ბიზნესმენეჯმენტის გაკვეთილები ლებრონ ჯეიმსის დაკარგული სეზონიდან

ერთი ვარსკვლავი გუნდს ვერ შექმნის
ბიზნესმენეჯმენტის გაკვეთილები ლებრონ ჯეიმსის დაკარგული სეზონიდან
ფოტო: Foxsports
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ლებრონ ჯეიმსი 2018 წელს გახდა Los Angeles Lakers-ის (L.A.) წევრი და კარიერის ამ ეტაპზე მასზე დიდ იმედს ამყარებდნენ. მას შემდეგ ერთი წელიც არ გასულა და გუნდი, როგორც ჩანს, პლეიოფებში შემდეგ ეტაპებზე  ვერ გადავა. ეს საკითხი დიდი განსჯის თემაა, აღშფოთებას ვეღარავინ მალავს იმის თაობაზე, რომ L.A.-ის ადმინისტრაციას ორგანიზაციული ტიპის სერიოზული პრობლემები აქვს.

გუნდს მსოფლიოს საუკეთესო კალათბურთელი ჰყავს და ეს სეზონი მისთვის მაინც კატასტროფად იქცა. მიზეზი მხოლოდ უიღბლობა კი არა,   გუნდის მართვისას დაშვებული სერიოზული შეცდომები და ხელიდან გაშვებული შესაძლებლობებია. რა გაკვეთილი შეიძლება ჩაუტაროს თქვენს ბიზნესსა და ბრენდს ლებრონის დაკარგულმა სეზონმა L.A.-ში?

1. ნურასოდეს დაამყარებთ დიდ იმედს ერთ ადამიანზე და ერთ პროდუქტზე

ნუ დაივიწყებთ, რომ არცერთი მოთამაშე, თუნდაც მსოფლიოში საუკეთესო, მთელ გუნდზე უკეთესი ვერ იქნება. ეს გუნდი სრულიად ახალგაზრდა და გამოუცდელი კალათბურთელებით გახლდათ დაკომპლექტებული, მის ჩამოსაყალიბებლად დრო იყო საჭირო. მართალია, ლებრონის გადმოსვლას ოპტიმისტურად შეხვდნენ, მაგრამ სამწუხაროდ, ვერც ლებრონმა გააკეთა რაიმე და ვერც გუნდმა.                                                                  

ლებრონმა სერიოზული ტრავმა მიიღო (ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული მთელი კარიერის განმავლობაში) და რამდენიმე კვირა მოედანზე ვერ გავიდა, თამაშები გამოტოვა. გუნდმა თითქმის ყველა თამაში წააგო და ბრძოლას გამოეთიშა. მართალია ლებრონი მხოლოდ 34 წლისაა, მაგრამ ასაკი კი არ აკლდება, პირიქით − ემატება. ამ სეზონმა ისიც დაამტკიცა, რომ  დრო ყველაფერია და მის წინააღმდეგ ვერ წახვალ. ასაკთან ერთად, დიდი ათლეტებისთვისაც სერიოზული პრობლემა ხდება ჯანმრთელობისა და მსოფლიო სტანდარტის შესაბამისი ფიზიკური ფორმის შენარჩუნება.

ზუსტად ასეა თქვენი კომპანიის შემთხვევაშიც − პროდუქციის დივერსიფიცირება აუცილებელია. მთელი კომპანიის მომავალს რომელიღაც ერთ პროდუქტს, მომსახურებას ან ბიზნესმიმართულებას ნუ დაუკავშირებთ. მსოფლიო კლასის ერთი პროდუქტიც რომ გქონდეთ, კონკურენტები აუცილებლად დაგეწევიან. მსოფლიოს საუკეთესო სპორტსმენებსაც ემატებათ ასაკი და საუკეთესო შესაძლებლობებს ვეღარ ავლენენ. სწორედ ასე შეძლებენ ახალი კონკურენტები თქვენი თუნდაც საუკეთესო პროდუქტის ნებისმიერ დროს ბაზრიდან გამოძევებას. ნუ მოდუნდებით, რადგან თქვენი გასული წლის საუკეთესო პროდუქტიც კი შესაძლოა იქამდე მოძველდეს, ვიდრე ამას შეამჩნევთ.

2. დამატებით მოთამაშეებსაც ისეთივე დიდი მნიშვნელობა აქვთ, როგორც ვარსკვლავებს

ლებრონი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, მაგრამ ყველაფრის გაკეთებას მარტო ვერ შეძლებს. გუნდის ხელმძღვანელობამ ყველაფერი არ გააკეთა ისეთი გუნდი შესაქმნელად, რომელიც ლებრონის უნარებს შეავსებდა. მათ აკრიტიკებენ, რომ ახალგაზრდა ტალანტებზე მეტისმეტად დიდი იმედი დაამყარეს. ისინი კი, სავარაუდოდ მოელოდნენ, რომ ლებრონი მათთვის ყველაფრის გაკეთებას შეძლებდა.

დიდ იმედს ნუ დაამყარებთ თქვენი გაყიდვების გუნდის რამდენიმე ვარსკვლავზე. რას გააკეთებთ, თუ თქვენი გაყიდვების გუნდის სუპერვარსკვლავი ახალ სამსახურში გადასვლას გადაწყვეტს, ან წარუმატებლობები დაეწყება? გაყიდვების სფეროს საუკეთესო წარმომადგენლებმაც უნდა იგრძნონ მხარდაჭერა გუნდის დარჩენილი წევრების მხრიდან. მარტო წარმატებას ვერავინ მიაღწევს ვერც კალათბურთში და ვერც ბიზნესში.

3. შესაძლოა გუნდი შეკრული არ იყოს

სეზონის ბოლოს NBA-ს სავაჭრო ოპერაციების დასრულებამდე L.A -ს მოულოდნელად ენტონი დეივისის გადმობირების შესაძლებლობაც გაუჩნდა. იგი New Orleans Pelicans-ის ახალი სუპერვარსკვლავია, რომელიც L.A.-ში გადასვლით იყო დაინტერესებული. მოლაპარაკებები ჩაიშალა, მაგრამ ამ ამბავმა პრესაში მაინც გაჟონა. ყველამ გაიგო, რომ სხვა კალათბურთელზეც მიდიოდა ვაჭრობა და L.A. მზად იყო, ლებრონ ჯეიმსის გარდა სხვაშიც საკმაოდ ბევრი გადაეხადა. სეზონი დასრულდა, ენტონი დეივისი გუნდში არ გადმოსულა, უამრავი ახალგაზრდა კალათბურთელი კი განაწყენდა, დამცირებულად და შეურაცხყოფილად იგრძნო თავი.

შედეგად, მთელი გუნდი დაზარალდა. კალათბურთელებს ღირსების გრძნობა აქვთ და საკუთარ თავს პატივს სცემენ, ასეთი დამოკიდებულება კი ნამდვილად ძნელი ასატანია.

არასოდეს დაგავიწყდეთ იმის გათვალისწინება, რომ გუნდის ერთიანობას ყველაზე დიდი მნიშვნელობა აქვს. მართალია, ყველა არ არის ვარსკვლავი, მაგრამ ნებისმიერს სურს, პატივს სცემდნენ და აფასებდნენ. უკეთეს შედეგებს მიიღებთ, თუ თქვენს გუნდში ყოველ მოთამაშეს გუნდურობის შეგრძნება, ერთი მისია ექნება და ღირსეულ როლს შეასრულებს; და არ აგრძნობინებთ, რომ წასვლას აიძულებთ.

4. გრძელვადიან სტრატეგიას დიდი მნიშვნელობა აქვს!

შესაძლოა ლებრონ ჯეიმსის დაკარგული სეზონის ყველაზე დიდი გაკვეთილია იმის აღიარება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გრძელვადიანი ორგანიზაციული სტრატეგია. L.A. იმას ფიქრობდა, რომ თუ როგორღაც ხელში ჩაიგდებდა ლებრონს, ყველაფერი თავისთავად მოწესრიგდებოდა. ამის ნაცვლად, გუნდი პლეიოფებს გამოეთიშა. მათ ლებრონ ჯეიმსის ერთ-ერთი ბოლო საუკეთესო წელიწადი დაკარგეს, რომელსაც 2019 წლის დეკემბერში 35 წელი უსრულდება. გუნდის მომავალი სრულიად გაურკვეველია.

ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმა და ერთი დიდი შენაძენი საკმარისი არ არის. გრძელვადიანი სტრატეგია იქონიეთ და გზაზე არც თქვენი გეგმების კორექტირება დაივიწყოთ. ბიზნესის შესანარჩუნებლად ახალი კლიენტების მოზიდვაზე ან ერთ ახალ დიდ კონტრაქტზე იმედი არ უნდა დაამყაროთ. რამდენიმე საკვანძო ბაზარი, რამდენიმე ტიპის იდეალური კლიენტი, რამდენიმე ვერტიკალი მოძებნეთ, სადაც კონკურენტუნარიანი იქნებით და ბიზნესის ფართო, დივერსიფიცირებული ბაზა მხოლოდ ამის შემდეგ შექმენით.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur