ახალი ქართული ციფრული პლატფორმა ახალი ტურისტული გამოცდილებებისთვის

როცა მოგზაურობა დაუვიწყარ გამოცდილებად იქცევა
ახალი ქართული ციფრული პლატფორმა ახალი ტურისტული გამოცდილებებისთვის
ფოტო: ირაკლი დოლიძე
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ახალ ტურისტულ სეზონს საქართველო ახალი ტურისტული პლათფორმით ხვდება, რომელსაც კომპანია Wehost სთავაზობს.

Wehost პირველი Airbnb მენეჯმენტ კომპანიაა საქართველოში, რომელიც ონლაინ პლათფორმაზე ბინის ქირაობისა და გაქირავების მსურველებს ერთმანეთთან დაკავშირებაში ეხმარება. მის შესახებ ჩვენმა მკითხველმა უკვე კარგა ხანია იცის.

მსგავსი სტატია: We Host, You Rest

კომპანია წარმატებით აგრძელებს საქმიანობას და ის უკვე ახალი ბაზრების ძიებაშია. სულ ახლახან წარმომადგენლობა გახსნეს ბათუმში, რაც დიდი გეგმის მხოლოდ პირველი ნაბიჯია. შემდეგი იქნება გუდაური და ბაკურიანი. ამ ეტაპზე, კომპანია 170 ბინის მართვას ახორციელებს, რომლებმაც გასულ თვეს, მაისში, 3000 ვიზიტორის უმასპინძლეს.

გარდა მასშტაბირებისა, გუნდი გეგმავს პროდუქტების დივერსიფიცირებას. სწორედ Wehost-ის საშუალებით, ციფრულ სამყაროში ახალი ქართული პლატფორმა −WehostXp გამოჩნდა. იგი ტურისტებსა და მასპინძლებს შორის ერთგვარი მედიატორის ფუნქციას შეასრულებს, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს დაუვიწყარი გამოცდილების მიღების მსურველ ტურისტს და კონკრეტული გამოცდილებითი სერვისის მქონე მასპინძელს.

პლატფორმაზე საკუთარი ტურის შექმნა და განთავსება ნებისმიერი მსურველისთვის შესაძლებელია. როგორც დამფუძნებელმა, ნიკა ანჯაფარიძემ ანტერპრენერს განუცხდა, მსურველებს მისი საშუალებით ჰობის გარდაქმნა კონკრეტულ სერვისად შეეძლებათ, რომელსაც დაინტერესებულ პირებს შესთავაზებენ, ეს კი ტურისტული კომპანიების მიერ შეთავაზებული და გავრცელებული სერვისებისგან განსხვავებული გამოცდილება იქნება ტურისტისთვის.

ახალი პროდუქტი სულ რაღაც ორი კვირაა ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში უკვე 40 ორიგინალური ტური დარეგისტრირდა, რომელიც მანამდე ბაზარზე არ არებობდა. აღსანიშნავია, რომ უკვე დაფიქსირდა შეკვეთებიც.

პლატფორმა ტურების უსაფრთხოებაზეც ზრუნავს და სერვისების ავტორებთან თითოეულ დეტალს გულდასმით ამოწმებს, რათა გაუგებრობები და ხარვეზები მაქსიმალურად თავიდან იქნას აცილებული. პლატფორმის საშუალებით სასურველი სერვისების შეძენა არა მხოლოდ უცხოელი ტურისტებისთვის, არამედ ქართველებისთვისაც საკმაოდ მოქნილი შესაძლებლობა და საინტერესო გამოცდილება იქნება.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur