You can be on Entrepreneur’s cover!

კომპანიები 11 წლის მეწარმის მხარდასაჭერად

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

მიშო ვანიშვილი

ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს გიორგი შეშაბერიძეს 11 წლის მეწარმეს გორიდან, რომელიც უკვე წარმატებული საწარმოს, „დორას" შემქმნელი და ხელმძღვანელია.

გაიგეთ მეტი სტატიიდან: ქართველი ჯუნიორ ანტრეპრენერები

გასულ თვეს, მიმდინარე ანტიოკუპაციურ აქციებთან დაკავშირებით, გიორგიმ გამოთქვა ინიციატივა, დაემზადებინა „მამალოები", წარწერით Stop Russia ტურისტებისთვის დასარიგებლად, რაც ამ მესიჯის მსოფლიოსთვის გაგზავნას ისახავდა მიზნად.

ინიციატივის მხარდასაჭერად, Entrepreneur Georgia-მ დაიწყო სახალხო დაფინანსების (crowdfunding) კამპანია, რათა გიორგიმ შეძლოს აღნიშნული სასაჩუქრე „მამალოს" 100 000 ოდენობით წარმოება და 3 თვის განმავლობაში ტურისტებისთვის დარიგება.

იხილეთ კამპანიის შესახებ ინფორმაცია: კამპანია ტურისტების სასაჩუქრე მამალოების წარმოებისთვის

აღნიშნული კამპანიით, ჩვენ მოვუწოდეთ სახელმწიფო სტრუქტურებს, კერძო კომპანიებს და საზოგადოებას, დაუჭიროს მხარი გიორგის ინიციატივის განხორციელებას, კამპანიაში ჩართვის საშუალებით. მოწოდებას მალევე მოჰყვა გამოხმაურება.

თბილისის ბიზნესაქსელერატორი Spark

Spark-მა გამოთქვა სურვილი, დაეხმაროს გიორგის ბიზნესგეგმის დაწერაში, რაც მას ძალიან ესაჭიროება. ამჟამად „დორას" „მამალოების" საწარმო მშენებლობის პროცესშია. გიორგის ხედვები მასშტაბური და ამბიციურია, რაც პროდუქციაზე რეალურ მოთხოვნას ეფუძნება. სწორედ ამ ეტაპზე, მნიშვნელოვანია გიორგის ხედვები საწარმოს განვითარების გეგმად იქცეს, რაც მას დაფინანსების გარე წყაროების მოზიდვაში და სწრაფ განვითარებაში დაეხმარება. Spark-ის მაღალკვალიფიციური თანამშრომლები სწორედ ამაში გაუწევენ გიორგის მხარდაჭერას.

Lela Sarishvili Art

ლელა სარიშვილის ხელოვნების სტუდიამ სურვილი გამოთქვა გიორგის საწარმოსთვის ახალი ლოგო დაემზადებინა, რისთვისაც პირადად დაუკავშირდა. ლელას კარგად იცნობს ქართველი ხალხი პროექტიდან „ნიჭიერი", სადაც მან წყალზე ხატვით დაგვამახსოვრა თავი. ლელას ნამუშევრი სახით, საწარმო „დორას" ახალი და მხიარული ლოგო აქვს, რომელიც გულგრილს ვერავის დატოვებს.

და ჯერ კიდევ ყველაფერი წინაა...

გიორგიმ მისი საქმიანობით ქართველი ხალხის აღფრთოვანება და სიყვარული უკვე მოიპოვა. თუმცა, თითოეული ჩვენგანის ფიზიკური პირების თუ კომპანიების, აქტიური ჩართულობა კამპანიაში, მისი ბიზნესწარმატებისთვის დადებული კიდევ ერთი აგური იქნება.

ვიმოქმედოთ, ერთმანეთისთვის!

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

სიახლეები

ქართული კომპანია Geosoft-ის აღიარება Google-ისგან – რას სთავაზობს Geosoft ქართულ ბიზნესს?

Google-მა რეგიონში Google Cloud-სერვისების განვითარებისთვის Geosoft-ი დააჯილდოვა

ლიდერობა

ჩინეთის ყველაზე მდიდარი ადამიანის ანტრეპრენერული გზა

გაეცანით Alibaba-ს დამფუძნებლის ბიზნეს ისტორიას!