My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნვილია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ
17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის
ფოტო: Entrepreneur Georgia
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

თქვენს თანამშრომლებს იმდენად ბევრი სამუშაო აქვთ, თავის აწევა უჭირთ, უზომოდ დაღლილები არიან, კომპანიის მისიაც კი დაივიწყეს. ამ დროს მორიგი მიზნის მიღწევას სულ რამდენიმე ნაბიჯი თუ გაშორებთ!

გუნდის გამხნევება აუცილებელია, თან − რაც შეიძლება სწრაფად. იცით, ამ ვითარებაში ერთი-ორი სიტყვა და თანამშრომლების განწყობის შეცვლა ნამდვილი ხსნა იქნებოდა.

გამოსავალი ერთია: კარგი ციტატები უნდა მოძებნოთ და თანამშრომლებს საჭირო დროს შესაფერისი გაუგზავნოთ. შესაძლოა ამ ნაბიჯმა მათი სამუშაო დღე მთლიანად შეცვალოს. როდესაც გუნდის ერთიანობა უკიდურესად მნიშვნელოვანია, ეს 17 ციტატა გამოიყენეთ და თქვენი გუნდის შეგულიანებასაც მოახერხებთ და საკუთარი თავისაც.

1. „ერთობლივ საქმეში პირადი წვლილი შეტანა აი, რა ამუშავებს გუნდს, კომპანიას, საზოგადოებას და ცივილიზაციასაც“ ვინს ლომბარდი

ლეგენდარულმა მწვრთნელმა ვინს ლომბარდიმ იცოდა რამდენად მნიშვნელოვანია ფეხბურთში გუნდური მუშაობა. ის მიხვდა, რომ გუნდის წარმატება თითოეულ წევრზეა დამოკიდებული, რომელიც საერთო მიზნის მისაღწევად იბრძვის. სწორედ ამის გამო გახდა მისი გუნდი პირველი ეროვნული ლიგის ისტორიაში, რომელმაც ორი სუპერთასი მოიგო. მნიშვნელოვანია, გუნდის თითოეულმა წევრმა იცოდეს, რომ ნებისმიერი როლი, რაგინდ უმნიშვნელოც უნდა გეჩვენებოდეთ, მთელი გუნდის წარმატებისთვის უზომოდ მნიშვნელოვანია.

2. „არცერთი ჩვენგანი არ არის ისეთი ჭკვიანი, როგორც ყველა ვართ ერთად“ კენ ბლანშარი   

კიდევ ერთი შესანიშნავი ფრაზა ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანი. გუნდის არცერთ წევრს არ აქვს იმდენი ცოდნა და გამოცდილება, რამდენიც მთელ გუნდს ერთად. სწორედ ამიტომაა მნიშვნელოვანი, გუნდის წევრებმა ერთმანეთის აზრს მიუგდონ ყური, თანატოლებისგან ისწავლონ და სხვებისადმი პატივისცემა გამოიჩინონ.

3. „მარტოდმარტონი მხოლოდ ცოტაოდენის გაკეთებას შევძლებთ, ერთად კი, განუზომლად მეტს“ ჰელენ კელერი

ეს შესანიშნავი ციტატა მათ გაუგზავნეთ, ვისაც გუნდისგან შორს უჭირავს თავი. გუნდის წევრებმა ჯგუფისგან გამოყოფა და დამოუკიდებელი მოქმედება არ უნდა მოინდომონ, არც ის გააკეთონ, რაც მათი აზრით უკეთესია. ნაცვლად ამისა, ერთად უნდა იმუშაონ მთელი გუნდის წარმატებისთვის.

4. „გუნდური მუშაობა საერთო მიზნის მისაღწევად ერთად მუშაობას ნიშნავს და პირადი წარმატებების ორგანიზაციის მიზნებზე მორგებას. ეს „საწვავია“, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანებს სრულიად უჩვეულო შედეგების მიღწევის საშუალებას აძლევს“ ენდრიუ კარნეგი

თუ იმის სწავლა გსურთ, როგორ გახდეთ წარმატებული, ინდუსტრიული რევოლუციის ერთ-ერთი პიონერის რჩევების მოსმენაზე უკეთესს ვერაფერს გააკეთებთ. ზოგიერთი ანტრეპრენერი იმითაა ცნობილი, რომ რაღაც ბიზნესი დაიწყო, ენდრიუ კარნეგიმ კი მთელ დარგს (ფოლადსაგლინავ მრეწველობას) ჩაუყარა საფუძველი. ამას მარტო ვერ შეძლებდა, გუნდი იყო აუცილებელი, რომელიც დაეხმარებოდა. ამ ციტატით იმის თქმა სურს, როგორ აღწევენ გასაოცარ შედეგებს საერთო მიზნით გაერთიანებული გუნდები. თუ გავითვალისწინებთ, რომ თავისი ფოლადსაგლინავი კომპანია J.P. Morgan დაახლოებით $370 მილიარდად გაყიდა და თანაც თუ ამ თანხას დღევანდელ დოლარებში გადავიყვანთ, დაბეჯითებით შეიძლება თქმა, რომ იმას აკეთებდა, რასაც ქადაგებდა.

5. „ნიჭიერი ადამიანები თამაშებს იგებენ, მაგრამ გუნდები და ინტელექტი  ჩემპიონატებს“ მაიკლ ჯორდანი

მაიკლ ჯორდანს ბევრი დღემდე უდიდეს კალათბურთელად მიიჩნევს. გარდა ამისა, მან ისიც იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური მუშაობა. საშუალო გუნდს თამაშის მოგება, ანუ რაღაც მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევა შეუძლია, ხოლო დიდს, ჩემპიონატების და ისეთი კომპანიების შექმნა, როგორიც Amazon, Airbnb ან Uber-ია.

6. „გუნდური მუშაობა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ თუ ამაში ძლიერი არ გახდებით,  საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენას ან სასურველი ფულის გამომუშავებას ნამდვილად ვერ შეძლებთ“ ბრაიან ტრეისი

ორატორი-მოტივატორი ბრაიან ტრეისი ამ ციტატით გუნდურ მუშაობაზე საუკეთესო აზრს გამოთქვამს: წარმატების მიღწევა გუნდის გარეშე პრაქტიკულად შეუძლებელია. როდესაც რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწევთ, ეს კარგი ციტატა თანამშრომლებს გაუზიარეთ, რადგან იგი განამტკიცებს აზრს, რომ მიზნების მიღწევა მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც გუნდი ერთად მუშაობს.

7. „გუნდური მუშაობისას დუმილი ოქრო კი არა, მომაკვდინებელია“ მარკ სენბორნი

გუნდმა ეფექტურად რომ იმუშაოს, საკომუნიკაციო არხები ღია უნდა იყოს. სავარაუდოდ, რაღაც არასწორად ხდება გუნდში, როდესაც წევრები ვერ გრძნობენ, რომ პრობლემების, უთანხმოებების განხილვა და წინადადებების შეთავაზება შეუძლიათ. თქვენს გუნდში ყველამ უნდა იცოდეს, რომ კომპანიაში დიალოგს ყოველთვის მიესალმებიან.

8. „ერთად სიცილი თუ შეგიძლიათ, ერთად მუშაობასაც შეძლებთ“ რობერტ ორბენი

გუნდური მუშაობა მხოლოდ მკაცრი სამუშაო ატმოსფეროს შექმნას არ უნდა ნიშნავდეს. როდესაც კომპანიის გეგმების მიღწევაზე მიდგება საქმე, უნდა ითქვას, რომ გუნდის წევრები უკეთესად მუშაობენ, თუ კარგი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენმა გუნდებმა ერთად ხალისიანად გაატარონ დრო სპორტული ღონისძიება იქნება ეს, არაფორმალური შეხვედრა თუ სხვა სოციალური აქტივობა.

9: „ბოსის სისწრაფე გუნდის სისწრაფეა“ ლი იაკოკა

ლი იაკოკა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი დიდი ბიზნესლიდერი იყო და ნაწილობრივ იმის გამო, რომ აცნობიერებდა რამდენად მნიშვნელოვანია ხელმძღვანელობა მაგალითის მიცემით.

რა „სისწრაფით“ მოძრაობთ თქვენი გუნდის მიზნების მისაღწევად? გახსოვდეთ, რომ ეს იგივე სიჩქარეა, რომლითაც თქვენი გუნდი იმოძრავებს. ნუ იფიქრებთ, რომ თქვენი გუნდის წევრები თქვენზე მეტად შეეცდებიან ბრძოლას წარმატების მისაღწევად. თუმცა, თქვენსავით კი ნამდვილად.

10. „გუნდის სიძლიერე მისი თითოეული წევრია. გუნდის თითოეული წევრის სიძლიერე კი გუნდი“ ფილ ჯექსონი

კალათბურთის მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა გააცნობიერა, რომ გუნდებსა და გუნდის წევრებს შორის ურთიერთმომგებიანი დამოკიდებულება ყალიბდება. უდავოდ მნიშვნელოვანია, რომ გუნდის წევრებმა საერთო მიზნის მისაღწევად იმუშაონ. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლობისას გუნდებმაც დაუჭირონ მხარი თავიანთ წევრებს. როდესაც გუნდის ერთ-ერთი წევრი დათრგუნვილი და თავგზააბნეულია, სხვები უნდა დაეხმარონ. როდესაც გუნდის წევრი რაღაც მნიშვნელოვანს მიაღწევს, სხვა წევრებმა უნდა შეასხან ხოტბა.

11. „დიდი გუნდები „ჭუჭყიანი თეთრეულის გამომზეურებას“ არ ერიდებიან. საკუთარ შეცდომებს, სისუსტეებს და ეჭვებს ისე აღიარებენ, რომ ანგარიშსწორების არ ეშინიათ“ პატრიკ ლენჩიონი

ეს ციტატა გულწრფელობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. გუნდის წევრები ერთმანეთთან გულგახსნილები უნდა იყვნენ და წიგნივით შეეძლოთ თანაგუნდელების წაკითხვა. მნიშვნელოვანია, გუნდმა უწინდებურად მხარი დაუჭიროს და არ გაკიცხოს ადამიანები, რომლებმაც შეცდომა დაუშვეს და ასევე მნიშვნელოვანია, საკუთარი ნაკლოვანებებიც თამამად აღიარონ. ამ შემთხვევაში, დავალებები გუნდის წევრების სიძლიერის მიხედვით განაწილდება.

12. „აუცილებლად უნდა იცოდეთ, რას აკეთებენ სხვები, მათი მცდელობები მოიწონოთ, მათი წარმატებები აღიაროთ და მიზნების შესრულებაში დაუჭიროთ მხარი. როდესაც ერთმანეთს ვეხმარებით, ყველა იგებს“ ჯიმ სტოვალი

ორატორი-მოტივატორი ჯიმ სტოვალი ამას მხოლოდ გუნდის ლიდერებს კი არა, მის ნებისმიერ წევრს ურჩევს. ამ ციტატიდან ერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება: მხოლოდ ლიდერი კი არ უნდა ამხნევებდეს გუნდის წევრებს, არამედ უზომოდ მნიშვნელოვანია, განსაკუთრებული წარმატების მიღწევისას მათ ყველამ შეასხას ქება-დიდება. ამგვარი ბიზნესკულტურა ძლიერ გუნდს შექმნის.

13. „არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ცხოვრებაში ყველაფერს მარტომ მიაღწია. მიზნების მიღწევას მხოლოდ სხვების დახმარებით თუ შეძლებთ“ ჯორჯ შინი

კალათბურთის გუნდ Charlotte Hornets-ის მფლობელმა სრულიად გულწრფელად აღიარა, რომ ცხოვრებაში წარმატების მიღწევა მარტომ კი არა, სხვების დახმარებით შეძლო.

ეს ციტატა ერთი შეხედვით თითქოს მხოლოდ ლიდერებისთვისაა განკუთვნილი. თუმცა მნიშვნელოვანია გუნდის ყველა წევრი აცნობიერებდეს, რომ თითოეულის წარმატება გუნდის წარმატებასთანაა დაკავშირებული. ამას თუ მიხვდებიან, მეტად შეეცდებიან, გუნდი წარმატებული გახადონ.

14. „თუ ხომალდის აშენება გსურთ, ხის მოსაზიდად ხალხს ნუ შეყრით, ნურც დავალებებს მისცემთ მათ და ნურც სამუშაოს. მხოლოდ ასწავლეთ, თუ როგორ უნდა მოენატროთ უკიდეგანო ზღვა“ ანტუან დე სენტ ეკზიუპერი

ამ გამონათქვამში ღრმა აზრია დაფარული და მისი გააზრება უზომოდ მნიშვნელოვანია. გუნდის წევრებს გუნდის მიზნებზე სრულიად ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათ დავალება ისე უნდა მისცეთ, რომ გარკვევა შეძლონ რა ხდება და როგორ შეიძლება ამ დავალებების შესრულებამ კომპანია წარმატებამდე მიიყვანოს. თითოეული მათგანი „ზოგად სურათში“ უნდა ერკვეოდეს და აცნობიერებდეს, რომ მათი ინდივიდუალური მოვალეობები დიდი ბიზნესსტრატეგიის ნაწილია. ნუ ასწავლით გუნდის წევრებს ლურსმნის დაჭედებას − ოკეანეზე ელაპარაკეთ.

15. „ქვეყნად იმაზე უკეთესი სანახავი არაფერია, თუ როგორ იყრიან თავს გუნდის რომელიღაც წევრის გარშემო დანარჩენები და მოწონების ნიშნად ზურგზე ხელს უტყაპუნებენ, როდესაც ის რაიმე კარგს გააკეთებს“ ბილი მარტინი

The New York Yankees-ს ყოფილმა მენეჯერმა რამდენიმე რჩევა მისცა ადამიანებს, რომლებიც გუნდის წევრები არიან: აუცილებლად შეაქეთ თანაგუნდელები, როდესაც ისინი რაიმე კარგს აკეთებენ. თუ გუნდის ლიდერი ხართ, გახსოვდეთ, რომ თქვენს ორგანიზაციაში ასეთი ატმოსფეროს დამკვიდრება მნიშვნელოვანია.

16. „არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ბრწყინვალე გონება ან სტრატეგია გაქვთ თუ მარტო თამაშობთ, გუნდთან ყოველთვის წააგებთ“ რიდ ჰოფმანი

LinkedIn-ის თანადამფუძნებელმა რიდ ჰოფმანმა ნამდვილად იცის, რა არის წარმატება. იმის თქმა სურს, რომ LinkedIn დამოუკიდებლად არ შეუქმნია. მნიშვნელოვანია, გუნდის წევრები აცნობიერებდნენ, რომ ორგანიზაცია მიზანს პრაქტიკულად ვერ მიაღწევს შეკრული გუნდური მუშაობის გარეშე.

17. „თუ ყველამ პირველ ვიოლინოზე მოვინდომეთ დაკვრა, ორკესტრი არასოდეს გვექნება. ამიტომ ყველა მუსიკოსი თავის ადგილზე დააფასეთ“ რობერტ შუმანი

თუ გუნდის ყველა წევრს გინდათ აგრძნობინოთ, რამდენად აფასებთ მათ, შესანიშნავად მოახერხებთ გერმანელი კომპოზიტორის, რობერტ შუმანის ამ ციტატით. ბუნებრივია, ზოგიერთს ისეთი მოვალეობები აქვს, რომ სხვებზე მნიშვნელოვნად გეჩვენებათ. ეს შესაძლოა გუნდის სხვა წევრებს ეწყინოთ. ჩათვალონ, რომ უსამართლოდ მოექცნენ ან სულაც გული ეტკინოთ. ამიტომ, უნდა აღნიშნოთ, რომ გუნდის ნებისმიერი წევრი გარკვეულ როლს ასრულებს და ამ თვალსაზრისით არავინაა სხვაზე მნიშვნელოვანი.

წარმატების მისაღწევად გუნდური მუშაობა აუცილებელია. თუ გუნდური ატმოსფეროს შექმნა გსურთ და ნებისმიერისთვის მისაღებია კონცეფცია − „ერთად ნებისმიერი გაცილებით მეტს მიაღწევს“, შთაგონების წყარო შესთავაზეთ და პერიოდულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ციტატა გაუზიარეთ.

More from Entrepreneur

Kim's expertise can help you become a strong leader, pitch VCs for capital, and develop a growth strategy.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur