7 მიზეზი, თუ რატომ აქვს დიდი მნიშვნელობა საძიებო სისტემის ოპტიმიზაციას ნებისმიერი სტარტაპისთვის

თქვენს სტარტაპს მეტისმეტად მოკრძალებული ფინანსური შესაძლებლობებიც რომ ჰქონდეს, უკიდურეს შემთხვევაში დამოუკიდებლად მაინც უნდა სცადოთ საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია

Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

SEO ეხმარება სტარტაპებს ტრაფიკის მიღებაში, რომელსაც კონვერსიისა და მოგების მოტანა შეუძლია.

Gerd Altmann, Pixabay
სოციალურ ქსელებში რეკლამაზე ფულის დახარჯვისა და სხვა მარკეტინგული ტაქტიკის გამოყენების ნაცვლად, მაკგოვერნი SEO-ს შექმნას და Google-ის საუკეთესო მეთოდების კურსში ყოფნას გირჩევთ. 

„შესაძლოა პროდუქტის ინსტალაციას ახდენთ ან გამომცემელი ხართ და შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ“, − აცხადებს მაკგოვერნი, − „თუ გარკვეული საკვანძო სიტყვების დახარისხებას შეძლებთ, რომლებსაც ხშირად არ იყენებენ და ზოგიერთი გრძელი საკვანძო სიტყვებივით კონკურენტუნარიანი არ არიან, ორგანული ტრაფიკის მართვის დაწყება შეგიძლიათ“.

„დამტკიცებულია, რომ ორგანული ტრაფიკი ისეთ საძიებო სისტემაში ძიებისას მოდის, როგორიცაა მაგალითად Google, და რომელიღაც სხვა ტიპის ტრაფიკზე 400 პროცენტით უკეთ შეუძლია კონვერსია ელექტრონული მარკეტინგის გარდა“,- აცხადებს იგი.

 

3. ეს უფასოა

SEO შესაძლოა უფასო იყოს სხვა მრავალ ინსტრუმენტთან ერთად. როგორიცაა მაგალითად Google Analytics და Google Search Console,  რომლებიც აუცილებელია მის გამოსაყენებლად.

Google Analytics შესაძლებლობას გაძლევთ დაინახოთ, რას აკეთებს მომხმარებელი ვებგვერდზე ან პლატფორმაზე. Google Search Console დამფუძნებელს უჩვენებს, კონკრეტულად რას ეძებდა ვიზიტორი და როგორ მოხვდა ამ საიტზე. ასევე შეიძლება ე.წ. 404 ბმულების აღმოჩენა, რომლებიც არ მუშაობენ და ცუდ გავლენას ახდენენ SEO-ს „ჯანმრთელობაზე“.

„ამ შემთხვევაში მხოლოდ დროა აუცილებელი. დრო ფულის წინააღმდეგ“, − ამბობს სკოტ მაკგოვერნი, − „თქვენ, როგორც სტარტაპს, ერთადერთი, რაც გაქვთ, დროა. შეგიძლიათ Google-ის მთელი პლატფორმა გაიაროთ და დაადგინოთ, როგორ უნდა ააწყოთ ეს პროცესი, რა უნდა გამოიყენოთ − Shopify, WordPress, Magento თუ ნებისმიერი სხვა.

თანხების დაზოგვის გზებიც არსებობს იმ კომპანიებისთვის, რომლებიც მაღალი რანგის პროფესიონალებს ეძებენ SEO-კომპანიაში.

 

4. SEO სტარტაპებს სწორი ბიზნესგადაწყვეტილებების მიღებაში ეხმარება

მონაცემები, რომლებიც დამფუძნებელს კლიენტის ქცევის გაგებაში ეხმარება, შესაძლოა სხვა მნიშვნელოვანი მოქმედებისას იქნას გამოყენებული. ეს ინფორმაცია ეხება ზოგად ბიზნესსტრატეგიას დამფუძნებლის გადაწყვეტილების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც სტარტაპის წარმატებულ გაშვებასა და ზრდას განაპირობებს.

როგორც კი გამოარკვევთ, ვინ არის მომხმარებელი, იმის დადგენასაც შეძლებთ, როგორ უნდა მოახერხოთ მისი კონვერსია. შემდეგ კონკრეტული clickfunnels-ის შექმნით, მის ვერტიკალურ ინტეგრირებას მოახდენთ,  რომელიც ამ კონკრეტულ მომხმარებელზეა ორიენტირებული.

მაგალითად, შეგიძლიათ თქვათ: „ჩემი მომხმარებელი 24 წლის მამაკაცია, რომელიც ძირითადად ქვეყნის ამ ნაწილში ცხოვრობს“. შემდეგ შეგიძლიათ ინფორმაციის შექმნა, რომელიც სპეციალურად ამ კონკრეტულ მომხმარებელზეა ორიენტირებული.

SEO-მონაცემებმა შესაძლოა სხვა ბიზნესგადაწყვეტილებებიც შეგატყობინოთ.

თუ ერთი საკვანძო სიტყვა კარგად მუშაობს, სხვა საკვანძო სიტყვების შექმნასაც შეძლებთ, რომლებსაც არცთუ ხშირად ეძებენ“, − განმარტავს მაკგოვერნი. ან შესაძლოა სხვა გრძელი საკვანძო სიტყვებიც მოძებნოთ, რომელთა მართვაც სხვა ტრაფიკით შეგიძლიათ დიდი კონვერსიებისთვის.

 

5. Google-ისთვის ოპტიმიზაცია მომხმარებლის ნდობას აძლიერებს

SEO სტარტაპებს მინიმალური ძალისხმევით პოტენციურ კლიენტებთან ურთიერთობის დამყარებაში ეხმარება. კომპანია მომხმარებლის ნდობის დამსახურებას უკვე იწყებს, როდესაც ძიების მაღალი შედეგები აქვს. ამაზე დაყრდნობით მას უკვე შეუძლია პატივისცემისა და ნდობის მოპოვებაზე იზრუნოს, რაც ასე აუცილებელია ახალი ბრენდისთვის, რომელიც კონვერსიისთვის ციფრულ არხებზე ამყარებს იმედს.

„ბოლოს ერთ-ერთი კომპანიისთვის ორგანული ტრაფიკიდან 180 000 წერილი შევაგროვეთ“, − ამბობს მაკგოვერნი, − „არ აქვს მნიშვნელობა, რას ითხოვენ ადამიანები, როდესაც თქვენი ძიების შედეგებს ნახულობენ Google-ში − ახალი ამბების გამოწერას თუ მხოლოდ ინფორმაციას ფასდაკლებაზე. ეს ავტომატურად არწმუნებს მომხმარებელს, რომ თქვენი ბიზნესის ნდობა შეუძლია“.

 

6. SEO-ოპტიმიზაციით შეძენილ აუდიტორიასთან გრძელვადიანი ურთიერთობა გექნებათ

რეკლამაში ფულის გადახდა ხანმოკლე შედეგებს განაპირობებს მაღალ ფასად.

SEO ეხმარება კომპანიებს, ვიზიტორებს, ის ინფორმაცია მიაწოდონ, რომელიც მათ სურთ. SEO რეკლამის ვადის ამოწურვის შემდეგ, წარუმატებელი ტრაფიკის ნაცვლად, დროთა განმავლობაში აუდიტორიას შეგძენთ.

რაც უკეთესი და პოპულარულია თქვენი ინფორმაცია, მით ძლიერი გახდება დროთა განმავლობაში მისი SEO, რადგან სხვა წყაროები  თქვენზე მიუთითებენ და Google სპამის კი არა, ხარისხიანი ინფორმაციის მიწოდების გამო დაგაჯილდოვებთ“, − ამბობს მაკგოვერნი.

ბუნებრივია, SEO-ს მუდმივად სჭირდება შენახვა.

„Google-ი გამუდმებით აახლებს თავის პროგრამებს, რომლებიც თქვენს ბიზნესზე შესაძლოა ახდენენ ან არ ახდენენ გავლენას“, − ამბობს იგი, − „ძიება ერთჯერადი გადაწყვეტილება კი არა, განახლების მუდმივი პროცესია“.

სწორედ ამის გამოა მნიშვნელოვანი SEO-მარკეტინგის ტენდენციების კურსში დარჩენა 2019 წელს.

 

7. SEO სტარტაპებისთვის შედეგებს უზრუნველყოფს 

ციფრულ სივრცეში არსებობას ნებისმიერი სტარტაპისთვის, დარგის მიუხედავად, გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. SEO საუკეთესო საშუალებაა ბრენდის ცნობადობის ასამაღლებლად და მხარდაჭერის მოსაპოვებლად. ოპტიმიზაციის ინსტრუმენტები კომპანიებს საშუალებას აძლევს ადვილად მიიღონ ცნობები თავიანთ აუდიტორიაზე. გარდა ამისა, საძიებო სისტემის ოპტიმიზაცია ყველაზე იაფი გზაა კლიენტების ბაზის შესაქმნელად და მომხმარებლის ნდობის მოსაპოვებლად.

ბრენდზე მუშაობის საუკეთესო გზა სტარტაპებისა და შემდგარი კომპანიებისთვის, რომლებსაც მასშტაბურ სარეკლამო კამპანიებზე თანხის გაღება არ სურთ, საძიებო სისტემის ოპტიმიზაციაა.