You can be on Entrepreneur’s cover!

ციფრული ექიმი - თერაპევტი! ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული პირველი ქართულენოვანი სამედიცინო პლატფორმა

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები ადამიანების სამსახურში დგება და მათ ცხოვრებას ბევრად უიოლებს. გამოგონებების რიცხვს ქართული ინოვაციური პროდუქტიც შეემატა, სახელწოდებით DigitalMed. ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დამყარებული პირველი ქართულენოვანი სამედიცინო პლატფორმა, რომელიც სიპტომების შესახებ მიღებული ინფორმაციის გადამუშავების საფუძველზე სვამს პირველად დიაგნოზს და პაციენტს ურჩევს, კონკრეტულად რომელი პროფილის ექიმს მიმართოს შემდგომი კონსულტირებისთვის.

მისი შემქმნელი ქართველი ახალგაზრდა სტარტაპერი − გეგა თათულიშვილია, რომელმაც სპეციალური ალგორითმი შექმნა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები მედიცინის საჭიროებებს მოარგო, კერძოდ კი − პირველად დიაგნოსტიკას.

DigitalMed მეგამონაცემების, მსოფლიო სამედიცინო ლიტერატურის ანალიზზე დაყრდნობით მუშაობს და იყენებს ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას. პროგრამა 8 თვეში შეიქმნა და მისთვის სპეციალურად ითარგმნა უზარმაზარი მოცულობის სამედიცინო ლიტერატურა. როგორც გეგა განმარტავს, მისი მიზანი თავიდანვე ისეთი პროგრამის შექმნა იყო, რომელიც ადამიანს, რომელსაც რაღაც აწუხებს, ზუსტად ეტყვის, რომელი მიმართულების ექიმს უნდა მიმართოს და ამის ძიებაში ბევრ დროს არ დაკარგავს. პროგრამა ასევე მომხმარებელს შესთავაზებს პროფილურ კლინიკას და ღილაკის ერთი დაჭერით ამ კლინიკაში ექიმთან ჩაწერასაც შესაძლებელს გახდის.

ამ ეტაპზე პლატფორმა მხოლოდ ქართველ მომხმარებლებზეა გათვლილი, თუმცა სამომავლო გეგმებში მისი კომერციალიზაცია და საერთაშორისო მასშტაბზე გასვლაა. Digitalmed.ge-ზე კი ქართველ მომხმარებლებს უკვე შეუძლიათ სატესტო რეჟიმში გამოსცადონ ის. ამ დროისთვის Digitalmed-ით პირველადი დიაგნოზი უკვე 4000-ზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო. პარალელურად, ის მუდმივად დახვეწის რეჟიმშია და პარამეტრები მუდმივად უმჯობესდება სპეციალისტების ჩართულობით.

სალომე ქუშაშვილი

ჟურნალისტი

ინდუსტრიული ტრენდები

ჯორჯ ბალანჩინი - ქართველი, რომელმაც ამერიკას ბალეტი ასწავლა

"ადრე თუ გვიან, ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი"