You can be on Entrepreneur’s cover!

გალფის ქსელში დღეიდან G-Force-ის განახლებული, ეკოლოგიურად სუფთა საწვავი გაიყიდება ტექნოლოგიური ფორმულა მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას ჰაერში

By Entrepreneur-ის გუნდი

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur

გუშინ „Republic"-ში კომპანია გალფმა საკუთარი განახლებული საწვავის პრეზენტაცია გამართა. G-Force-ის უნიკალური დანამატი Green Booster-ი საწვავს უფრო ეკომეგობრულს ხდის. მისი ტექნოლოგიური ფორმულა მნიშვნელოვნად ამცირებს მავნე ნივთიერებების გამოყოფას ჰაერში. მავნე კომპონენტების ემისია მცირდება 40%-ით. ბენზინსა და დიზელში მკვეთრად მცირდება ბენზოლისა და არომატული ნახშირწყალბადების მოცულობითი წილი, სწორედ ეს კომპონენტები განსაზღვრავს საწვავში ეკოლოგიურობის ფაქტორს.

ჩვეულებრივი საწვავისგან განსხვავებით G-Force-ი ზრდის განვლილ მანძილს, შესაბამისად ამცირებს ხარჯს საწვავზე. საწვავის მოხმარება მცირდება 4,7%-ით. საწვავში არსებული სპეციალური ტექნოლოგია ეფექტურად ასუფთავებს ძრავს ნადებისგან 79%-ით და ამცირებს ცვეთას.

საერთაშორისო ლაბორატორია SGS-მა გამოიკვლია განახლებული G-Force-ის პრემიუმისა და ევრო დიზელის ტიპის საწვავები სადაც დადგინა რომ საწვავი სრულად შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით და ევროპის სტანდარტით დადგენილ ნორმებს.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი