My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ჯუნიორი

E-LIFT 5-თეთრიანი ლიფტის ჩასანაცვლებლად

გაიცანით E-lift!
E-LIFT 5-თეთრიანი ლიფტის ჩასანაცვლებლად
ფოტო: E-lift
1 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

E-lift − ახალი სტარტაპია ლიფტით სარგებლობის კომფორტულობისთვის. იდეა ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტებს − ფრიდონ ციკოლიასა და ზუკა მაზანაშვილს ეკუთვნით. იგი ლიფტით სარგებლობასთან და კორპუსის მცხოვრებლების სხვა საჭიროებებთან დაკავშირებული არაერთი პრობლემის გადაჭრას ისახავს მიზნად.

დამფუძნებლებს e-lift-ის შექმნის იდეა 2 წლის წინ გაუჩნდათ, თუმცა განხორციელებას წელიწადია, რაც შეუდგნენ. ახალი მოწყობილობის მთავარი სიახლე ის არის, რომ იგი შესაძლებელს გახდის ლიფტში პლასტიკური ბარათით სარგებლობას. გარდა ამისა, მას ექნება ელექტრონული საფულე, რომელიც ლიფტის მიერ დახარჯული ელექტროენერგიის ავტომატურ დაფარვას და დაგროვილი თანხის გადანაწილებას სურვილისამებრ შეგაძლებინებთ. მას ასევე ექნება კორპუსის მცხოვრებლებისთვის თანხის აგროვების ფუნქცია, რომელიც დღეს რეალურ ყოფით პრობლემას წარმოადგენს − იქნება ეს თანხის შეგროვება სადარბაზოს მოპირკეთებისთვის თუ დაზიანებული სახურავის შეკეთებისთვის.

„ცნობილი პრობლემაა, როცა ლიფტით სარგებლობა გვიწევს, შესაძლოა ხურდა არ გვქონდეს ან ლიფტის ყულაბა იყოს გაჭედილი, რის გამოც ლიფტის გამოყენება პრობლემური ხდება. ჩვენი მიზანია, დრო და ენერგია დავზოგოთ და აღარ მოგვიწიოს ფულის მუდმივად დახურდავება ლიფტისთვის. ასევე აღარც მისთვის თანხის აგროვება იყოს საჭირო, რაც საკმაოდ დისკომფორტული პროცესია“, − ამბობს იდეის ავტორი.

პროტოტიპი საკუთარი ხარჯებით შექმნეს. გეგმავენ გრანტის მოზიდვაზე მუშაობას, რათა შექმნან მუშა პროტოტიპი, რომელსაც კორპუსში სატესტოდ გამოიყენებენ. ტესტის შედეგებს, პროდუქტის განვითარების უკეთ დაგეგმვისთვის გამოიყენებენ.

სამომავლოდ, გეგმავენ e-lift-ის მუდმივ ფუნქციურ გაუმჯობესებაზე ზრუნვას, რაც ლიფტის დაჯავშნის, ასევე სამაჯურითა და ბეჭდით გადახდის ფუნქციების დამატებასაც მოიცავს.

More from Entrepreneur

Terry's digital marketing expertise can help you with campaign planning, execution and optimization and best practices for content marketing.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur