You can be on Entrepreneur’s cover!

ილონ მასკი ამბობს, რომ მალე Tesla-ს ავტომობილებში Netflix-იდან და YouTube-იდან ვიდეოების ნახვა შეგეძლებათ სტრიმის რეჟიმი მხოლოდ მაშინ იმუშავებს, როდესაც ავტომობილი არ მოძრაობს – სწორედ ისე, როგორ ახლა Tesla-ში ვიდეო თამაშების დროს ხდება

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

NBC

„თქვენ სულ მალე შეძლებთ Tesla-ს პანელზე ვიდეოს ნახვას Netflix-სა და Hulu-ზე", – ამბობს აღმასრულებელი დირექტორი ილონ მასკი.

მასკმა 27 ივლისს, შაბათს, Twitter-ზე დაწერა, რომ Tesla-ს ავტომობილების დისპლეიზე „მალე" YouTube და Netflix გამოჩნდება. მას ზუსტი თარიღი არ დაუსახელებია, მაგრამ ჩანს, ეს დრო შორს არ არის, შესაძლოა ამას რამდენიმე თვე დასჭირდეს, მაგრამ შესაძლოა აგვისტოშიც კი იყოს, –განაცხადა მან შეკითხვის პასუხად.

✔@elonmusk

სულ მალე თქვენს Tesla-ში YouTube-სა & Netflix-ზე ვიდეოს ნახვა გახდება შესაძლებელი, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია! სრულიად გასაოცარი სამგანზომილებიანი გამოსახულების, მოსახერხებელი სავარძლებისა და ფანტასტიკური ჟღერადობის გამო, ისეთი შეგრძნება ჩნდება, თითქოს გამოსახულებას კინოთეატრში უყურებდეთ

121K

8:15 PM - Jul 27, 2019

Twitter Ads info and privacy

11.8K people are talking about this

ის ამბობს, რომ სტრიმ ვიდეოს რეჟიმი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება აქტიური, როდესაც ავტომობილი გაჩერებულია ­– ისე, როგორც ამჟამად Cuphead და Super Breakout-ის ტიპის თამაშების შემთხვევაშია. საჭე თამაშის დროს დისტანციური მართვის პულტის როლს ასრულებს.

მასკი დიდი ხანია ოცნებობდა, რომ Tesla-ს ავტომობილები გასართობი ცენტრებივით ყოფილიყო. მან Twitter-ზე დაწერა, რომ ამ ვიდეოს ნახვისას მომხმარებელს გასაოცარი შეგრძნება გაუჩნდება, თითქოს კინოთეატრში იყოს – იმიტომ, რომ განსაკუთრებული ხმაა და ისეთივე სავარძლებია.

თუმცა, ერთი საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. საქმე ისაა, რომ Tesla-ს კომპიუტერული ქსელით ვიდეონაკადის მიღების საკითხი მთლიანად მარეგულირებლებზეა დამოკიდებული, რომლებმაც თვითმავალი ავტომობილები უნდა მოიწონონ. როგორც თებერვალში მასკმა განაცხადა, ის ნამდვილად დარწმუნებულია, რომ ამ წლის ბოლოს Tesla-ს ავტომობილები მძღოლის გარეშე შეძლებენ მოძრაობას.

„ვფიქრობ, ავტომობილი წელს უკვე თვითმართვადი გახდება. ეს იმას ნიშნავს, რომ იგი ავტოსადგომზე თქვენს პოვნას შეძლებს, აგიყვანთ კიდეც და დანიშნულების ადგილამდე ისე მიგიყვანთ, რომ არანაირი ჩარევა არ დაგჭირდებათ", – აღნიშნა მან ARK Invest-თან ინტერვიუ დროს, – „შემიძლია ვთქვა, რომ ამაში დარწმუნებული ვარ. ამას კითხვაც კი არ უნდა".

მსგავსი სტატია: ილონ მასკი ადამიანის ტვინის სმარტფონთან დასაკავშირებლად იმპლანტებს ამზადებ