სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც სტარტაპებს გლობალური ექსპანსიის დაჩქარებაში დაეხმარება

17 მაისს პროგრამა ილიაუნის თეატრში გაიხსნება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Venture Elevator - ეს არის სააქსელერაციო პროგრამა, რომელიც სტარტაპერებს გლობალური ექსპანსიის დაჩქარებაში დაეხმარება – ხელს შეუწყობს ისწავლონ, განავითარონ საკუთარი იდეა და უკეთ გამოიყენონ გლობალური შესაძლებლობები.

Venture Elevator

17 მაისს პროგრამა, ოფიციალურად, ილიაუნის თეატრში გაიხსნება. 18 მაისიდან კი, ყოველ შაბათ – კვირას სამუშაო შეხვედრები, ტრენინგები და მენტორინგი გაიმართება. ორგანიზატორების თქმით „პროგრამა 6 თვიანია და ორ ეტაპს მოიცავს. მეორე ეტაპი გულისხმობს მენტორებთან შეხვედრებს. ამიტომ, ხელმისაწვდომი იქნება იმ გუნდებისთვის, რომლებიც პროგრამის მიმდინარეობისას წარმოაჩენენ პროგრესს. სულ იქნება 6 უცხოელი მენტორი, რომლებიც საქართველოში სპეციალურად ჩამოვლენ ქართველ სტარტაპებთან შესახვედრად და ინდივიდუალური მენტორინგის გასამართად “.

ორგანიზატორების თქმით,  „დღეს, საქართველოში, სტარტაპებისთვის ბევრი პროგრამაა. Venture Elevator იმით არის გამორჩეული, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო მენტორების ძლიერ გუნდს აერთიანებს. ჩვენ არ გვსურს დროის დაკარგვა. გვინდა, დავეხმაროთ ქართულ სტარტაპებს დააჩქარონ ზრდა, გასცდნენ ქვეყნის ფარგლებს და ჩაერთონ გლობალურ კონკურენციაში. ამიტომ, თუ ხართ სტარტაპგუნდი, მზად ხართ, ისწავლოთ და გაიზარდოთ, ეს პროგრამა თქვენთვისაა. მაგრამ მზად უნდა იყოთ კრიტიკის მოსმენისთვის, ბევრი შრომისა და საკუთარ იდეაში მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანისთვის, თუ ეს საჭირო იქნება“.

როგორც წინასწარ გახდა ცნობილი, შერჩეულია 20 სტარტაპ გუნდი, რომელიც გამოირჩევა როგორც თემატური, ასევე ეთნიკური მრავალფეროვნებით. ჩვენ მუდმივად გაგაცნობთ პროგრამის სიახლეებს.

Venture Elevator-ის დონორია აშშ-ის საელჩო საქართველოში, ხოლო პროგრამის ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და Startup Grind Tbilisi. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო.

მედია მხარდამჭერი: Entrepreneur საქართველო

დამატებითი ინფორმაციისთვის პროგრამის შესახებ გადადი ბმულზე