My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

მარკეტინგი

„მილენიალების" ყურადღების მიქცევის 4 მარტივი გზა

ე.წ. „მილენიალები" სოციალური ქსელის ყველაზე დიდი თაობაა და მათი იგნორირება ნამდვილად არ ღირს
„მილენიალების" ყურადღების მიქცევის 4 მარტივი გზა
ფოტო: Pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

სოციალურ ქსელში ყურადღების მისაპყრობად რა ხანია დიდი ბრძოლაა გაჩაღებული. ახლა ყველა ციფრულ მარკეტინგს ანიჭებს უპირატესობას, ტრადიციულ მეთოდებს უწინდებური ყურადღება აღარ ექცევა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ დღეს პრაქტიკულად მთელი სამყარო ინტერნეტშია. მილენიალები კი დღეისათვის სოციალური ქსელის ყველაზე დიდი თაობაა და ამიტომ მათი იგნორირება ნამდვილად არ ღირს. ბრენდები მიზანმიმართულად ცდილობენ მეტი რესურსების გამოყოფას იქ, სადაც სავარაუდოდ კაპიტალის ყველაზე დიდ უკუგებას  მიიღებენ.

ციფრული მარკეტინგის ერთ-ერთი სწორი მეთოდი მარკეტინგი გახდა სოციალურ მედიაში. გარდა იმისა, რომ მარკეტინგის ეს ფორმა მართლაც უზომოდ ეფექტურია, იგი სწორიცაა, რადგან სოციალური ქსელის მთავარმა პლატფორმებმა კარგთან ერთად ცუდი შეფასებებიც მიიღეს იმის გამო, თუ რამდენად მარტივია მათთვის მომხმარებლის მოზიდვა და კიდევ არაერთხელ დაბრუნება.

ექსპერტების უმრავლესობა გამუდმებით მარკეტინგის საკითხს უტრიალებს სოციალურ მედიაში. კერძოდ, როგორი უნდა იყოს მარკეტინგი, რომ „მილენიალების“ ყურადღების დამსახურება შეძლოს. გაეცანით მარკეტინგული აქტივობის ოთხ მარტივ, მაგრამ ეფექტურ სტრატეგიას.

მსგავსი სტატია: 4 სტრატეგია წარმატებული ონლაინ მარკეტინგისთვის

1. მეტი ინტერაქცია აუდიტორიასთან

„მილენიალები“ Facebook-ს და Instagram-ს მხოლოდ იმიტომ არ ათვალიერებენ, რომ აუცილებლად რაიმეს ყიდვა სურთ. ეს არ დაივიწყოთ, თუ სარეკლამო კამპანიის შერჩევაზე ფიქრობთ და გაითვალისწინეთ, რომ საკითხს შემოქმედებითად უნდა მიუდგეთ. ეს კამპანია ყველასგან გასხვავებული და „მილენიალებზე“ მიმართული უნდა იყოს. მათ თქვენი უნდა დაიჯერონ და მყიდველები/მომხმარებლები გახდნენ. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე კარგი ამ შეთხვევაში გამოწვევების გაგზავნა და კონკურსებია. ადამიანებს მოსწონთ, როდესაც გაბედული ნაბიჯის გადადგმისკენ უბიძგებენ, შემდეგ ისინი მეგობრებსაც მოუწოდებენ (თუნდაც ყინულიანი სათლით წყლის თავზე დასხმა გავიხსენოთ − გვერდითი ამიოტროფული სკლეროზის ცნობადობის ასამაღლებლად დაწყებული კამპანია, რომელიც მთელმა მსოფლიომ აიტაცა).  

2. იყავით მარტივი და უშუალო

„მილენიალების“ ყურადღების მიპყრობა საკმაოდ რთულია, რადგან ისინი  სხვადასხვა პლატფორმაზე ბევრ უწესრიგობას აწყდებიან. რის გაკეთება შეიძლება ასეთ ქაოსში?

სოციალური ქსელების უმრავლესობა მომხმარებელს ინფორმაციის სხვადასხვა გზით ჩატვირთვის საშუალებას აძლევს: გამოსახულება, ვიდეო, გიფი, ჩვეულებრივი ტექსტი და ა.შ. სწორედ ეს ბევრი შესაძლებლობა გიშლით ხელს თქვენი აუდიტორიისკენ მიმავალი გზის გაკვალვაში. თუმცა, სწორედ ამის გამო უნდა გაამახვილოთ ყურადღება, რომ საკუთარ თავს არ ავნოთ. უნდა იცოდეთ, როგორ გამოიყენოთ სწორად ალტერნატივები, რომ  ამ ინფორმაციის შექმნისას გადახდილი თანხა ფუჭად გადაყრილი არ აღმოჩნდეს.

როდესაც „მილენიალების“ ყურადღების მისაპყრობად სოციალური ქსელების ინფორმაციას იყენებთ, თქვენი შეტყობინებები აუცილებლად მარტივი უნდა იყოს. ცნობილია, რომ „მილენიალებს“ ჟარგონი არ უყვართ და სავარაუდოდ არ მოეწონებათ ბრენდები, რომლებიც ჟარგონს იყენებენ. არ დაივიწყოთ ეს − ადამიანების ყურადღების მიპყრობის საუკეთესო გზა მათ ენაზე ლაპარაკია.

გარდა ამისა, აუცილებლად მარტივად და უშუალოდ, ყოველგვარი ფორმალობის გარეშე უნდა ელაპარაკოთ მათ − ეს გულს გაულღობთ. მათ დალაპარაკება სურთ და მიუხედავად იმისა, რომ თქვენი პროდუქტის გაყიდვაზე ფიქრობთ, ისიც გაითვალისწინეთ, რამდენად ხელსაყრელია ეს მათთვის. უშუალო ინფორმაციის შექმნა თქვენს ბრენდს გააცოცხლებს და გაცილებით დიდ გავლენას მოახდენს მათზე.

მსგავსი სტატია: ძვირფასო მომხმარებლებო, გადაგვარჩინეთ!

3.  ჩატბოტი, ანუ რობოტი კონსულტანტი შექმენით

ჩატბოტები სოციალური პლატფორმების უმრავლესობის განუყრელი ელემენტი გახდა. მათგან ყველაზე აღსანიშნავი Facebook-ია. მათ აქტუალობას ზოგიერთი უნიკალური თვისება განაპირობებს.

უპირველესად, ჩატბოტები უამრავი კლიენტის მოზიდვის საშუალებას იძლევა, რადგან მომხმარებელს პროდუქციის კატალოგს აცნობს და შეძენის საშუალებასაც აძლევს. ეს განსაკუთრებით აქტუალურია ისეთ პლატფორმაზე, როგორიცაა Facebook, სადაც მომხმარებელს პროდუქტის შეძენის შესაძლებლობა Messenger-იდან გამოუსვლელად ეძლევა.

მეორე − ჩატბოტების მეშვეობითაა შესაძლებელი მომხმარებლისთვის კვალიფიციური დახმარების გაწევა, მათთან  კავშირის დამყარება და პირადად მომსახურება. ეს გულითადი საუბრების დაწყებისკენ მიმავალი გზაა. ისინი მომხმარებლის სეგმენტირების საშუალებას მათი მოქმედებების საფუძველზე გაძლევენ. ეს, თავის მხრივ, საშუალებას გაძლევთ, ინფორმაცია ზუსტად მათი მოთხოვნებიდან გამომდინარე მიაწოდოთ.

ყველაზე კარგი ისაა, რომ ჩატბოტები ქმნიან ვერსიას, როდესაც ეს მომსახურება კვირაში შვიდი დღე, 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი. ისინი თქვენს ბიზნესს პოტენციურ ან არსებულ კლიენტებთან ურთიერთობაში ეხმარებიან, რაც სტრატეგიულ უპირატესობას გაძლევთ. საბედნიეროდ, არატექნიკურ გუნდებს საკმაოდ მარტივად შეუძლიათ ჩატბოტების შექმნა. ასე რომ, თუ მარკეტინგის გააქტიურება გსურთ, უკვე იცით როგორ უნდა მოიქცეთ.

4. გამოიყენეთ WhatsApp-ის შესაძლებლობანი

Statista-ს მიხედვით, WhatsApp-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად 1.2 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავდა 2017 წელს. კომპანიები თავს იმის უფლებას ვერ მისცემენ, რომ ეს შესაძლებლობა სათანადოდ არ გამოიყენონ.

ახლობლებთან ურთიერთობისთვის WhatsApp-ს ბევრი „მილენიალი“ იყენებს, ამასთან იმისთვისაც, რომ საქმის კურსში იყვნენ, იცოდნენ რა ხდება იმ ჯგუფებში, რომლებსაც მიეკუთვნებიან. რთული არაა იმის მიხვედრა, რომ თქვენი მარკეტინგული შესაძლებლობების გამოყენება „მილენიალებთან“ პლატფორმის გამოყენებით უზომოდ ეფექტური იქნება.

გარდა ამისა, Facebook უკვე ფიქრობს კომპანიებს WhatsApp-ზე რეკლამის გაკეთება შესთავაზოს Facebook Ads Manager-ის მეშვეობით. თუმცა ჯერ კიდევ ადრეა − პირველი მიმდევრებისთვის, როგორც ნებისმიერი სხვა ტენდენციის შემთხვევაში, ეს გარკვეული რისკია. მაგრამ ისინიც შეძლებენ დიდი სარგებლის მიღებას, თუ საკუთარ სტრატეგიას პლატფორმასთან შეათანხმებენ.

More from Entrepreneur

Jon Horowitz is dedicated to helping brands with grow their social footprint by aligning with influencers and creating innovative content.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur