My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

პოდკასტი

ქართული ანტრეპრენერული პოდკასტი – მიკროფონი ჩართულია!

"ეს იქნება ახალი ფორმა ანტრეპრენერული ინფორმაციის მისაღებად"
ქართული ანტრეპრენერული პოდკასტი – მიკროფონი ჩართულია!
ფოტო: Entrepreneur
3 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ჟურნალ Entrepreneur-ის ინიციატივით ქართული ანტრეპრენერული პოდკასტი შეიქმნა. ეს იქნება ღია პლატფორმა მათთვის, ვისაც ანტრეპრენერულ თემაზე სათქმელის გაზიარება და რა თქმა უნდა, მოსმენა სურს. მსურველთათვის უზრუნველყოფილი იქნება მაღალი ხარისხის სტუდიური ჩაწერა, სრულიად უსასყიდლოდ. 

პირველი პოდკასტის წარდგენა 14 ივნისს, ჟურნალ Entrepreneur-ის ივნისის გამოცემის პრეზენტაციაზე შედგა. დამსწრე საზოგადოებამ ჟურნალ Entrepreneur-ის მთავარი რედაქტორის, გიორგი შარაშიძის საავტორო პოდკასტი თემაზე „კი თუ არა“ მოისმინა. მოუსმინეთ პოდკასტს ბმულზე.

„ვაპირებ ჩემს საავტორო პოდკასტს რეგულარული სახე მივცე და მინიმუმ თვეში ერთხელ ახალ თემაზე ჩავწერო პოდკასტი და წარვუდგინო მსმენელს“, – ამბობს მთავარი რედაქტორი და კიდევ ერთხელ შეახსენებს მეგობარ ანტრეპრენერებს, რომ ჟურნალ Entrepreneur-ის პლატფორმით მათაც შეუძლიათ სარგებლობა.

პოდკასტი, რომლის საქართველოში აქტუალიზაცია ჟურნალ Entrepreneur-ის გუნდმა მიზნად დაისახა, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციფრული ტენდენციაა. მასალა სხვადასხვა თემის გარშემო იქმნება და დიდი პოპულარობით სარგებლობს განვითარებული სამყაროს მსმენელებს შორის.

სიტყვა პოდკასტი 2004 წლიდან არის გამოყენებაში და ის წარმოიქმნა ორი სიტყვის კომბინაციით − iPod (მედიაფლეერი) და broadcast (გაშუქება). ეს არის ციფრული აუდიო ან ვიდეოფაილები თემატური განხილვების ეპიზოდებით. მისი უპირატესობა მარტივად ჩამოტვირთვადობაა, რომელსაც მსმენელი ნებისმიერ დროს უსმენს ინტერნეტის გარეშე. პოდკასტების შინაარსი შეუზღუდავია − საგადან დაწყებული, ღრმა ინტერვიუთი დამთავრებული. ამდენად, ის ნებისმიერი მსმენელის გემოვნებას აკმაყოფილებს.

პოდკასტი დიდი ხნის განმავლობაში მოიაზრებოდა ე.წ. ნიშური ინტერესის პროდუქტად, კომერციული გამოყენების პოტენციალის გარეშე. თუმცა, მდგომარეობა რადიკალურად შეიცვალა, რასაც კვლევები ადასტურებს.

Midroll Media-ს სტატისტიკის თანახმად, რომელიც პოდკასტ-ქონთენთის ერთ-ერთი უმსხვილესი გლობალური მწარმოებელია, პოდკასტის მსმენელთა რაოდენობა ყოველწლიურად 10%-ით იზრდება. ჯერ კიდევ 2017 წელს მან 67 მილიონი ადამიანი შეადგინა, რაც იმ დროისთვის სოციალურ ქსელ Twitter-ის მომხმარებლების რაოდენობას უტოლდებოდა. ეს დაახლოებით აშშ-ის მოსახლეობის 25%-ს შეადგენს.

გასული წლის კვლევის თანახმად კი, ამერიკაში სამიდან ერთი ადამიანი უსმენს პოდკასტს, 55-წლის ქვემოთ ასაკობრივ ჯგუფებში, რაც მხოლოდ ამერიკაში 124 მილიონი მომხმარებელია.

პოდკასტის მომხმარებელთა ასაკობრივი მაჩვენებლები ამ გლობალური ტენდენციის ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ფაქტორია. მისი პენეტრაცია 18-34 წლის დემოგრაფიულ სეგმენტშია ყველაზე აქტუალური (იხილეთ გრაფა ქვემოთ).

და მაინც, რატომ გახდა პოდკასტი ასეთი გამოყენებადი? მომხმარებელთა კვლევის თანახმად, პოდკასტის ფორმატი მასპინძელთან პერსონალური საუბრის შეგრძნებას იწვევს, სადაც ისინი უშუალო კავშირს გრძნობენ მათთვის საინტერესო, ნიშურ მთხრობელთან.

ტრენდის გავლენის უნარი კარგად გააცნობიერეს რეკლამის მწარმოებლებმა და დღეს ეფექტურად იყენებენ. საშუალოდ, პოდკასტი 45-წუთიანია, სადაც რეკლამა 90 წამის განმავლობაში შეიძლება განთავსდეს, რაც ტრადიციულ რეკლამაზე გაცილებით მაღალი ქრონომეტრაჟია.

ისიც აღსანიშნავია, რომ Edison Research-ის კვლევის მიხედვით, პოდკასტის მსმენელთა 85% ბოლომდე უსმენს მასალას. აქვე, რეკლამა გარანტირებულად მოსმენადია, რადგან მის ორ მესამედს მთხრობელი კითხულობს, რაც ბრენდის მიმართ მსმენელის ნდობის შექმნას და ჩართულობას უზრუნველყოფს. ამდენად, ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი გახდა ინფლუენსერ-მარკეტინგისთვის (influencermarketing), რასაც მსმენელთა მიერ მოსმენილი ბრენდის გამეორების 67%-იანი მაჩვენებელი ადასტურებს. პროგნოზის მიხედვით, პოდკასტით გენერირებული შემოსავალი 2020 წლისთვის გაორმაგდება.

ჟურნალი Entrepreneur აქტიურად, და პროაქტიურად, იმუშავებს საქართველოს ამ გლობალურ ტენდენციაში ჩართვისთვის. ქართველი მოსახლეობისთვის ეს იქნება ახალი ფორმა მისი საყვარელი ანტრეპრენერული ინფორმაციის მისაღებად, მათ შორის − ოფლაინ რეჟიმში თუ ავტომობილში.

აქვე მოვუწოდებთ ჩვენს არსებულ და პოტენციურ კონტრიბუტორებს: მოუსმინეთ ჩვენს პირველ პოდკასტს და აირჩიეთ მოქმედება!

ეწვიეთ ანტრეპრენერის არხს ბმულზე

More from Entrepreneur

Kim's expertise can help you become a strong leader, pitch VCs for capital, and develop a growth strategy.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur