My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ბიზნესიდეა

როგორ მოიფიქრა სამმა ანტრეპრენერმა ბიზნესიდეა

როდესაც კარგი იდეა მოგივათ თავში, მხოლოდ ნიადაგს მოსინჯავთ თუ ყოველგვარი წინასწარი მოქმედების გარეშე გადახვალთ საქმეზე?
როგორ მოიფიქრა სამმა ანტრეპრენერმა ბიზნესიდეა
ფოტო: Bioscarf
4 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ანტრეპრენერები არიან ადამიანები, რომლებიც ოცნებებს ბედავენ და ისეთი იდეები მოსდით თავში, რომლებიც შესაძლოა წარმატებულ ბიზნესად იქცეს. როგორც Freshbooks-ი იუწყება, 2010 წლისთვის 27 მილიონი ამერიკელი სამსახურს დატოვებს და საკუთარ საქმეს მოკიდებს ხელს. ზოგიერთები მხოლოდ ნიადაგის მოსინჯვით იწყებენ, სხვები კი ერთბაშად გადადიან საქმეზე, ზოგიერთები იძირებიან, ზოგიერთები ცურვას აგრძელებენ და არცთუ ბევრი იღბლიანი კი, პირველივე მცდელობაზე მწვერვალებსაც კი აღწევს.

არ აქვს მნიშვნელობა ბიზნესი დიდია თუ პატარა, ნებისმიერი მათგანი გეგმით იწყება, რომელიღაც იდეით ან კონცეფციით, რომლის განხორციელებაც ვიღაცამ გაბედა, იფიქრა, რომ ცდად ღირდა. მაგალითისთვის, ეს სამი ანტრეპრენერი განვიხილოთ. მათთვის შთაგონების წყარო სხვადასხვა რამ გახდა და სამივემ თავისი იდეა უნიკალური გზით იპოვა.

პირადი მოთხოვნილება

ბევრი ადამიანი ბიზნესს იმიტომ იწყებს, რომ რომელიღაც პროდუქტი ან მომსახურება თავად სჭირდება, რომელსაც ბაზარზე ვერ პოულობს. კარლტონ და ჰაზელ სოლის შემთხვევაშიც ასე მოხდა: სრულიად უჩვეულო აქსესუარით, წარმატებული ბიზნესი − „ბიოშარფი“ (Bioscarf) შექმნეს. იგი ეკოლოგიურად სუფთა მასალებითაა დამზადებული და დაბინძურების, მიკრობების, ყვავილის მტვრის და სიგარეტის კვამლისგანაც კი იცავს ადამიანს.

„ბიოშარფის“ შექმნის იდეა კარლტონს ჩინეთში დაებადა. იქ ისეთი დაბინძურებული ჰაერი იყო, რომ სერიოზულად გახდა ავად. ექიმების რჩევით, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად ქვეყანაში ყოფნისას აუცილებლად უნდა ეტარებინა ჰაერის გასაფილტრი, თეთრი უშნო ნიღაბი, რომელსაც იქაურები ატარებდნენ.

„როდესაც დავბრუნდი და ჩემს ავადმყოფობაზე, ნიღაბზე ვილაპარაკეთ, თავისი თოჯინები და შარფები გაახსენდა, რომლებსაც ადრე კერავდა. ასე გაჩნდა ამ ორი ისტორიის გაერთიანების იდეა“, − თქვა კარლტონმა.

მათი კომპანია Bioscarf-ი ამ იდეის საფუძველზე შეიქმნა. „ბიოშარფმა“ ბაზარზე არსებულ ყველა ნიღაბს გადააჭარბა ფილტრაციის საშუალო ეფექტურობის მაჩვენებლით -99.75%. ეს შარფები დღეს მთელ მსოფლიოში იყიდება და საჩუქრადაც გადასცემენ მათ, ვისაც სჭირდება.

ოჯახური ფესვები

ანტრეპრენერებს ხშირად ურჩევენ პირადი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენებას წარმატებისკენ მიმავალ გზაზე. მეტ ამპოლსკის ოჯახს საკონცერტო ბიზნესი ჰქონდა და ამან მისცა შესაძლებლობა მთელი პროცესები საკუთარი თვალით ენახა და გამოცდილებაც მიეღო. შედეგი წარმატებული სააგენტოს, Confirmed 360-ის გახსნა იყო, რომელიც სხვადასხვა გასართობი ღონისძიების ორგანიზებაზე და ბილეთების დაჯავშნაზე იყო კონცენტრირებული.

როგორც ამპოლსკი განმარტავს, „გამიმართლა და შესაძლებლობა მომეცა სხვადასხვა ღონისძიებას დავსწრებოდი, რომელშიც ცნობილი ადამიანები იღებდნენ მონაწილეობას, დიდ კონცერტებზე და სხვა ღონისძიებებზე კულისებში ვიყავი. ადრეულ ეტაპზე გავიგე, რამდენად ეფექტურია ეს გამოცდილება და ჩემს მისიად გადავაქციე ამ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების სხვებისთვისაც გაზიარება.

მან თავისი პირველი ოფისი ჯერ კიდევ კოლეჯში სწავლისას გახსნა, ვებგვერდი 2015 წელს გაუშვა. ეს კომპანია ისეთ ღონისძიებებს სთავაზობს საზოგადებას, რომლებიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება და რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. დაარსების დღიდან Confirmed 360-ს მთელ რიგ ცნობილ მომღერლებთან თუ სპორტსმენებთან მოუწია მუშაობა: მათ შორის ტეილორ სვიფტთან, ედ შირანთან, U2-სა და ბრიუს სპრინგსტინთან, რაფაელ ნადალთან და ა.შ. სუპერთასისა და ჰოლივუდის მთავარ ღონისძიებებზე დასასწრები VIP-პაკეტებიც მან შესთავაზა მომხმარებელს.

ამპოლსკი აცხადებს, რომ ყველაფერს მიაღწია, რაც სურდა, მაგრამ აცნობიერებს რას ნიშნავს პირობის შესრულება. „ბიზნესს ახლა უკვე საერთაშორისო დონეზე ვავითარებ, უწინდებურად ჩემი მისიის ერთგული ვარ − მომხმარებლისთვის შეუძლებელი უნდა შევძლო“, − ამბობს იგი.

ძველი, განახლებული იდეა

ზოგჯერ ბიზნესის დასაწყებად ახალი იდეა სულაც არ არის საჭირო. ძველი იდეის გაცოცხლებაც მარტივად შეგიძლიათ, რომელიც ოდესღაც ვიღაცას ჰქონდა, მაგრამ არ განუხორციელებია. უოლტერ კლემპმა, ფარმაცევტული კომპანია Moleculin-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ათი წლის წინ წამოაყენა სიმსივნის მკურნალობის იმედისმომცემი იდეა, მაგრამ მისი განხორციელება ვერ შეძლო, რადგან დეველოპერ კომპანიას ფინანსები ამოეწურა.

ფარმაცევტულ კომპანია Annamycin-ზე მუშაობდა. ეს პრეპარატი შერჩევით კლავს მაღალი რეზისისტენტობის სიმსივნეებს, განსაკუთრებით ეფექტურია მწვავე მიელოიდური ლეიკოზის მქონე პაციენტებისთვის. კომპანიამ კვლევები ბოლომდე ვერ მიიყვანა − იძულებული გახდა უარი ეთქვა ფინანსების დეფიციტის გამო. შემდეგ ეს პრეპარატი, რომელსაც ადრეული ტესტების მიხედვით იმედისმომცემი შედეგები ჰქონდა და ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო, საერთოდ დაივიწყეს.

კლემპს იმ გუნდმა მიმართა წინადადებით, რომელიც პრეპარატზე თავიდანვე მუშაობდა. მან საკუთარი თანხები გაიღო ათი წლის წინ ჩატარებული ტესტების მოსაძებნად და მივიდა დასკვნამდე, რომ ტესტები უნდა გაემეორებინათ. გუნდს მუშაობის განახლება და კვლევის დაფინანსება შესთავაზა. კლემპს იმდენად სჯეროდა მეცნიერების, რომ ინვესტორები დაარწმუნა შემდგომ კვლევებში, მათ შორის − პირველადი ეტაპის კვლევის გამეორებაშიც მიეღოთ მონაწილეობა.

ამერიკის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების სანიტარული ზედამხედველობის სააგენტომ კომპანია Moleculin-ი 2017 წლის სექტემბერში დაამტკიცა. მან პრეპარატების გამოცდის ნებართვა მიიღო და ბაზარზე გასატანად Annamycin-ის შესწავლაც დაიწყო. კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატისა, რომელმაც პირველადი კვლევისას კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება უჩვენა; და რომელიც შესაძლოა ხსნა აღმოჩნდეს მწვავე მიელოიდური ლეიკოზით დაავადებულთათვის მთელ მსოფლიოში.

მსგავსი სტატია: 3 ეფექტური გზა კარგი ბიზნესშესაძლებლობის აღმოსაჩენად

დასკვნა

იდეალური იდეის მოძებნად, რომელიც გონებას გაგინათებთ და ანტრეპრენერობისკენ წაგიყვანთ, მხოლოდ ერთი საშუალება არ არსებობს. საკუთარ პრობლემებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება და საკუთარი გამოცდილება გამოიყენოთ; ან ძველი იდეა გააცოცხლოთ. თუმცა, როდესაც იდეას აღმოაჩენთ, შანსი გამოიყენეთ, ოცნება გაბედეთ, ყოველგვარი მომზადების გარეშე დაიწყეთ და საქმე ბოლომდე მიიყვანეთ.

More from Entrepreneur

Kim's expertise can help you become a strong leader, pitch VCs for capital, and develop a growth strategy.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur