქნება ეს,  შესაძლებლობები თუ ცხოვრების მიზნები.

 

2. მიზანმიმართულობა

მოქნილი და ემოციურად მდგრადი მაშინ გახდებით, როდესაც დიდ ყურადღებას მიაქცევთ, თუ რას ფიქრობენ თქვენზე და თქვენს შესაძლებლობებზე სხვები. სამუშაო მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით არ უნდა შეასრულოთ – ემოციური კავშირიც უნდა დაამყაროთ ადამიანებთან. როდესაც ამას სათანადოდ  გააცნობიერებთ, თავისთავად გახდებით გაცილებით მიზანმიმართული, თავდაჯერებული და გონიერი. რაიმეს მიღწევა დაჟინებით არ უნდა გინდოდეთ, არც უარმა ჩაგაგდოთ სასოწარკვეთილებაში და არც მოვლენებზე მეტისმეტად მძაფრი რეაქცია იქონიოთ. ყველაფერს მშვიდად უნდა შეხვდეთ და ნებისმიერი მარცხი და უარი ახალ შესაძლებლობად მიიჩნიოთ. პრობლემებმა კი არ უნდა შეგაშინოთ, პირიქით – უნდა გაიძულოთ მათ გადასალახად ყველაფერი გააკეთოთ. სხვებზე დამოკიდებული კი არ უნდა იყოთ, მხოლოდ საკუთარ ძალებზე უნდა ამყარებდეთ იმედს, მთლიანად პირადსა და საქმიანი ცხოვრების მიზანზე იყოთ კონცენტრირებული.

ამ ცხოვრებაში თქვენი მისია აუცილებლად უნდა შეასრულოთ, ნებისმიერ ვითარებაში მისი ერთგული დარჩეთ და არავის მისცეთ უფლება, გზიდან გადაგახვევინოთ. რისკები კი, თქვენს ხელშემწყობ, სასიცოცხლო მისწრაფებების მასტიმულირებელ ფაქტორებად უნდა განიხილოთ. თუ ამას მოახერხებთ, წარუმატებლობებისაც ნაკლებად შეგეშინდებათ და არც მოულოდნელი წარმატებები შეგაშინებთ. როდესაც თქვენი მცდელობების შედეგებს აშკარად დაინახავთ, დიდი სიხარულითა და სიამაყით უნდა მიიღოთ ყველაფერი, რაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეგხვდებათ.

ეს სიხარული თავდაჯერებულს გაგხდით და თქვენს ემოციურ მდგრადობას უფრო გააძლიერებს, რადგან საკუთარ თავს ზრდა-განვითარების გასაგრძელებლად გაცილებით მეტის გაკეთებას მოსთხოვთ.

 

3. გამჭრიახობა

ცხოვრებაში განსაკუთრებით წარმატებული რომ იყოთ და ბედნიერად იგრძნოთ თავი, ყველაზე გონივრულია საკუთარი კომპანიისა და მათ მიმართაც იყოთ მომთხოვნი, ვისთანაც რაიმე ურთიერთობა გაქვთ. უარყოფითი განწყობა, როგორც წესი, დრამატულ მოვლენებს განაპირობებს, ამიტომ უნდა გახსოვდეთ, რომ ქედმაღალი, ეგოცენტრული და ხარბი ადამიანები გარშემო არ შემოიკრიბოთ. იზრუნეთ და როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობები ორივე მხარისთვის ხელსაყრელი გახადეთ. მოქნილი ადამიანები ცდილობენ ყველას გაუგონ და იმასაც აცნობიერებენ, რომ თუ ურთიერთხელსაყრელი არ იქნა, შეთანხმებამ შესაძლოა სარგებელი არავის მოუტანოს.

ემოციურად სტაბილურმა ადამიანებმა იციან, რომ მათი არჩევანი, ანუ ვისთან ამყარებენ ურთიერთობას, აუცილებლად აისახება მათ ბიზნესზე. ისიც იციან, რომ  თუ თავს ბედნიერად არ გრძნობენ, მათ საქმეებზე ეს ენერგიაც აისახება.

 

4. ელეგანტურობა

მოქნილმა ადამიანებმა იციან, რომ ყველაზე ნაკლებად უსმენენ მას, ვინც მეტს ყვირის. თუ ადამიანურ ურთიერთობებს აფასებთ და უფრთხილდებით, ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესსაც ასე მართავთ, საკუთარ და თქვენი კოლეგების აზრებსაც აფასებთ. თქვენი ბიზნესი საზოგადოებრივი აღიარების სურვილი კი არა, თავდაუზოგავი შრომა უნდა იყოს. ამ გზაზე ყველაზე მეტად თავმდაბლობა ფასობს, თქვენი წარმატება მისი წყალობით თავისთავად გამოჩნდება. მეტყველებაზე, სტილსა და მანერებზე აუცილებლად უნდა იზრუნოთ. ამით აშკარად ჩანს, თუ რამდენად სცემთ პატივს და აფასებთ საკუთარ თავს. სხვებისგან თქვენი თვისებები ნებისმიერ ადგილას გამოგარჩევთ, სადაც უნდა იმყოფებოდეთ. საკუთარი აზრი ყოველთვის სათანადოდ, ელეგანტურად და ქარიზმატულად უნდა გამოხატოთ, ისე, რომ ყველასთვის მისაღები გახადოთ.

მოქნილი ადამიანები თავისი სიბრძნით გამოირჩევიან და აცნობიერებენ, რომ საკუთარი თავის რწმენა თავისთავად იპყრობს ყურადღებას და მხოლოდ ყურადღების მისაპყრობად არ არის აუცილებელი.

 

5. საკუთარი თავის აღზრდა

ყველაფრის ხალისიანად გაკეთება მოქნილი ადამიანების თვისებაა. დილას ადრე ადგომა იქნება ეს, ბავშვების კვებასა და აღზრდაზე, ცხოველებზე, ახლობლებზე, კარიერაზე ზრუნვა თუ ყველაზე მნიშვნელოვანი – საკუთარი თავის მოვლა. საკუთარ თავზე კი, აუცილებლად უნდა იზრუნოთ, კარგად იკვებოთ, კარგად დაისვენოთ და ფიზიკურ სიჯანსაღესაც მიაქციოთ ყურადღება. ცხოვრებაში ყველაფერს მოასწრებთ, თუ დროის სწორად განაწილებას ისწავლით.

როგორც წესი, ბევრს მუშაობთ და საკუთარი თავისთვის დრო არ გემეტებათ. ტკივილებისა და პრობლემების მიუხედავად, თავდაუზოგავ შრომას  აგრძელებთ და ეხმარებით მათ, ვინც თქვენზეა დამოკიდებული, ოჯახის წევრები იქნებიან ეს თუ თანამშრომლები. ეს თქვენთვის აუცილებელია, რადგან თქვენი არსებობის არსია მათზე ზრუნვა, ვისაც საკუთარი ცხოვრების ნაწილად მიიჩნევთ. თქვენს ურთიერთიერთობებს ადამიანებთან და  მათ დამოკიდებულებას თქვენდამი სწორედ ეს მზრუნველი ბუნება განაპირობებს.

მზრუნველობა სრულიად სხვა ადამიანებად გადაგაქცევთ. ნებისმიერი ისურვებდა ცხოვრებაში ასეთი ადამიანების გვერდით ყოფნას. დროთა განმავლობაში, თქვენი საქციელი მისაბაძი გახდება და რაც გაეცით, დაგიბრუნდებათ.

 

6. გამბედაობა

გამჭრიახობა, კონცენტრირება და შეუპოვრობა უნდა გამოიჩინოთ იმისათვის, რომ ფიზიკურად, გონებრივად, ემოციურად და სულიერად ჯანსაღი იყოთ; გარდა ამისა, რაც არ უნდა დიდი გზის გავლა მოგიხდეთ თქვენი მიზნების გასახორციელებლად, მათი ერთგული უნდა დარჩეთ. ადამიანებს საკუთარი თავის განახლების უნარი გენეტიკურად მოგვყვება.  დარწმუნებული ვართ, რომ მძიმე ვითარებაშიც კი, წარმატებით ჩავაბარებთ გამოცდას.

ისე, როგორც ნებისმიერი სხვა, სტრესის ზემოქმედებას მშვიდი და ემოციურად გაწონასწორებული ადამიანებიც ექვემდებარებიან, თუმცა აზროვნება და განწყობა ისეთი აქვთ, რომ არასოდეს ნებდებიან.

 

7. სხვებზე ორიენტირება

პირად ცხოვრებაში ან ბიზნესსაქმიანობაში გამორჩეული მაშინ გახდებით, როდესაც სხვა ადამიანებში კარგის დანახვას შეეცდებით. გვერდით მყოფთა ინტელექტი და ხასიათიც უნდა შეამჩნიოთ და დააფასოთ. თუ საკუთარი თავის რწმენა გაქვთ, სხვების წარმატებებიც საკუთარივით გაგახარებთ.  სხვების მიღწევებსაც ისე იზეიმებთ, როგორც საკუთარს. ხოლო, საკუთარ თავს შესაძლებლობებს მოუსპობთ თუ არ აღიარებთ, რომ ცხოვრებასა და ბიზნესში ყველასთვის მოიპოვება ადგილი. ღრმად უნდა გწამდეთ, რომ ამქვეყნად სიყვარული, ფული, წარმატება და გატაცებები მხოლოდ თქვენთვის კი არა, ნებისმიერისთვის არსებობს. ამიტომ სხვების წარმატებაზე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იეჭვიანოთ და არც მათთვის განზრახ ვნების მიყენებას შეეცადოთ.  

მოქნილი ადამიანები ხშირად ცდილობენ სხვებს ასიამოვნონ, მადლიერება გამოხატონ მათ მიმართ. მოქნილი ადამიანი ბრძენია და იცის, რამდენად მნიშვნელოვანია სხვას გულწრფელად აგრძნობინო, როგორი ძვირფასია იგი შენთვის.

ემოციურად მდგრად ადამიანებს გასაოცარი ცხოვრება აქვთ: ყველაფერს ღრმად წვდებიან, მგზნებარედ უყვართ და დაუღალავად სურთ მუშაობა. ადამიანურ ემოციებს გამოხატვის საშუალება ნამდვილად უნდა მივცეთ, მაგრამ ჩვენს გეგმებზე უარი არ უნდა ვათქმევინოთ. წარმატებული საქმიანი მამაკაცები და ქალბატონები თავმდაბლები და გავლენიანები არიან. ერთდროულად, პრაქტიკულები და მგზნებარენი. საქმიან მამაკაცებსა და ქალბატონებს განსაკუთრებული ხასიათი აქვთ – მაღალი კვალიფიკაციის, გულწრფელი ადამიანები არიან, მიზნების შესრულებისკენ კეთილსინდისიერად ისწრაფვიან, სურთ საუკეთესონი იყვნენ თავიანთ საქმეში და ყველაფერი გააკეთონ მიზნის მისაღწევად. მათ მტკიცე და გაწონასწორებული ბუნება აქვთ.

More from Entrepreneur

Brittney's a Certified Financial Planner who can help you manage your business and personal finances and navigate the ups and downs of starting a business.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur