საქართველოში ქვევრის ფორმის 3D-გრილი დაიბეჭდება

როცა კულტურული მემკვიდრეობა ჩვენი ყოველდღიურობა ხდება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

3D-პრინტერით დაბეჭდილი ქვევრის − QVEVRI XYZ-ის შემდეგ მისი ავტორი დავით მიზანდარი ამჟამად სამგანზომილებიანი ქვევრის ფორმის გრილის 3D-პრინტერზე დაბეჭდვას აპირებს.

qvevri.xyz

უფრო ვრცლად სტარტაპის შესახებ, რომელმაც 3D პრინტერით ქვევრი დაბეჭდა, იხილეთ ბმულზე. ეხლა კი სტარტაპის ახალ პროდუქტზე გვსურს გესაუბროთ, რომლის დიზაინიც უკვე შემუშავებულია. თიხის გრილი ასევე თიხის 3D-პრინტერის მეშვეობით შეიქმნება და სხვადასხვა ზომისა და წონის იქნება. როგორც ავტორი ვარაუდობს, გრილის წონა 30 კილოგრამიდან 300 კილოგრამამდე იმერყევებს და მისი გამოყენება როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე სარესტორნო ბიზნესისთვის იქნება შესაძლებელი.

საინტერესოა გრილის დიზაინიც, რომელიც ურმის ფეხებით იქნება გაწყობილი და მის გარე ზედაპირზე საქართველოს დროშა გამოისახება.  გრილი ავტომატურად დაარეგულირებს ჟანგბადის შემავალ ნაკადს, გამომავალ კვამლს და ტემპერატურას.

ინოვაციური ტექნოლოგიით შექმნილი თვითრეგულირებადი თიხის 3D- გრილის გაყიდვაში ჩაშვების ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია, თუმცა ეს საქართველოში წარმოებული გრილის პირველი პრეცედენტი იქნება, რომელიც დიზაინის თვალსაზრისით და შემცველობით ქვევრის ანალოგს წარმოადგენს.