My Queue

There are no Videos in your queue.

Click on the Add to next to any video to save to your queue.

There are no Articles in your queue.

Click on the Add to next to any article to save to your queue.

There are no Podcasts in your queue.

Click on the Add to next to any podcast episode to save to your queue.

You're not following any authors.

Click the Follow button on any author page to keep up with the latest content from your favorite authors.

ინსპირაცია

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი?

11 პასუხი კითხვაზე
და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი?
ფოტო: Entrepreneur Georgia
2 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

„მე არ ვქმნი ფილმებს ფულის საშოვნელად. მე ვშოულობ ფულს ფილმების შესაქმნელად“, – ეს ფრაზა უოლტ დისნეის ეკუთვნის და საუკეთესოდ განმარტავს ანტრეპრენერულ ღირებულებას, რომელიც არა მხოლოდ ფულის შოვნის, არამედ ახლის შექმნისკენ დაუოკებელ სწრაფვას ეფუძნება.

 

და მაინც, ვინ არის ანტრეპრენერი?

1. ანტრეპრენერი ალღოიანი მეოცნებეა. ის მომავლის ხედვის მქონე ადამიანია, რომელსაც შეუძლია არა მხოლოდ დაინახოს შესაძლებლობა იქ, სადაც ყველა დანარჩენი მხოლოდ პრობლემას ხედავს, არამედ თავადვე შექმნას შესაძლებლობა. იგი შესაძლებლობას ხედავს ყველგან და ყველაფერში!

2. ანტრეპრენერი დამოუკიდებელი, შინაგანად თავისუფალი ადამიანია. იგი შინაგანი კონტროლის საოცარი უნარით გამოირჩევა, თვითკრიტიკულია, დარწმუნებულია საკუთარ ძალებში! იცის, რომ მომავალი მხოლოდ მის ხელშია და ვერანაირი გარემო ფაქტორები ვერ იქონიებენ ზემოქმედებას მის საქმეზე, რომელზეც ის და მხოლოდ ის იღებს პასუხისმგებლობას.

3. ანტრეპრენერი გამორჩეულია მაგიური თვისებებით. ღრმად სწამს, რომ შესწევს უნარი, საკუთარი ოცნება რეალობად აქციოს – მაშინაც კი, როცა მის იდეას ყველა ეჭვის თვალით უყურებს.

4. ანტრეპრენერი არის მოქნილი, სწრაფად ადაპტირებადი ცვლილებებისადმი. შეუძლია იცხოვროს ცვალებად, არაპროგნოზირებად გარემოში და ნებისმიერი წინააღმდეგობის მიუხედავად, განაგრძოს სვლა დასახული მიზნისკენ.

5. ანტრეპრენერი ინოვაციების ექსპერტია. ქმნის სრულიად ახალს ან ძველის ახლებურ დიზაინს გვთავაზობს. უკვე არსებულს ახალ სიცოცხლეს ანიჭებს.

6. ანტრეპრენერი რისკიანია, მაგრამ მისი რისკი ყოველთვის მოზომილი და კარგად გათვლილია.

7. ანტრეპრენერი უარს ამბობს გარანტირებულ შემოსავლებზე, წყნარ, უზრუნველ ცხოვრებაზე და ბუნდოვან, მაგრამ საინტერესო, გამოწვევებით სავსე, მუდმივად მღელვარე და არასტაბილური ცხოვრების სტილს ამჯობინებს.

8. ანტრეპრენერი იმდენადაა დარწმუნებული თავის შესაძლებლობებში და საქმის წარმატებაში, რომ შეუძლია საკუთარი ქონებით გარისკოს! ის დარწმუნებულია მის ხელთ არსებულ ძალებში, მიზნის სისწორეში, და ეს თვითდაჯერება არ ნელდება მარცხის დროსაც. პირიქით – იგი ძლიერდება წარუმატებლობაში, რომელიც მისი საბოლოო წარმატების შემადგენელი ნაწილია.

9. ანტრეპრენერი შეუპოვარი და მტკიცეა. არასოდეს კარგავს ენთუზიაზმს, შეუძლია გადალახოს ყოველგვარი წინააღმდეგობა, არ დანებდეს მაშინაც კი, როცა ყველა ფარხმალს ყრის. მას სწამს ჩერჩილისეული წარმატების ფორმულის – „წარმატება არის მარცხიდან მარცხამდე შეუჩერებელი სვლა ენთუზიაზმის დაკარგვის გარეშე“.

10. ანტრეპრენერი პროაქტიული და თვითმოტივირებულია. მოქმედებს სწრაფად, სწავლობს კეთების პროცესში. მაღალი შინაგანი მოტივაცია ამოძრავებს – ახლის შექმნის, სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის მოტივაცია.

11. ანტრეპრენერი არ ელის ბედის წყალობას და იღბალს. იგი უზომოდ შრომისმოყვარე და შეუპოვარია. ის, ისევე როგორც გოლფის ლეგენდა გერი ფლეიერი, იღბლიანობას არა განგებას, არამედ საკუთარი საქმისადმი თავდადებას მიაწერს. „რაც უფრო მეტს ვვარჯიშობ, მით უფრო იღბლიანი ვხდები“ – გერი ფლეიერის ამ სიტყვებით ყველაფერი ნათელი ხდება მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სხვისი წარმატების შემყურე უმოქმედოდ ელოდება დღეს, როდესაც მისთვისაც მოიცლის ბედი და იღბალი...

და რას ფიქრობ შენ – ვინ არის ანტრეპრენერი?

მომწერე: editor@entrepreneur.ge

გიორგი შარაშიძე

მთავარი რედაქტორი

More from Entrepreneur

Learn to be a better leader and develop successful marketing and branding strategies with Dr. Patti Fletcher's help.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur