My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ლიდერობა

როგორ უნდა დაარწმუნოთ საზოგადოება თქვენს ბიზნესს დაუჭირონ მხარი? საინტერესო ისტორია უამბეთ

კარგი იდეა ბევრს აქვს, მაგრამ ხშირად თავის გამოჩენას მხოლოდ ის ახერხებს, ვისაც საუკეთესო ისტორია აქვს
როგორ უნდა დაარწმუნოთ საზოგადოება თქვენს ბიზნესს დაუჭირონ მხარი? საინტერესო ისტორია უამბეთ
ფოტო: Pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

როდესაც კომპანიის დაარსებაზე მიდგება საქმე, დამფუძნებლები ყველაზე ხშირად ერთი დიდი პრობლემის წინაშე დგებიან − სხვების დარწმუნებას ადვილად ვერ ახერხებენ, რომ მათ ამ იდეას დაუჭირონ მხარი. ეს პრობლემა განსაკუთრებით მწვავე იქნება, თუ თქვენი ბიზნესი ჩემსავით პროდუქტის წარმოებაზეა დამყარებული. როგორ ფიქრობთ, თუ მართლაც რევოლუციურ ტექნოლოგიას მიაგენით, ეს ფაქტი უკვე საკმარისი იქნება მხარდაჭერის მისაღებად? არა, არავითარ შემთხვევაში.

ჩემი პირველი კომპანიის AppDynamics დაფუძნებისას საკუთარ მაგალითზე მივხვდი, რომ იდეა რაიმე სახის ისტორიად უნდა აქციოთ. პირველი თანამშრომლების, ინვესტორების და მომხმარებლის მოზიდვის გასაღები სწორედ ეს არის.

ისტორიებს ადამიანებზე ზემოქმედების დიდი ძალა აქვს. მათ არწმუნებს, თქვენ და თქვენს ხედვას დაუჯერონ და მხარი დაგიჭირონ. ჩემი ფორმულა ასეთია:

 

რატომ არის მნიშვნელოვანი და დროული პრობლემა, რომლის გადაჭრასაც  ცდილობთ?

იმ კონკრეტული პრობლემის დადგენით დაიწყეთ, რომელსაც თქვენი იდეა აგვარებს. ეს უნდა იყოს მთავარი, მას უნდა დაეყრდნოს მთელი თქვენი ისტორია. როგორც კი პრობლემის ფორმულირებას მოახერხებთ, კიდევ რამდენიმე ნაბიჯი გადადგით: ახსენით, რატომ არსებობს ეს პრობლემა, რატომ არის აუცილებელი მისი მოგვარება და მისი ბაზარზე გატანის რა შესაძლებლობები არსებობს.

AppDynamics-ის შემთხვევაში, ინვესტორებისთვის უნდა ამეხსნა, რატომ არ პასუხობდა პროგრამისტების გუნდის მოთხოვნებს აპლიკაციის მწარმოებლურობის მონიტორინგისა და მართვის გადაწყვეტილებები. ნათლად განვაცხადე, რომ აქ პროგრამისტების გუნდი კი არ იყო მთავარი, არამედ თვით პრობლემა გახლდათ გაცილებით მნიშვნელოვანი. პროგრამული უზრუნველყოფა ამჟამად ბიზნესისა და საზოგადოების პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს, ამიტომ აპლიკაციების გაუმჯობესებას უზომოდ დიდი მნიშვნელობა აქვს − როგორც თანამედროვე ბიზნესის, ისე მთელი სამყაროსთვის. მეორე ნაბიჯი საბაზრო შესაძლებლობების შესწავლასა და იმის დემონსტრირებაში დამეხმარა, რომ ერთი შეხედვით პრობლემა სინამდვილეში ბაზრის გამოუყენებლობა ყოფილა, რასაც ჩვენ სათანადო ყურადღებასაც კი არ ვაქცევდით.

ინვესტორები ცარიელ სიტყვებს არ უჯერებენ. საბაზრო შესაძლებლობების შესაფასებლად, კონკრეტული ციფრები უნდა მიაწოდოთ. ამის ერთ-ერთი გზა ბაზრის კვლევის სტატისტიკური მონაცემების გამოყენებაა. მეორე − იმის დაანგარიშება, ამ სფეროში რა თანხაა დაბანდებული და ამჟამად რამდენი კომპანია ცდილობს ამ პრობლემის არასწორი გზით მოგვარებას. მათ ამ მონაცემებით დაარწმუნებთ, რომ ბაზარი ნამდვილად არსებობს და რაოდენობრივადაც შეაფასებთ, რატომ ქმნის ამ პრობლემის გადაჭრა უზარმაზარ შესაძლებლობებს.

 

რატომ არის შესაფერისი ეს დრო თქვენი იდეის გასახორციელებლად?

დიდი იდეა მართლაც მნიშვნელოვანია, მაგრამ საკმარისი ნამდვილად არ არის. ამას Google Glass და Pets.com-ის (შინაური ცხოველების საკვების მიწოდების სამსახური) მაგალითიც ადასტურებს. მართალია მათ დროს გაუსწრეს, მაგრამ დასამკვიდრებლად დიდი ცვლილებები ჯერ კიდევ წინ ჰქონდათ.  

იმის ახსნა უნდა შეძლოთ, რატომ არის დროული თქვენი იდეა. საკუთარ თავს ჰკითხეთ: რა განასხვავებს დღევანდელ სამყაროს ძველისგან? რა საჭიროა ახალი მიდგომა?

შესაძლოა, პროგრამირებაში თაობათა ცვლის გამო. მაგალითისათვის განვიხილოთ, როგორ განაპირობა სტაციონარული კომპიუტერიდან მობილურ ტელეფონებზე გადასვლამ ისეთი აპლიკაციების შექმნა, როგორიცაა Spotify და Dropbox. მათ მთლიანად გარდაქმნეს მუსიკისა და ფაილების გაცვლის ინდუსტრიები, მომხმარებელს უკეთესი შესაძლებლობები შეუქმნეს.

იმ მნიშვნელოვან ცვლილებებზე იფიქრეთ, რომლებიც ყოველდღიურად ხდება მსოფლიოში. მათ გამო ხდება აუცილებელი მთელი სისტემების განახლება. თუნდაც ხელოვნური ინტელექტი და ავტომატიზაცია გავიხსენოთ. თვით ადამიანების მუშაობის ხასიათი ან ბაზრის მნიშვნელოვნად შეცვლა. ეს ყველაფერი ნათლად დაადასტურებს, კონკრეტულ მომენტში ამ მოთხოვნის გადაჭრა რატომ მისცემს ძლიერ ბიძგს თქვენს იდეას.

განმარტეთ, რა არის განსაკუთრებული თქვენს მიდგომაში. ასევე, პრინციპულად რითი განხვავდება სხვებისგან პრობლემის თქვენეული გადაჭრა. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია − რატომ მიდის ეს გზა წარმატებისკენ − ნოვატორული ტექნოლოგიაა, საბაზისო არქიტექტურა თუ რევოლუციური ბიზნესმოდელი.

Lyft-ის და Uber-ის მაგალითები გაიხსენეთ. მათ მთლიანად შეცვალეს ტაქსის ინდუსტრია. ტექნიკური პლატფორმა დანერგეს, რომელმაც მომხმარებლისა და მძღოლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად სრულიად ახალი ბაზარი და ბიზნესმოდელი შექმნა. თუ Square-ს და Stripe-ს შეხედავთ, დარწმუნდებით, რომ უკვე გაუსწრეს თანატოლებს, რადგან მათი არქიტექტურა იმ სამყაროსთვისაა შექმნილი, რომელშიც ვცხოვრობთ.  და იმიტომაც, რომ მათ ესმით მომხმარებლისა და ბიზნესების ქცევის ტიპი და ისიც, რა ურჩევნიათ მათ. ჩემი კომპანია Harness კი იმ მწვავე ტექნოლოგიურ პრობლემებს აგვარებს, რომლის გამოც კომპანიები მოგებას საინვესტიციო კაპიტალიდან ინვესტიციის სახით ხედავენ.

არსებული მდგომარეობა მიმოიხილეთ, რათა ნათლად დაამტკიცოთ რამდენად დიდი უპირატესობა აქვს თქვენს იდეას, რამდენად რაციონალური და მდგრადია იგი. შანსი გეძლევათ იმაზე ილაპარაკოთ, თუ როგორ შეცვლის თქვენი იდეა ბაზარს და მასთან ერთად, მთელ დარგსაც კი.

 

ხართ კი ის პიროვნება, რომელიც ამ იდეის განხორციელებას შეძლებს?

რითი ხართ თქვენ და თქვენი გუნდი გამორჩეული? შეძლებთ კი ამ პრობლემის მოგვარებას? თქვენ პოტენციური ინვესტორების, თანამფლობელების, კლიენტებისა და პარტნიორების ნდობა უნდა მოიპოვოთ; უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ სწორედ ის პიროვნება ხართ, რომელზეც იმედის დამყარება შეიძლება.

თუ ერთ-ერთი ბრძანდებით იმ იშვიათთა შორის, რომლებსაც  გამოცდილება აქვთ ამ სფეროში, ისიც უნდა უთხრათ, თუ როგორ განსაზღვრა თქვენი მიდგომა ამ გამოცდილებამ. მაგალითად, Slack-ის დამფუძნებელ სტიუარტ ბატერფილდს Flickr-ის შექმნისას მიღებულმა უნიკალურმა გამოცდილებამ მისცა კომუნიკაციის შემდეგი ტალღის დანახვის შესაძლებლობა. ხოლო თუ ევან უილიამსს შეხედავთ, ინტერნეტკომუნიკაციის პროგრესი დაგიდგებათ თვალწინ − Blogger, Odeo, Twitter, Medium.

თუ გამოცდილება არ გაქვთ, საკმარისი იქნება რაიმე პირადი ელემენტი დაასახელოთ და აუხსნათ მათ, რატომ ხართ მზად ამ პრობლემის გადასაჭრელად. ჩემთვის უზომოდ მნიშვნელოვანია, პროგრამისტებს აბსოლუტურად ყველა შესაძლებლობა შევუქმნა, რომ სათანადო ინსტრუმენტები მქონდეს უკეთესი აპლიკაციებისთვის. უწყვეტი მიწოდების პრობლემას AppDynamics-ში შევეჯახე და  ჩემთვის ეს აღმოჩნდა გარდატეხის წერტილი. მას ვერავინ აგვარებდა და მივხვდი, რომ მე უნდა მომეგვარებინა. Harness ამის გამო შევქმენი.

პრობლემის მოგვარების რა მიზეზიც უნდა გქონდეთ, საჭიროა სრულად აღწეროთ როგორ შეეჯახეთ პრობლემას, რატომ გსურთ მისი მოგვარება (თუ პირადი პრობლემაა, მით უკეთესი). მომავლის თქვენეულ ხედვაზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რომელიც სწორედ ამ თქვენი იდეის გამო სრულიად სხვაგვარი იქნება. აქ იგულისხმება იდეა, ტექნოლოგია და ის ადამიანი და გუნდიც, რომელიც ამ იდეას განახორციელებს.

კარგი იდეა ბევრს აქვს, მაგრამ ხშირად თავის გამოჩენას მხოლოდ ის ახერხებს, ვისაც საუკეთესო ისტორია აქვს. თქვენი კომპანიის წარმატების საწინდარი ამ იდეის ისტორიად გადაქცევაა, რომელიც განმარტავს, რატომ არის მისი გადაჭრა მნიშვნელოვანი; რატომ არის თქვენი ვარიანტი მომგებიანი; და რატომ ხართ სწორედ ის ადამიანი, რომელზეც იმედის დამყარება შეიძლება.

More from Entrepreneur

Dustin's experience and expertise can help you monetize your message, build a marketing strategy and connect with influencers.
In as little as seven months, the Entrepreneur Authors program will turn your ideas and expertise into a professionally presented book.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur