You can be on Entrepreneur’s cover!

გავარღვიოთ საზღვრები! Entrepreneur-ის მაისის ნომერი გამოვიდა!

By გიორგი შარაშიძე

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ირაკლი დოლიძე

მაისის ნომერს ქართული Entrepreneur-ის პირველი საერთაშორისო ექსკლუზივით ვხსნით. ეს ერთი და სხვა მრავალი!

გაიცანით Dinner in the Sky-ისა და ცნობილი საკომუნიკაციო კომპანია Hakuna Matata-ს დამფუძნებელი, ბელგიელი ანტრეპრენერი და მარკეტერი დევიდ გიზელსი, რომელიც ჩვენთან ინტერვიუში სასარგებლო რჩევებს გვიზიარებს. აი, ისინიც:

- როდესაც გადაწყვეტ ახალი ბიზნესის წამოწყებას, ყველაზე მნიშვნელოვანია „ინგრედიენტების" სწორად შერჩევა;

- ნებისმიერ ბიზნესს მინიმუმ სამწლიანი ციკლი სჭირდება იმისათვის, რომ დაინახო, რამდენად სიცოცხლისუნარიანია ის. ამ ზღვარის გადასალახად კი საჭიროა გქონდეს საკმარისი ფინანსური, ადამიანური რესურსი და მზად იყო მუშაობის, მუშაობის და მუშაობისთვის...

- დღეს ადამიანებს სურთ რაღაც არაორდინარული, უნიკალური და ექსკლუზიური. მათ სურთ იმის შეგრძნება, რომ განიცდიან ჭეშმარიტად უნიკალურ მომენტს, რაც სხვა ადამიანებისგან განასხვავებთ;

- დღეს ადამიანებს უფრო და უფრო მეტად სურთ ავთენტური, ორიგინალური, ნამდვილი და ბუნებრივი შეთავაზებები... მათთვის უფრო და უფრო მოსაწყენი ხდება ერთი და იგივე რესტორნები, მაღაზიები, ბრენდები ყველა ქალაქში მსოფლიოს გარშემო;

- იმისათვის, რომ გერქვათ კარგი ანტრეპრენერი, საჭიროა კომფორტულად იყოთ თავგადასავლებთან. ჩემი აზრით, ანტრეპრენერები თანამედროვე მსოფლიოში თავგადასავლების მაძიებლები არიან;

Dinner in the Sky-ის საქართველოში შემოსვლა ჩემთვის, როგორც Entrepreneur-ის რედაქტორისთვის, უპირველესად იმითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი, რომ ის უნდა გახდეს ინოვაციური აზროვნებისა და გამბედაობის, ანუ ანტრეპრენერშიპის სიმბოლო.

ყოველთვის, როცა ვესტუმრებით, თვალს ან ყურს მოვკრავთ Dinner in the Sky-ის, უნდა გაგვახსენდეს, რომ როგორც დევიდ გიზელსის შემთხვევაში, ჩვენც უნდა გავარღვიოთ საზღვრები, დავამსხვრიოთ სტერეოტიპული აზროვნება და გავბედოთ რაღაც ახლის კეთება!

დევიდს, მისი იდეის სრული ინოვაციურობის გამო, არც ისე მარტივი გზა აქვს გავლილი. ყველაზე რთული, ადამიანების დარწმუნება აღმოჩნდა, რომ ეს იდეა განხორციელებადი იქნებოდა. მაგრამ მისი ურყევი რწმენა და აქტიური მუშაობა ლოგიკურ შედეგებს იმკის უკვე მეცამეტე წელია.

ასე რომ, ნუ გაგვიკვირდება, თუ ჩვენს ამა თუ იმ ინოვაციურ იდეასაც გარშემომყოფნი სკეპტიკურად შეხედავენ და ზურგსუკან გიჟადაც კი შეგვრაცხავენ.

Dinner in the Sky-ის შემთხვევა იმითაცაა საინტერესო, რომ მხოლოდ კარგი და ინოვაციური იდეა არ არის საკმარისი სიცოცხლისუნარიანი ბიზნესისთვის და საჭიროა პარტნიორობა კვალიფიციურ ადამიანებთან, რომლებიც ამ იდეას რეალურად განახორციელებენ.

„კერხოფისა და მისი გუნდის გამოცდილების გარეშე, ეს იდეა იდეად დარჩებოდა. ის არის ადამიანი, რომელიც იდეებს კონკრეტულ, უსაფრთხო და მართვად პროექტებად აქცევს", − გვითხრა დევიდმა ინტერვიუში თავის პარტნიორზე შტეფან კერხოფზე და ამით კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ წარმატების გასაღები იდეის გენერატორთა და იდეის განმახორციელებელთა პარტნიორობაშია.

დაბოლოს, ისევ დევიდის რჩევას მინდა დავუბრუნდე, რომელიც ქართველ ანტრეპრენერებს და თავგადასავლების მოყვარულებს გაგვიზიარა:

- როცა მწვერვალს შეჰყურებ, იცი, რომ ის შენი სამიზნეა, რომელიც უნდა დაიპყრო და მთელ ენერგიას ამ მიზნისაკენ მიმართავ. მაგრამ რასაც მალე ისწავლი, და ეს ანტრეპრენერების შემთხვევაშიც ასეა, არის ის, რომ მწვერვალი, რომელიც ქვემოდან მოჩანს, ფარავს სხვა მწვერვალს მის უკან, ის კი თავის მხრივ სხვა მწვერვალს და ასე შემდეგ...

- როცა რეალურ მწვერვალს მიაღწევ, უნდა გქონდეს შემორჩენილი ენერგია უკან დასაშვებად, რაც ხშირად უფრო რთული და მომქანცველია, ვიდრე ზემოთ სვლა...

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

  • ანტრეპრენერი და ტოპმენეჯერი, რომლის განსაკუთრებული ინტერესის სფეროებს წარმოადგენს მეწარმეობა, ლიდერობა და პერსონალური განვითარება, სტრატეგიული მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესის მართვა, მარკეტინგი და გაყიდვები.
  • გიორგი არის მანჩესტერის ბიზნესსკოლის (Manchester Business School) და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მაგისტრი. დამთავრებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის ასპირანტურა.
  • მან 2000 წლის მარტში, 23 წლის ასაკში, დააფუძნა საქართველოს წამყვანი ინგლისურენოვანი გაზეთი Georgia Today, რომელსაც მოჰყვა მის მიერ ისეთი გავლენიანი მედიასაშუალებების დაარსება და განვითარება, როგორიცაა Where.ge, The Economist-ის წლიური გამოცემა The World In, ჟურნალი OK! რადიო NRJ. 2018 წლის აპრილიდან მისი რედაქტორობით გამოდის ჟურნალი Entrepreneur Georgia − ცნობილი ამერიკული ბრენდის ლიცენზირებული ქართულენოვანი გამოცემა ბეჭდვით და ონლაინპლატფორმებზე.
  • გიორგი არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მოწვეული ლექტორი მედიამენეჯმენტსა და მედიამეწარმეობაში, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტისა და „დოიჩე ველე“ აკადემიის მიერ დაფუძნებული კავკასიის მედიასკოლის სტრატეგიული მენეჯმენტის მოდულის თანაავტორი და მენტორი. მეწარმეობის სამაგისტრო კურსს კითხულობდა ილიას უნივერსიტეტის ბიზნესსკოლაში.
  • გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტებს შეგიძლიათ მოუსმინოთ აქ: https://soundcloud.com/entrepreneur_ge
ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი