4 აუცილებელი ქცევა ლიდერებისთვის პრეზიდენტები წარმატებების მისაღწევად ამ აუცილებელ უნარებს უნდა დაეუფლონ

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

1. უბრალოდ თქვით „არა"!

დღევანდელ ბაზარზე შესაძლებლობების ნაკლებობა ნამდვილად არ არის, პირიქით. კვირა არ გავა, ჰორიზონტზე მოდური დასახელების უახლესი ტექნოლოგია და სტრატეგია არ გამოჩნდეს.

სიფრთხილეს თუ არ გამოიჩენთ, ამ უკიდეგანო შესაძლებლობების ზღვაში გადაეშვებით. ცვლილებები რა თქმა უნდა აუცილებელია − სამყარო ხომ ასტრონომიული ტემპით ვითარდება, მაგრამ ყველაფერზე დათანხმებისა და ყველაფრის მიღების შემთხვევაში, საკუთარ შესაძლებლობებს რეალურად ვერასოდეს გამოავლენთ. გახსოვდეთ, რომ გარკვეულ შემთხვევებში „არა"-ს თქმა არცთუ რთულია. თითოეული ახალი შესაძლებლობა გამადიდებელი შუშით თქვენი სტრატეგიული გეგმის, თქვენი ხედვის გათვალისწინებით უნდა განიხილოთ, კარგად აწონ-დაწონოთ, რისი შეცვლა გსურთ. სჯობს, თქვენმა გუნდმა შედეგების შესასწავლად თავდაპირველად პატარა ტესტი ჩაატაროს. დარწმუნდებით, რომ ეს სიახლე თქვენს მიზნებს შეესაბამება? უფრო კარგად შეისწავლეთ და ექსპერიმენტები გაიმეორეთ.

2. გაუფრთხილდით საკუთარ დროს

ხელმძღვანელების ყოველდღიური გრაფიკი უზომოდ დატვირთულია. ერთი ეგ არის, დილაობით ფინჯანი ყავის დალევას თუ მოახერხებთ, მთელი დღე შეხვედრები გაქვთ და მგზავრობის დროსაც კი უამრავ ზარს პასუხობთ. რამდენიმე გუნდს უწევთ კონსულტაციებს და ბუნებრივია, ეს სრულიად ჩვეულებრივი გრაფიკია. მუდამ დაკავებულები ხართ და არასოდეს გყოფნით დრო.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ სინამდვილეში მხოლოდ ის შეხვედრები, ზარები და სემინარებია მნიშვნელოვანი, რომლითაც რაღაც ახალს იძენთ და ვითარდებით. მხოლოდ მაშინ შეძლებთ კომპანიის უკეთ ხელმძღვანელობას, როდესაც საკუთარ თავს – თქვენს მასშტაბებს, ფასეულობებსა და ნაკლს უკეთ შეიცნობთ. თუ ცოტა ხანს არ შეჩერდით, მართვის სტილი, უნარები და მიდგომა არ დახვეწეთ, გზის გაგრძელებას ვეღარ შეძლებთ, ბარიერებს შეეჯახებით და მათ გადალახვას ვეღარ მოახერხებთ. გუნდი ვეღარ განვითარდება და ბიზნესი ჩაიძირება.

3. მიეცით ადამიანებს განვითარების საშუალება

კომპანიის პრეზიდენტები, როგორც წესი, გუნდის წევრებთან ერთად მუშაობენ. პრეზიდენტები, მათი მრჩეველები, კონსულტანტები და დელეგატები არიან, ისინი ხელმძღვანელებისგან ბევრს მოელიან, სურთ, მათთვის მეტი გააკეთონ, საჭირო დროს საჭირო რჩევები მოაწოდონ. მნიშვნელოვანია, ლიდერებმა თანამშრომლებსა და პარტნიორებს ზრდა– განვითარების შესაძლებლობა მისცენ და მხოლოდ გზის ჩვენებით არ შემოიფარგლონ.

სრულიად მარტივად შეიძლება ეს საკითხი ყურადღების მიღმა დატოვოთ და საერთოდ, დაივიწყოთ კიდეც, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ადამიანების იგნორირებით, თქვენი სამუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს უკეთებთ იგნორირებას. თანამშრომლებისგან ყველაფერი უნდა გაიგოთ, მოიწვიეთ და აზრი ჰკითხეთ, დაწვრილებით გამოიკითხეთ, როგორია მათი სამუშაო დღე, რა დაბრკოლებები ეღობებათ წინ და საინტერესდით, რა შეუწყობდათ ხელს განვითარებაში. ისეთი გარემო შექმენით, რომ ადამიანებმა ახალი უნარ-ჩვევების დაუფლება შეძლონ, გაცილებით კომპეტენტურნი გახდნენ, მეტი შეისწავლონ და პროფესიულად გაიზარდონ. ამგვარი ატმოსფეროს შექმნა კომპანიისთვის ყველანაირად მომგებიანია.

4. თუ დღევანდელ პრობლემებს გაუმკლავდებით, მომავალზე ზრუნვა არ გაგიჭირდებათ

ეკონომიკა დღეს მთელ მსოფლიოში ყვავის, უამრავი სამუშაო ადგილია შექმნილი, ბიზნესი სრული სვლით ვითარდება, მაგრამ ეკონომიკის სფეროს ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ ყოველთვის ასე არ იქნება. რეცესია, ვარდნა, აუცილებლად მოხდება და შემოსავლები შემცირდება. კომპანიებს ასეთი დრამატული მოგების განაკვეთები აღარ ექნებათ, შესაძლებლობები ამოეწურებათ.

ამის გათვალისწინება ორგანიზაციის მართვისას ერთ-ერთი ყველაზე რთული ამოცანაა. ბალანსის მონახვა და მომავლის გათვლა ნამდვილად ჭირს. ბევრს დიდი პერსპექტივა აქვს − ნაღდი ფულიც აქვს, რომლის თავისუფლად დახარჯვა შეუძლია და თანამშრომელთა საუკეთესო გუნდიც ჰყავს, მაგრამ მაინც − 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისის დავიწყება შეუძლებელია. ეს თავისი არსით სიჭარბისა და დეფიციტის კონფლიქტი იყო, რომლის მიხედვითაც მომავლის დაგეგმვა თითქოს სრულიად შეუძლებელი ჩანს. ამ ორ უკიდურესობას შორის მოქცეულნი აქეთ-იქით ვაწყდებით, მოვლენებში გარკვევა გვიჭირს, დაბნეულები ვართ, მაგრამ ხელმძღვანელის მთავარი მოვალეობა ხომ მომავალზე ფიქრია. თუ დღევანდელ პრობლემებს გაუმკლავდებით, სტაბილური მომავლის დაგეგმვაზე ზრუნვა აღარ გაგიჭირდებათ.

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

ინსპირაცია

ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დიდ წარმატებამდე დიდი მარცხი იწვნიეს

წარმატებული ადამიანი იმიტომ არის წარმატებული, რომ მან იბრძოლა!

ლიდერობა

17 შთამაგონებელი ციტატა, რომელიც თქვენს გუნდს ერთიანს გახდის

თქვენი გუნდი დათრგუნულია? მისი გამხნევება სცადეთ, ჩამოთვლილთაგან რომელიმე ციტატა გაუგზავნეთ