📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ქართველი კონკურსანტები ინფორმატიკის ოლიმპიადაზე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ ქართველი კონკურსანტები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე, IOI-ზე გაემგზავრნენ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Acer

ქართველი კონკურსანტები ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა IOI-ზე გაემგზავრნენ. პირველად ღონისძიება 1989 წელს ჩატარდა, წელს კი რიგით 31-ე ოლიმპიადა ტარდება. შეჯიბრზე ყოველწლიურად 80 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.

IOI-ის ღონისძიება სკოლის მოწაფეებისთვის ყოველწლიურად ტარდება და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული კონკურსია კომპიუტერული მეცნიერებისა და საგანმანათლებლო სფეროში.

ოლიმპიადაზე საქართველოდან გაემგზავრა გუნდი გიორგი მანდარიასა და ზაზა გამეზარდაშვილის ხელმძღვანელობით. გუნდის შემადგენლობაში არიან: ბაქარ გამეზარდაშვილი, დავით ხვედელიძე, ნიკოლოზ ბირკაძე და თეიმურაზ თოლორაია. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ ბირკაძე შარშანდელი კონკურსის გამარჯვებულია და ოქროს მედალი აქვს აღებული.

კონკურსი ორი დღე გაგრძელდება და კონკურსანტებს დაევალებათ, რომ ამ დროის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად ამოხსნან რამდენიმე ალგორითმული ამოცანა.

ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადას წელს, 4-დან 11 აგვისტოს ჩათვლით, ბაქო უმასპინძლებს. ოლიმპიადის საერთაშორისო პარტნიორი და სპონსორი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი კომპანია Acer-ია. უკვე მეოთხე წელია, რაც Acer-ის მიერ წარმოებული ნოუთბუქები იმარჯვებს საქართველოს სკოლებში, პირველკლასელების კომპიუტერით აღჭურვის საგანმანათლებლო პროექტში.

Acer-მა, IOI-ის კონკურსისთვის 450 ცალი Acer Aspire 3 ნოუთბუქი გამოყო, რაც კონკურსანტებს გაუადვილებს პროცესს ალგორითმებზე მუშაობის ეფექტური გზით გადასაჭრელად.

Acer და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადა ცდილობენ გააღვივონ სკოლის ასაკის ბავშვების ინტერესი ინფორმატიკაში და წაახალისონ ნიჭიერი ახალგაზრდები. Acer-ის აღმოსავლეთ ევროპის, რუსეთისა და თურქეთის ვიცეპრეზიდენტი, გრიგორ ნიზოვსკი აცხადებს: „მთელი კომპანია ძალიან ვამაყობთ, რომ ამ მნიშვნელოვან ინიციატივაში ვიღებთ მონაწილეობას. ეს ეხმარება ახალგაზრდა, ნიჭიერ ადამიანებს, რომლებიც მომავალში ლიდერები გახდებიან". მან პირადად გაიცნო საქართველოს წარმომადგენელი გუნდი და უსურვა გამარჯვება 2019 წლის ოლიმპიადაზე.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი