Amazon თანამშრომლებს $10.000-სა და სამი თვის ხელფასს სთავაზობს, თუ...

ისინი სამსახურს თავს გაანებებენ და მის ნაცვლად საკუთარ ბიზნესს დაიწყებენ

By
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

საინტერესოა, რა განსაზღვრავს გამოიწერს თუ არა Amazon-ზე პროდუქციას მომხმარებელი და გახდება თუ არა იგი საიტის პრაიმხელმომწერი? − ეს უმეტესად შეკვეთების მაქსიმალურად სწრაფად მიწოდებაზეა დამოკიდებული. ამ მნიშვნელოვანი საკითხის გათვალისწინებით, Amazon თანამშრომლებს დიდ ინიციატივას სთავაზობს − სამსახურს თავი გაანებონ და ანტრეპრენერები გახდნენ, მიწოდების ბიზნესი დაიწყონ.

BGC

როგორც TechCrunch იტყობინება, Amazon უკვე საქმეზე გადადის:  თანამშრომლებს, რომლებიც თავად ააწყობენ პროდუქციის მიწოდების სამსახურს, $10,000-ით დაუფინანსებს წამოწყებას და ამასთან, სამი თვის ხელფასსაც გადაუხდის.

მსგავსი სტატია: ჯეფ ბეზოსი რჩევებს უზიარებს მათ, ვინც ბიზნესს იწყებს

ამ ინიციატივის მთავარი იდეა მიწოდების ბიზნესზე რაც შეიძლება უმტკივნეულო და ბუნებრივი გადასვლაა ნაკლები დანახარჯებით. ნებისმიერი ბიზნესისთვის რთულია დაარსებიდან პირველი რამდენიმე თვე. მოგება ამ პერიოდის შემდეგ იწყება და Amazon სწორედ ამ რთულ პერიოდს დაუფინანსებს. ეს შეთავაზება ძალიან მოეწონებათ თანამშრომლებს, რომლებსაც კარიერის შეცვლა ან სამსახურის საქმეების გაცილებით მეტად გაკონტროლება სურთ.

მაგრამ ინიციატივები მხოლოდ ფინანსური არ არის. Amazon მსურველებს სრულ პაკეტს სთავაზობს, რომელსაც იგი მიწოდების სამსახურის პარტნიორულ პროგრამას ეძახის. მასში შედის სწავლების პრაქტიკული კურსი, მხარდაჭერა მოთხოვნის შესაბამისად, კომპანიის მიწოდების ტექნოლოგიები, „ამაზონის“ მიწოდების პრაიმ-ფურგონები, ფასდაკლებები საწვავზე, დაზღვევა და ბრენდირებული უნიფორმები პერსონალისთვის.

ყოფილი თანამშრომლები მომხმარებელს ფურგონით მხოლოდ თავად არ მიაწვდიან პროდუქციას. Amazon ვარაუდობს, რომ მიწოდების სამსახურის თითოეული თანამშრომელი რამდენიმე ფურგონის ზედამხედველობასაც შეძლებს და ბევრ მძღოლსაც დაიქირავებს. Amazon ირწმუნება, რომ მიწოდების სამსახური, გაფართოების შემთხვევაში, 40 ფურგონით წლიური $300,000 მოგების მოტანას შეძლებს. მხოლოდ წარმოიდგინეთ, Amazon-ის რა მოგებაზეა ლაპარაკი, როდესაც 40 ფურგონის ფლოტი ხელმომწერებს ამანათებს მთელი დღის განმავლობაში მიაწვდის.

ნებისმიერმა, ვისაც მიწოდების სამსახურის პარტნიორობის პროგრამაში მონაწილეობის მიღება სურს, არ აქვს მნიშვნელობა კომპანიის თანამშრომელია თუ არა, ამ საკითხზე სრული ინფორმაცია უნდა მიიღოს − ბროშურის კითხვით უნდა დაიწყოს. შემდეგ ანგარიში შექმნას და პროგრამას მიუსადაგოს. რადგან Amazon გაფართოებას და მიწოდების დაჩქარებას ცდილობს, პრაიმ-წევრებისთვის პროდუქციის ერთ დღეში მიწოდება ჩვეულებრივი მომსახურება გახდება და ამიტომ ყველა აპლიკაციაც სათანადოდ უნდა განახლდეს.