You can be on Entrepreneur’s cover!

კონკურენტები კი არა, სხვა სფეროს გამარჯვებულები შეისწავლეთ კონკურენტების შესწავლა მარცხს იწვევს

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Michal Jarmoluk, Pixabay

თქვენს კონკურენტებს საერთოდ არ უნდა მიაქციოთ ყურადღება, მე სწორედ ასე ვიქცევი. ისეთ ანტრეპრენერებთან ერთად ვმუშაობ, რომლებსაც თავისი ბიზნესით შვიდ, რვა და ცხრაციფრიანი მოგება აქვთ და კონკურენციას განსაკუთრებულ მნიშვნელობას არცერთი მათგანი არ ანიჭებს. ისინი რა თქმა უნდა საქმის კურსში არიან, მაგრამ კონკურენტების დამარცხებას არ ცდილობენ. ფაქტობრივად, ბევრი მათგანი საკუთარი ბიზნესის ზრდაში იმდენად დარწმუნებულია, რომ პატარა კონკურენტებს დაეხმარება კიდეც.

თუ უცნაურად გეჩვენებათ ეს სიტყვები, უსათუოდ ბოლომდე უნდა წაიკითხოთ სტატია. თუ დამეთანხმებით და გარკვეულ საკითხებზე აზრს შეიცვლით, საკუთარი ბიზნესის სწრაფი ზრდის საშუალება მოგეცემათ. გარდა ამისა, სრულიად უსარგებლო სტრესსა და ღელვასაც აიცილებთ თავიდან.

როდესაც უზომოდ წარმატებულ ანტრეპრენერს შთაგონების კიდევ ერთი წყარო ესაჭიროება ან ჩვენს ბიზნესს ზრდის დაჩქარება, ამ გზას მივმართავთ. სხვა ინდუსტრიების წარმატებული და დამარცხებული კომპანიების საქმიანობას ვსწავლობთ. აგიხსნით მიზეზს, ამას რატომ ვაკეთებთ. მთლიანად უნდა გავფანტო მითი იმის თაობაზე, რომ კონკურენტების შესწავლა გონივრული ნაბიჯია.

კონკურენტების შესწავლა მარცხს იწვევს

ახალ ამბებში ოდესმე თუ გინახავთ, როგორ შეეჯახა მანქანა ტელეფონის ბოძს სადღაც შუა უდაბნოში? ყოველ წელს ათეულობით ამგვარი შემთხვევა ხდება: ვიღაც შუა უდაბნოში მიქრის, სადაც მანევრებისთვის უსასრულო სივრცეა და მეტრიანი სიგანის ტელეფონის ბოძს მაინც ეჯახება!

ეს ხომ გასაოცარია. ახლა განვიხილოთ, ასე რატომ ხდება: მძღოლები ტელეფონის ბოძს იმიტომ ეჯახებიან, რომ გზაზე კი არა, ბოძზე აქვთ მთელი ყურადღება მიმართული. შესაძლოა, ფიქრობენ კიდეც: „ამ ბოძს არ უნდა შევასკდე", მაგრამ ბოლოს და ბოლოს მაინც ასე ხდება, რადგან ყურადღება მასზე აქვთ გამახვილებული.

აქედან შემდეგი დასკვნის გამოტანა შეიძლება: თუნდაც კატასტროფის თავიდან აცილება გინდოდეთ, ქვეცნობიერი იქით გიბიძგებთ, რაზეც თქვენი ყურადღებაა გამახვილებული. ბიზნესშიც ასე ხდება − კონკურენტებზე ყურადღების გამახვილება, მათთვის თქვენი ბიზნესწილების გადაცემის ტოლფასია. თქვენ პირდაპირ წვრთნით თქვენს სხეულს, კონკურენტებს ენერგიას უგზავნით იმის ნაცვლად, რომ ეს ენერგია საკუთარ ბიზნესს მოახმაროთ.

არ აქვს მნიშვნელობა, შინაგანი ხმა რას გეუბნებათ კონკურენტებზე: „ამას რატომ ჰყავს ჩემზე მეტი კლიენტები?" ან კიდევ − „ამას ბაზრიდან გავაძევებ!" ორივე შემთხვევაში თქვენს ბიზნესს იმ ყურადღებასა და ენერგიას აკლებთ, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს.

ამიტომ გამორჩეული გენერალური დირექტორები და ანტრეპრენერები მთლიანად აკონტროლებენ აზრებს და ყურადღება წარმატებაზე აქვთ გამახვილებული. არ აქვს მნიშვნელობა, ეს სხვა სფეროს წარმატებული ბიზნესების შესწავლას ნიშნავს თუ საკუთარი ბიზნესის წარმატების წინასწარგანჭვრეტას.

სხვა სფეროს წარმატებული კომპანიების შესწავლით, ინოვაციური გახდებით

ინდუსტრიის ლიდერი მაშინ გახდებით, თუ თქვენს სფეროში რაღაც ახლის გაკეთებას სხვებზე ადრე შეეცდებით. სიახლეების სწრაფ დანერგვას კი სხვა სფეროში ინოვაციური ლიდერების საქმიანობის შესწავლით მოახერხებთ − მათი სტრატეგია უნდა გადაიღოთ და პირველმა დანერგოთ თქვენს სფეროში.

Subway − ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. სწრაფი კვების კომპანიამ სენდვიჩის „ჯანსაღი" ვარიანტის სახით გადაწყვიტა ბაზარზე პოზიციონირება და ამისთვის ფიტნესინდუსტრიის გამალებული შესწავლა დაიწყო. საკუთარი მარკეტინგული სტრატეგია წარმატებული სპორტული დარბაზების პერსონალისა და პირადი მწვრთნელებისგან ისესხა, სხვადასხვა ადამიანთა ფოტოებიც კი გამოიყენა.

როგორც პირად მწვრთნელს, საკუთარი შეხედულება მაქვს იმის თაობაზე, თუ რამდენად ჯანსაღია Subway-ს საკვები, მაგრამ მთავარი ეს არ არის. საქმე ისაა, რომ Subway სწრაფი კვების პირველი ობიექტი იყო, რომელმაც საკუთარი პროდუქცია ჯანსაღი სახით წარმოადგინა და ამის გამო გახდა ყველაზე სწრაფად მზარდი და აღიარებული სენვიჩკომპანია მსოფლიოში. ეს კი იმით მოახერხა, რომ სხვა სფეროს წარმატებული კომპანიის გამოცდილება გადაიღო.

დღეს ბუნებრივია Subway გადარჩენისთვის იბრძვის. ეს საკითხი რა ხანია შევისწავლე და აზრიც გამოვთქვი, რომ სხვა სფეროს წარუმატებლობების შესწავლა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც წარმატებებისა.

სხვა სფეროს უიღბლო კომპანიების საქმიანობის შესწავლა მოდუნების საშუალებას არ მოგცემთ

იმ ბიზნესების შესწავლა, რომლებსაც სხვა სფეროში მოეცარათ ხელი, სულაც არ ნიშნავს, რომ საკუთარ დამარცხებაზე ამახვილებთ ყურადღებას და შესაძლოა ეს შემთხვევით რეალობად იქცეს. როდესაც სხვა სფეროს ხელმოცარულებს აკვირდებით, გაკვეთილს იღებთ და არ გეშინიათ, რომ თქვენს ბიზნესსაც იგივე ბედი ეწევა.

Subway-ზე ჩემი აზრი ადრეც გამომითქვამს, ახლა იმავე ტიპის სწრაფი კვების ობიექტ Quiznos-ზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას. გასაოცარი ის არის, რომ Quiznos-ს ყოველთვის გაცილებით უკეთესი ხარისხის ინგრედიენტები ჰქონდა, მაგრამ იგივე წარმატებისთვის არასოდეს მიუღწევია. რა უნდა იყოს ამის მიზეზი?

ამ შეკითხვაზე ერთადერთი პასუხი მარკეტინგია. Subway-ს შესანიშნავი, ინოვაციური სენდვიჩების ნებისმიერი სხვა მაღაზიისგან განსხვავებული მარკეტინგული სტრატეგია ჰქონდა. ახალი კლიენტების მოსაზიდად კი, სახელგანთქმული $5-იანი 30-სანტიმეტრიანი სენდვიჩი, ისეთი სატყუარა ჰქონდა, რომ ცდუნებას ვერავინ უძლებდა. Quiznos-ს კი, საერთოდ არ ჰქონია ნამდვილი მარკეტინგული სტრატეგია. ნაცვლად ამისა, მხოლოდ უცნაური სარეკლამო რგოლები − spongmonkey.

„ეს სარეკლამო რგოლები სასაცილოა?" − რა თქმა უნდა, მაგრამ თუ არასოდეს გაგისინჯავთ Quiznos, სავარაუდოდ არც მოგინდებათ ერთხელ მაინც დააგემოვნოთ. ხოლო თუ იქ ოდესმე ყოფილხართ, არ გიბიძგებთ კიდევ ერთხელ შეიაროთ. მარკეტინგულმა გუნდმა კლასიკური საბედისწერო შეცდომა დაუშვა − ადამიანების ყურადღება მიიპყრო მხოლოდ ისე, რომ მათთვის საკვების მნიშვნელოვანი უპირატესობა არ უჩვენებია. მაგალითად, ყურადღება არ გაუმახვილებია იმაზე, რომ ხარისხიან ინგრედიენტებს იყენებდნენ და ამის გამო ჰქონდა მათ სენდვიჩს უკეთესი გემო. სინამდვილეში კი, ეს ფაქტი Quiznos-ს სრულიად გამორჩეულს გახდიდა, განსაკუთრებულ უპირატესობას მიანიჭებდა.

აქედან ერთი მნიშვნელოვანი რამ შეიძლება დავასკვნათ: თქვენი, როგორც ანტრეპრენერის, წმინდა მოვალეობა პროდუქტის იმ უპირატესობების გათვალისწინებით გაყიდვაა, რომლებსაც ბაზარს აწვდით. ის ერთადერთი, რაც ვინმეს ოდესმე თქვენი კონკურენტებისგან კი არა, თქვენგან რაღაცის შეძენას გადააწყვეტინებს, თქვენი პროდუქტის ღირსებაა. ეს ყველა ბიზნესიმპერიის მთავარი პრინციპია და ამიტომ ნებისმიერი წარუმატებლობა ბიზნესში გაფრთხილებად უნდა მიიჩნიოთ, რომ ეს უმთავრესი პრინციპები არ უნდა დაივიწყოთ.

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან