My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

სიახლეები

Auto Element: როცა ავტონაწილის შეძენა გსურთ რეალურ დროში და რეალურ ფასად, შუამავლების გარეშე

მობილური აპლიკაცია ავტომობილების მფლობელთათვის!
Auto Element: როცა ავტონაწილის შეძენა გსურთ რეალურ დროში და რეალურ ფასად, შუამავლების გარეშე
ფოტო: Auto Element
2 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ქართული მობილური აპლიკაციების სიას კიდევ ერთი სასარგებლო აპლიკაცია შეემატა, სახელწოდებით Auto Element, რომელიც ავტომობილების მფლობელებს ახალ, მოქნილ და ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. აპლიკაცია შუამავლების გარეშე აკავშირებს ავტონაწილების მაღაზიებს და მომხმარებლებს ერთმანეთთან.

აპლიკაციის ჩაშვებიდან ერთი თვის თავზე, მაჩვენებლები უკვე 200-ზე მეტ დარეგისტრირებულ ავტონაწილების მაღაზიას და 1,772 ჩამოტვირთვას ითვლის. იდეა მას შემდეგ გაჩნდა, რაც ორ ახალგაზრდას კვირაზე მეტი დასჭირდა კონკრეტული მოდელის ავტომობილის საქარე მინის საპოვნელად. დეტალების გასარკვევად, Entrepreneur მის ავტორებს − მურად ბართიშვილს და ბიქტორ სალდაძეს გაესაუბრა.

„ხანგრძლივი ძიების პროცესში მაღაზიები გვეუბნებოდნენ, რომ ამოეწურათ მარაგი, რომ 10 დღეში ელოდებოდნენ შემოტანას და ასე შემდეგ. ბოლოს ერთ-ერთ მაღაზიაში ძალიან მარტივად ვიშოვეთ. პარადოქსულია, მაგრამ თავიდანვე იმ მაღაზიაში რომ მივსულიყავით, ამ ნაწილს პირველსავე დღეს ვიყიდდით, მაგრამ ჩვენ მანამდე ვიყავით 50- მდე ასეთ მაღაზიაში, სანამ ამ კონკრეტულს მივაგნებდით“, − გვიყვება ბიქტორ სალდაძე.

სწორედ ამ შემთხვევის შემდეგ გადაწყვიტეს შეექმნათ აპლიკაცია, რომელიც სხვა ავტომომხმარებლებს მსგავს საჭიროებას გაცილებით მარტივად მოუგვარებდა. 

„დღეს ბაზარზე არსებობენ კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს ნაწილის მოძიებაში ეხმარებიან, თუმცა ისინი შუამავლები არიან. მომხმარებელი უკვეთავს ნაწილს, შემდეგ ისინი რეკავენ მაღაზიებთან, იგებენ პირობებს, შემდეგ ისევ ურეკავენ მომხმარებელს, ათანხმებენ პირობებს და ამ პროცესში იხარჯება ძალიან დიდი დრო და ადამიანური რესურსი. ჩვენ კი გვჯერა, რომ მომხმარებელი არ უნდა ხარჯავდეს დროს და ნერვებს ნაწილების ძიებაში, ასევე მომხმარებელს არ უნდა ჰქონდეს იმის შიში, რომ ფასი, რომელსაც მაღაზიაში ან „დაშლილებში“ ეუბნებიან, შესაძლებელია იყოს არასამართლიანი“, − ამბობს მურად ბართიშვილი.

ახალი აპლიკაცია Auto Element-ის მეშვეობით, მომხმარებელი პირდაპირ, Live-რეჟიმში უკავშირდება კონკრეტულ მაღაზიას, რომელიც მისი მანქანის მოდელზე მუშაობს. ეს მნიშვნელოვნად უზოგავს დროს და ენერგიას. პროცესი არის ძალიან სწრაფი და რაც მთავარია, გამჭვირვალე. მომხმარებელი რეალურ ფასად, ყოველგვარი შუამავლების ხარჯის გარეშე იძენს საჭირო ავტონაწილს. რეალურად, Auto-element-ის დახმარებით, მაღაზიები აგენერირებენ ახალ შეკვეთებს, ხოლო მომხმარებლები სწრაფად იძენენ საჭირო ავტონაწილს, შუამავლების გარეშე.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია Android და IOS-პლატფორმებზე, ხოლო გამოყენების ინსტრუქცია მარტივია: 

  • მომხმარებელი Auto-element-ის საშუალებით 15 წამში უკვეთავს საჭირო ავტონაწილს;
  • მოთხოვნა Live-რეჟიმში მისდის მხოლოდ იმ მაღაზიებს, რომლებიც კონკრეტული ავტომობილის ნაწილებზე მუშაობენ;
  • მაღაზიები აგზავნიან შეთავაზებას მოთხოვნაზე, უთითებენ ნაწილის ფასს (ერთი შეთავაზების გაგზავნას 7 წამი სჭირდება);
  • მომხმარებელი ირჩევს სასურველ შეთავაზებას და ეკონტაქტება მაღაზიას − ურეკავს ან სწერს შიდა მესენჯერში. 

შედეგად, Auto-element-ის დახმარებით, მაღაზიები აგენერირებენ ახალ შეკვეთებს, ხოლო მომხმარებლები რეალურ დროსა და რეალურ ფასად იძენენ საჭირო ავტონაწილს, შუამავლების გარეშე.

More from Entrepreneur

Dustin's experience and expertise can help you monetize your message, build a marketing strategy and connect with influencers.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur