📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

მარცხის ფენომენი - ანანია გაჩეჩილაძე "ჩემთვის მარცხი ჩანაფიქრის ვერ/არ შესრულება უფროა, ვიდრე შეცდომის დაშვება"

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

ანანია გაჩეჩილაძე, „აიისა"

"ჩემთვის მარცხი ჩანაფიქრის ვერ/არ შესრულება უფროა, ვიდრე შეცდომის დაშვება. იდეა, რომელიც საჭიროა რომ შედგეს, ყოველთვის ტრიალებს თავში და განხორციელებისთვის ზუსტ დროს ელოდება. ზუსტი დროც ბევრჯერ დამდგარა, თუმცა მცირე ხარვეზებს ხელი შეუშლია იდეის ხორცშესხმაში. მთავარი ამოცანაა, ბევრად ეფექტიანად შეასრულო იდეა მაშინ, როცა თითქოს უკვე დაგვიანებულია და გაამართლო შენი მიზეზები. ამით, უპირველეს ყოვლისა, პირად ამბიციას იკმაყოფილებ, რადგან ხვდები, რომ საკუთარ თავს აჯობე.

ასე იყო „აიისა"-ს „ოკუპაციის ხაზის" დიზაინის შემთხვევაშიც, რისთვისაც აგვისტოს ომიდან 10 წლის თარიღამდე დიდი ხნით ადრე ვემზადებოდით და კონკრეტული იდეა 15 ივლისს, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის დღეს მზად იყო. მიუხედავად ამისა, ვერ მოვახერხეთ აგვისტოს პირველ ნახევარში გაგვეშვა გასაყიდად ეს კონკრეტული პროდუქტი, მხოლოდ პოსტერის გასაჯაროება კი მოსალოდნელ შემოსავლებს დაგვაკარგვინებდა. ამასობაში გამოიკვეთა, რომ ომიდან 10 წლის გასვლას საზოგადოება ბევრად ემოციურად განიცდიდა, ვიდრე ეს წინა წლებში ჩანდა. რამდენიმე თემასთან დაკავშირებული სკანდალი და ბიზნესსეგმენტისა და სამოქალაქო აქტივისტებისგან ღირსეული გამოხმაურებები უკვე ჩავლილი იყო, როცა 20 აგვისტოს „აიისა"-ს საოკუპაციო პრინტი გამოჩნდა. იმისათვის, რომ ბოლომდე პირნათელი ვყოფილიყავით საზოგადოებასთან, ვაღიარეთ, რომ დიახ, დაგვაგვიანდა, მაგრამ რეალურად ქვეყნის ოკუპაცია ის რეალობაა, რომელიც მუდამ უნდა გვახსოვდეს. მალევე დავაანონსეთ „ოკუპაციის ხაზის" მომდევნო დიზაინები. დამატებითი პასუხისმგებლობის აღებამ და გულწრფელობამ განაპირობა ის, რომ საბოლოოდ ჩვენი მარკეტინგული კომუნიკაცია საუკეთესოთა შორის საუკეთესო აღმოჩნდა, პირველი სატესტო ექსპორტის შემდეგ გაიხსნა საზღვრები დამატებით რამდენიმე ქვეყანასთან და „აიისა"-ს ბიზნესმოდელის ორი თანაბარი მნიშვნელობის ნაწილი (სოციალური აზრის/ქცევის ცვლილება და კომერციული ინტერესი) წარმატებას ახლაც სტაბილურად ინარჩუნებს."

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ლიდერობა

15 თვისება, რომელიც გავლენიან ადამიანებს სხვებისგან გამოარჩევს

გავლენიანი ლიდერები ყველაფერს უკეთესობისკენ ცვლიან