You can be on Entrepreneur’s cover!

სტარტაპისთვის კაპიტალის მოზიდვის საფუძვლები თუ კაპიტალის მოსაზიდად ნათლად ჩამოყალიბებული გეგმა და გზა არ გაქვთ, სავარაუდოდ ძვირფას დროს ფუჭად დახარჯავთ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

TheDigitalWay, Pixabay

ფინანსები ბიზნესის მაცოცხლებელი ძალაა. თუ ამოგეწურათ და აღარც დამატებით რესურსებზე მიგიწვდებათ ხელი, მორჩა − თამაში დასრულებულია. თქვენი უმთავრესი ამოცანა და ყველაზე დიდი პრობლემა, როგორც სტარტაპის დამფუძნებლისთვის, კაპიტალის მოზიდვა გახდება; თუმცა, ყველა მცდელობა ამაო იქნება, თუ სერიოზულ გეგმას არ ჩამოაყალიბებთ, რა გზას უნდა დაადგეთ. უამისოდ, უბრალოდ ძვირფას დროს დაკარგავთ, რომელსაც რაღაც სხვაში ბევრად უკეთ გამოიყენებდით.

ასე რომ, თქვენი ბიზნესის წარმატებისთვის გადამწყვეტი კაპიტალის მოზიდვის საფუძვლებში გარკვევა უნდა გახდეს. სავარაუდოდ, გზიდან გადახვევა არ მოგიწევთ, თუ მოვლენების შუაგულში ხართ და უკვე ნათლად იცით, რა უნდა გააკეთოთ იმის მისაღებად, რაც გჭირდებათ.

კაპიტალის მოძიებისას შემდეგი ეტაპები აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ:

მოსამზადებელი სამუშაოები

ფინანსების მოძიებაში უკიდურესად მნიშვნელოვანი წინასწარ მომზადებაა, თუმცა ანტრეპრენერები ამ ეტაპს უმეტესად არც კი ითვალისწინებენ. კომპანიის საქმიანობა განუწყვეტლივ უნდა აკონტროლოთ, სრულად მოაწესრიგოთ, თუ მთელი თქვენი რესურსის მუდმივად თქვენსავე ბიზნესში ინვესტირება არ გსურთ.

მხოლოდ თქვენი გუნდის კი არა, თქვენი დარგის და კონკურენტების საქმიანობა უნდა შეისწავლოთ ძირფესვიანად. ბაზარი, თქვენი პროდუქტები უნდა შეაფასოთ, ფინანსური პროგნოზები მოამზადოთ და ზუსტად დაადგინოთ, რა თანხა უნდა მოიზიდოთ. ამასთან, ისიც განსაზღვროთ სესხის გამოყენება სჯობს თუ კაპიტალის.

ფონდების მოძიებისას ყველაზე შრომატევადი მოსამზადებელი სამუშაოებია და ყველაზე დიდ დროსაც მოითხოვს. თუმცა, თუ ზუსტად იცით, რა გინდათ და გონებაში ამ ვარიანტებს რაციონალურად დაალაგებთ, მარტივად მიხვდებით, ვის უნდა მიმართოთ, სად უნდა ეძიოთ ფინანსები.

არ დაივიწყოთ, რომ ინვესტორებთან შეხვედრებზე რთულ შეკითხვებს დაგისვამენ, ამიტომ ყველა საჭირო ინფორმაციით უნდა იყოთ აღჭურვილი.

სხვადასხვა ტიპის ინვესტორთა კვლევა

უკვე დადგენილი გაქვთ, ვის უნდა მიმართოთ და რა თანხა უნდა მოითხოვოთ, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ რასაც ითხოვთ, მიიღებთ. როდესაც საქმე ფინანსურ საკითხებს ეხება, თქვენთვის უკეთესი იქნება, თუ ბევრ ვარიანტს გაითვალისწინებთ და სათადარიგო გეგმა ყოველთვის ხელთ გექნებათ.

უამრავი სხვადასხვა ტიპის ინვესტორი არსებობს, როგორებიც არიან მაგალითად, დამფუძნებელი, ოჯახი, მეგობრები, ვენჩურული კაპიტალისტები, ქველმოქმედი ინვესტორები, დამოუკიდებელი ორგანიზაციები, ბიზნესინკუბატორები, საინვესტიციო ჯგუფები და ა.შ.

გაითვალისწინეთ, რომ დაფინანსების ზოგიერთი ფორმა სხვებზე ძვირია და სარისკო. ასევე შეგიძლიათ საკრედიტო ბარათების, საკრედიტო ხაზის, საბანკო კრედიტის და სხვა საშუალებების გამოყენება. დაფინანსების ეს ვარიანტები სულ ბოლო ან სარეზერვო უნდა იყოს, რადგან ისინი უმეტესად თქვენი ბიზნესის რეალურ ან პოტენციურ ღირებულებაზე კი არა, თქვენი პირადი ფინანსებისა და აქტივების მდგომარეობაზეა დამოკიდებული.

პრეზენტაციისთვის მზადება

ყველამ კარგად იცის, რომ ფინანსების მოსაზიდად აუცილებელი პირობა პრეზენტაციაა და ისიც ცნობილია, როგორ უნდა მოამზადოთ ეფექტური პრეზენტაცია. პრეზენტაციის მთავარი პრინციპი თქვენი ბიზნესის ყველაზე საინტერესო ასპექტებზე ყურადღების გამახვილებაა. ამავე დროს, არც თქვენი სამიზნე აუდიტორია უნდა დაივიწყოთ და არც ის, თუ რა არის ინვესტორებისთვის მნიშვნელოვანი.

როგორც წესი, სრულიად საკმარისია 10-15 სლაიდზე წარმოდგენილი ინფორმაცია თქვენს კომპანიაზე, გუნდზე, კონკურენტებზე, სამიზნე ბაზარზე, მთავარ ეტაპებზე, მომავლის გეგმებზე და დაფინანსებასთან დაკავშირებულ მოთხოვნებზე. პოტენციური ინვესტორები ამ ინფორმაციისა და საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით უკეთ შეძლებენ გადაწყვეტილების მიღებას, თუ რა გზას უნდა დაადგნენ.

დაკავშირება და პოტენციური ინვესტორების მოძებნა

უზომოდ ბევრ ადამიანს ალბათ ვერასოდეს გაიცნობთ. არც ის არის აუცილებელი, ახალი კავშირების დამყარებისას მუდამ თქვენი ბიზნესის განვითარებას ცდილობდეთ − სხვა ადამიანებსაც უნდა დაეხმაროთ. ეს დადებით რეპუტაციას შეგიქმნით და სავარაუდოდ, ისინიც დაგეხმარებიან იმის მიღწევაში, რაც გსურთ.

თუ წინასწარ გეცოდინებათ, რომ თქვენი ბიზნესიდეის დაფინანსებაზე ბევრჯერ მიიღებთ უარს და ცხოვრებაში ასეთი რამეები ხშირად ხდება, გულიც ნაკლებად გეტკინებათ და სტრესსაც აიცილებთ თავიდან. საქმე ის არის, რომ შესაძლოა, ზოგიერთ ინვესტორს ზუსტად იმ წუთას არ ჰქონდეს თქვენი დაფინანსების შესაძლებლობა. სხვებისთვის კი, თქვენი კონცეფცია უბრალოდ შეუფერებელი იყოს.

ინტერნეტით სხვადასხვა საინვესტიციო ჯგუფისა და რესურსის ძიება ნამდვილად ღირს, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადვილი შესაძლებელია მის უძირო და უკიდეგანო შავ ხვრელში აღმოჩნდეთ. როგორც კი პოტენციურ ინვესტორზე რაიმე ინფორმაციას მოიძიებთ, მასთან მაშინვე აქტიური ურთიერთობა დაამყარეთ, აუცილებლად დარეკეთ და წერილებიც გააგზავნეთ.

კომპანიების მოძებნა, რომლებიც თქვენს სფეროს აფინანსებენ

თუ გარკვეული სამიზნე აუდიტორიისთვის უკვე მზად გაქვთ ბიზნესმოდელი, შესაძლოა მოძებნოთ ინვესტორები, რომლებიც ამ ტიპის კომპანიებს აფინანსებენ.

ეს სულაც არ ნიშნავს, რომ დაფინანსების დამატებითი წყაროების მოძიება არ გჭირდებათ. მოსინჯვა ნამდვილად ღირს, თუ კაპიტალის მოძიების პროცესს ინდივიდუალური გადაწყვეტილებებიც გაგიმარტივებთ.

ყველაფერი იდეალურ წესრიგშიც რომ გქონდეთ, მაინც არ არსებობს კაპიტალის იმ ინვესტორებისგან მიღების გარანტია, ვისგანაც ცდილობთ. მიუხედავად ამისა, არ დაივიწყოთ, რომ პრობლემების მოგვარება ანტრეპრენერობის განუყოფელი ნაწილია. როდესაც გზად დაბრკოლებები შეგხვდებათ, თავდაჯერება უნდა შეგმატოთ იმ ფაქტმა, რომ ყველა ვარიანტი უკვე გათვლილი გაქვთ. ამასთან, ისიც იცით, საჭირო თანხის მოსაზიდად რა უნდა გააკეთოთ. სამწუხაროდ, ზოგჯერ მხოლოდ ესაა, რაზეც იმედების დამყარება შეგიძლიათ.

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"

ლიდერობა

5 უმნიშვნელოვანესი ლიდერული თვისება

ლიდერი ყოველთვის უსმენს თავის გარშემომყოფებს და საკუთარ აზრს უპირატესად არ მიიჩნევს