You can be on Entrepreneur’s cover!

Entrepreneur-ის ივნისის ნომრის და ვებგვერდის www.entrepreneur.ge პრეზენტაცია

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ალექსეი სეროვი

14 ივნისს Moxy Tbilisi-ში Entrepreneur-ის ივნისის ნომრის და საიტის www.entrepreneur.ge-ს პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას დაესწრნენ ჟურნალ Entrepreneur-ის სხვადასხვა ნომრის გმირები, გამოცემის კონტრიბუტორები, ბიზნესპარტნიორები და Entrepreneur Club-ის წევრები.

ღონისძიება გახსნა ჟურნალის მთავარმა რედაქტორმა გიორგი შარაშიძემ, რომელმაც სტუმრებს ივნისის თვის ახალი ნომერი და ახალი პროდუქტი, ჟურნალის ონლაინ ვერსია − Entrepreneur.ge, წარუდგინა, რომელზეც ვრცლად ვების რედაქტორმა, ნატო ჩაკვეტაძემ ისაუბრა. სტუმრებმა ჟურნალის ონლაინვერსიის მიზნები, თემატური მიმართულებები და კონტენტ-ტიპები გაიცნეს, სამომავლო გეგმებთან ერთად, სადაც მკითხველის ჩართვას სავანძო როლი ექნება. აქცენტი გამახვილდა საიტის მომხმარებლებისთვის ახალი ფორმების შეთავაზებაზე, ვიდეობლოგების (ვლოგები), ვიდეოინტერვიუებისა და პოდკასტების სახით. ასევე, კონტრიბუტორების თანამშრომლობაზე, მოგვაწოდონ თავიანთი გამოსაქვეყნებელი სტატიები, რადგან ვებს ინფორმაციის გამოქვეყნების შეუზღუდავი შესაძლებლობა ექნება. ღონისძიებაზე პირველი ქართული ბიზნესპოდკასტის პრეზენტაციაც გაიმართა, რომლიც ავტორი გიორგი შარაშიძეა.

ღონისძიების გახსნაზე, სტუმრებს სიტყვით ჟურნალის სპონსორმა მიმართა. „პაშა ბანკის" წარმომადგენელმა, ვაჟა მენაბდემ თავის გამოსვლაში ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე აქცენტი ჟურნალის, როგორც ბიზნესსექტორის მნიშვნელოვანი აქტორის, განვითარების აუცილებლობაზე გაამახვილა.

გარდა ამისა, E2E (Entrepreneur to Entreprener) ფორმატში კომპანია Kohi-ს წარდგენა მოხდა, სადაც დამწყებმა კომპანიამ სტუმრებს თავიანთი საქმიანობა გააცნო.

ღონისძიების ძირითად ნაწილში, Entrepreneur-ის კონტრიბუტორებმა სტუმრებს საკუთარი ანტრეპრენერული გამოცდილების გაუზიარეს Talk-ის ფორმატში. მათი გამოსვლები კი შემდეგ თემებს შეეხებოდა:

  • მარიტა გენებაშვილი (INEBE.GE) – „ქალი ვიცი მე..."
  • ხატია ალფაიძე („კატიანი და მეგობრები") – „მეტი, ვიდრე CSR"
  • ნიკოლოზ გოგოჭური (VREX) – „ნუ შეიყვარებ შენს პროდუქტს, შეიყვარე მომხმარებელი"
  • ლეკო შათირიშვილი (INEBE.GE) – „ცხრიდან ექვსამდე"
  • ანა ტიკარაძე („ნამუ") − „ბედნიერების როლი სამუშაოს შესრულებაში"
  • თამთა გველესიანი − (SPARK) – „რას ველოდი, რა გამოვიდა?!"

ღონისძიებაზე გაჟღერდა ჟურნალ Entrepreneur-ისა და საქართველოს ბიბლიოთეკების ასოციაციის ერთობლივი პროექტი, სახელწოდებით „1+1". აქციის ფარგლებში, ჟურნალის 1-წლიანი გამოწერის შემთხვევაში, ავტომატურად მოხდება მეორე ხელმოწერის რეგისტრაცია სოფლის ბიბლიოთეკისთვის, რომელიც ჟურნალის ახალ ნომრებს მთელი წლის განმავლობაში მიიღებს. პირველ ეტაპზე, ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმდებარე სოფლის ბიბლიოთეკები შეირჩევიან. ჟურნალების რეგიონებში გავრცელებას კი უზრუნველყოფს საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და ბიბლიოთეკების ასოციაცია.

ღონისძიების დასასრულს, გათამაშდა ჯგუფ The Black Eyed Peas-ის კონცერტის 2 ბილეთი, რომელიც Black Sea Arena-ზე 16 ივნისს გაიმართა. გამარჯვებული აღმოჩნდა 11 წლის ანტრეპრენერი − გიორგი შეშაბერიძე, რომელიც თურმე ოცნებობდა ამ კონცერტზე დასწრებას.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი