დილის 5 რიტუალი კეთილდღეობისთვის

დილა განაპირობებს მთელ დღეს
დილის 5 რიტუალი კეთილდღეობისთვის
ფოტო: Pixabay
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ბევრისთვის დილა დღის ყველაზე სტრესული პერიოდია − ადრე ადგომა, მომზადება (საკუთარი თავის და ხშირად სხვებისაც) და სამსახურში გაქცევა. თუმცა, დილა განაპირობებს მთელ დღეს. მახსოვს, ადრე ხშირად ხმარობდნენ გამოთქმას „მარცხენა ფეხზე ადგომა“, რაც გულისხმობდა დღის არასწორ დაწყებას და მთელი დღე ნეგატიური განწყობის გაყოლას.

მოგიყვებით ჩემი დილის ხუთი რიტუალის შესახებ, რომელიც, ვფიქრობ როგორც ფიზიკურ, ასევე გონებრივ სიჯანსაღეში მეხმარება:

  1. ვიღვიძებ ადრე. რა იგულისხმება „ადრე“-ში? როგორც ყველაფერი, ესეც ინდივიდუალურია. მთავარია, ვიღვიძებ იმაზე მინიმუმ ერთი საათით ადრე, ვიდრე ეს მჭირდება. როგორც წესი, ჩემი ოჯახის წევრები 8 საათისთვის იღვიძებენ, მე − მათზე დაახლოებით ორი საათით ადრე. ეს დრო მაძლევს საშუალებას გავაკეთო ჩემი დილის რიტუალი და დღე აუჩქარებლად, სტრესის გარეშე დავიწყო.
  2. ვვარჯიშობ. 10-15 წუთი მჭირდება იმისათვის, რომ 5 ტიბეტური ვარჯიში გავაკეთო, რომელიც ჩემთვის ენერგიის წყაროა. ეს მოძრაობები ყველა ძირითად კუნთს ამუშავებს. თითო ვარჯიში 21-ჯერ მეორდება. თავიდან 3 გამეორებით დავიწყე და ნელ-ნელა გავზარდე რაოდენობა, რომ შევჩვეოდი. ჩემი შეგრძნებებით, ეს ვარჯიშები ხელს უწყობს ორგანიზმში ენერგიის მიმოსვლას და ხსნის ენერგეტიკულ ბლოკებს. სხეულში ენერგიის სწორი გადინება კი სიჯანსაღისა და ბედნიერების საწინდარია. თუ დაინტერესდებით, ვარჯიშების შესახებ შეგიძლიათ ნახოთ „ნამუს“ ინსტაგრამზე (namuraw) შენახულ highligt-ში, „ტიბეტური დილა“.
  3. ვაკეთებ მედიტაციას. თუ ამინდი მიწყობს ხელს, ვარჯიშსაც და მედიტაციასაც ჰაერზე ვაკეთებ. 10 წუთი ფეხებგადაჯვარედინებული ვზივარ და ვსუნთქავ, სულ ეს არის. მედიტაცია საოცრებებს ახდენს − ამშვიდებს, აბედნიერებს, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას, ხელს უწყობს მეტაბოლიზმს და შესაბამისად, წონის რეგულაციას. ამბობენ, თუ 10 წუთი მედიტაციის დრო ვერ გამონახე, მაშინ 20 წუთი უნდა აკეთოო.
  4. ვსვამ წყალს. დილით, ვიდრე ჩემები გაიღვიძებენ და ვისაუზმებთ, ვსვამ რამდენიმე ჭიქა წყალს, რომელსაც, როგორც წესი ვაგემრიელებ სხვადასხვა ხილით და ბალახეულით. ჩემი საყვარელი კომბინაციაა ბარამბოს ან პიტნის ფოთლები და მარწყვი (მარწყვი მთელი წელი მაქვს გაყინული სახით). ასევე, გემრიელია ჯინჯერი, ლიმონი და ვაშლი. ხილს ვყრი წინა ღამით წყლიან დოქში და დილით უკვე წყალი იმფუზირებულია გემრიელი არომატებით.
  5. ვგეგმავ დღეს. გადავხედავ რა მაქვს გასაკეთებელი. თუ ბევრი საქმეა, ვალაგებ პრიორიტეტების მიხედვით, რისი გადატანა შეიძლება შემდეგ დღეებზე, ისე, რომ საქმეც არ გაფუჭდეს და არც გადავიტვირთო. ვინაიდან ზუსტად ვიცი რას ვაკეთებ დღის განმავლობაში. დატვირთული გრაფიკის შემთხვევაშიც ვახერხებ სტრესის მართვას.

თუ ჯერ არ გაქვთ დილის, საკუთარი თავისთვის მიძღვნილი რიტუალი შემუშავებული, სცადეთ ჩვეულზე ერთი საათით ადრე გაღვიძება და ეს დრო დაუთმეთ იმას, რაც გაგაბედნიერებთ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.