კრიპტოსაუბარი Polymath-ის აღმასრულებელ დირექტორ ტრევორ კოვერკოსთან

ეს ადამიანი აზრებს გვიზიარებს ჰოკეის მოთამაშიდან ბლოკჩეინის ანტრეპრენერამდე განვლილ გზაზე
კრიპტოსაუბარი Polymath-ის აღმასრულებელ დირექტორ ტრევორ კოვერკოსთან
ფოტო: Reddit
7 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ყველაზე ხშირად კრიპტოვალუტისა და ბლოკჩეინის შესახებ მეკითხებიან და ამიტომ ვცდილობ მეტი გავიგო იმ უამრავ შესაძლებლობაზე, რომელსაც კრიპტოვალუტა სთავაზობს ანტრეპრენერებს. ამ ბაზრის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, ტრევორ კოვერკოს, Polymath-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს დავუკავშირდი.

ტრევორ, მეც სპორტის სამყაროდან ვარ და მაინტერესებს, როგორ მოხვდა ჰოკეის ყოფილი მოთამაშე კრიპტოსფეროში?
ტრევორ კოვერკო: ეს არ იყო პირდაპირი გზა, სულ ზიგზაგებით ვიარე. ჰოკეი იყო ჩემი პირველი სიყვარული და სამსახური. კანადაში ეს გავრცელებული სპორტია. კარიერაში წარმატებას 2005 წლიდან the New York Rangers-ში მოხვედრას ვუკავშირებ.

ჰოკეიმ განაპირობა ჩემი პიროვნული ზრდა. მასწავლა, როგორ უნდა ვყოფილიყავი გუნდის ნაწილი, როგორ მომეპოვებინა წარმატება ულმობელ კონკურენტულ ბაზარზე და როგორ შევგუებოდი წარუმატებლობებს. სპორტული კარიერის შემდეგ რეალურ სამყაროში გადავინაცვლე, ბიზნესსკოლაში დავიწყე სწავლა, მაგრამ ორ წელიწადში თავი გავანებე და ჩემი პირველი კომპანია დავაარსე. მაშინ 22 წლის ვიყავი.

ბევრ ანტრეპრენერს უჭირს გადაწყვეტა, როგორ მოიქცეს − შეწყვიტოს სწავლა თუ დაასრულოს. თქვენ როგორ ფიქრობთ?
ანტრეპრენერობას სკოლაში ვერ ისწავლით. ამას მხოლოდ საქმის კეთებისას თუ მოახერხებთ. წიგნებში წაკითხვით, ასე ზეპირად სწავლის იმედი ნუ გექნებათ. ეს ყველაფერი რეალურ სამყაროში საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოთ, რეალური ღირებულება შექმნათ მომხმარებლისთვის. სხვაგვარად არ გამოვა.

ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილები ბიზნესგარემოში მივიღე − შეხვედრებზე, ტალანტების მოზიდვისას, იმის სწავლისას, თუ როგორ გავათავისუფლო თანამშრომლები; მენტორების შეძენისას, წიგნების კითხვით და ა.შ. ახალგაზრდებს ყოველთვის ვურჩევ, თვალსაწიერი გაიფართოვონ, ოფისებიდან გამოვიდნენ და ჭკვიანი ადამიანები გაიცნონ.

სწავლას რომ გავანებე თავი, ჩემი პირველი კომპანიის დასაარსებლად ერთი წელიწადი ჩინეთში გავატარე. ეს გამოცდილება მომავალში გამომადგა.

მსგავსი სტატია: ინტერვიუ წარმატებულ ფინტექ ანტრეპრენერთან, რომელიც Goldman Sachs-მა შეიძინა

ბევრი მთხოვს ავუხსნა, რა არის ბლოკჩეინი, ყველანაირად ვცდილობ გასაგებ ენაზე ახსნას. ისიც აინტერესებთ, როგორ ან რატომ უნდა განახორციელონ ინვესტირება ბლოკჩეინში. პირველი შეკითხვა ასეთია, როგორ გახდით ასეთი გამორჩეული ფიგურა ბლოკჩეინის საზოგადოებაში? მეორე როგორ ავუხსნა ადამიანებს ბლოკჩეინის არსი?
მომწონს იმის თქმა, რომ ეს ჯადოსნური ინტერნეტფულია და ზემოდან ასეთივე ცოტაოდენი „მტვერი აქვს მიმოყრილი“. სინამდვილეში, ბლოკჩეინი უბატონო ინსტრუმენტია, რომელიც სამყაროს გაცილებით სამართლიანს, დემოკრატიულსა და გამჭვირვალეს ხდის. ასეთი განმარტება მაქვს ჩემი ვებსტერის ლექსიკონის მიხედვით.

ახლა იმაზე, თუ როგორ აღმოვჩნდი ბლოკჩეინში. ეს ისტორია ჩემი პირველი ბიტკოინის ყიდვით დაიწყო. 2012 წელს eBay-ზე 20 დოლარად ვიყიდე, რაღაც ისეთში აღმოვჩნდი ჩათრეული, საერთოდ ვერ ვერკვეოდი.

ეს კრიპტოვალუტის პირველი დღეები იყო. ამის შემდეგ იმ ერთი ბიტკოინის ინვესტირება ეთერიუმში განვახორციელე, 2000 ეთერიუმში გავცვალე. რაღაც მომენტში ეს დაახლოებით $2 მილიონი ღირდა, ჩემს ცხოვრებაში $20 ასე კარგად არასოდეს გამომიყენებია!

რატომ იყიდეთ ბიტკოინი 2012 წელს?
ერთი სემესტრი სამეცნიერო ინსტიტუტში, მიზესის სკოლაში გავატარე და იქ რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობდა ამ საკითხზე. უბრალოდ მაინტერესებდა. სიმართლე რომ ვთქვა, მაშინვე ჭკუაში დამიჯდა.

როგორც წესი, როდესაც ვინმეს უხსნი ბიტკოინის არსს, ორ პასუხს იღებ. პირველი: „გასაგებია, მივხვდი“. მეორე: „სრული სისულელე და უაზრობაა, რა საჭიროა საერთოდ?“

მაშინ ბიტკოინი ფულად მიმაჩნდა, თუმცა იგი ფულზე მეტი ფასეულობა გახდა. ასე ვფიქრობდი: „ეს ახალი ვალუტაა, იგი არასრულყოფილ და კონფლიქტურ ადამიანებს არ გამოუციათ ცენტრალურ ბანკში“. ჩემთვის ბლოკჩეინი და კრიპტოვალუტა თავიდანვე ტექნიკური და ეკონომიკური საოცრება იყო.

აქ ბევრი რამ მიტაცებდა − მონეტარული პოლიტიკა, ეკონომიკა და ტექნიკა. 2014 წელს ჩემმა გმირებმა, ნავალ რავიკანტმა და სილიკონის ველის სხვა ვენჩურულმა კაპიტალისტებმა ბიტკოინზე დაიწყეს ლაპარაკი. ამან 2015 წელს განმიმტკიცა აზრი იმის თაობაზე, რომ ეს უბრალო ამბავი არ გახლდათ.

ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ბიტკოინი დიდი იდეა იყო. ის მთლიანად შეცვლიდა სამყაროს თუ სტაბილური, უსაფრთხო და დაცული იქნებოდა არასანქცირებული წვდომისგან.

კეთილი, თქვენი პირველი მონეტა შეიძინეთ. ამან რაიმე გავლენა მოახდინა, რომ ცნობილი ფიგურა გახდით ბლოკჩეინის სფეროში?
ეს პირველი ნაბიჯი იყო, მეორე − მონეტის თავდაპირველი შეთავაზება (ICO) გახლდათ. ამას მასტერკოინი ერქვა და ბიტკოინის ბლოკჩეინზე დამყარებული ახალი ტოკენი იყო. ამან ICO-ბუმი განაპირობა. მე ადრეული ტოკენების, ალტკოინის მოძრაობაში ვიყავი ჩაბმული. მაშინ ალტკოინებიც კი არ ერქვა, მაგრამ მაშინ ახალი კრიპტოპროექტები იქმნებოდა: Made Safe, Factom, Counterparty, Colored Coins, Mastercoin და ა.შ.

მათ ყველას ეთერიუმამდელ ტოკენებს ვეძახი, რომლებიც ბიტკოინის ბლოკჩეინზე ცხოვრობდნენ. ერთი წლის შემდეგ, 2016 წელს, ეთერიუმზე უკვე ხშირად ლაპარაკობდნენ, ეს ყველაფერი კი სრულიად შემთხვევით ჩემთან, აქ, სახლის უკან, ტორონტოში ხდებოდა. აქ იყვნენ ვიტალიკ ბუტერინი და ეთერიუმის კიდევ რამდენიმე თანადამფუძნებელი.

ამ ბიჭებთან ერთად დავიწყე მუშაობა. კრიპტოვალუტით დაინტერესებულები Bitcoin Decentral-ში ვიკრიბებოდით და ვმსჯელოდით. გასაოცარი შეგრძნება იყო, საზოგადოების ნაწილად ვგრძნობდი თავს, რომელიც მაშინ იწყებდა ჩამოყალიბებას. ვიტალიკი ვარსკვლავივით იყო, ეთერიუმის თეთრი წიგნი გამოვიდა და კრიპროსამყარო მთლიანად შეიცვალა.

გასაოცარი მოგზაურობა

ეს ნამდვილად გასაოცარი მოგზაურობა იყო და მთლიანად ვიყავი მასში ჩართული. სხვა უამრავი პროექტის კონსულტანტი გახლდით, ბევრ პროექტში მქონდა ინვესტიცია. ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძე და ვიგრძენი, რომ რაღაც ახლის დასაწყებად ვიყავი მზად. იქამდე მხოლოდ სხვისი პროექტების კონსულტირებით და ინვესტირებით გახლდით დაკავებული. მაშინ პირდაპირი ინვესტიციების არა-კრიპტო ფონდს ვმართავდი და ჩემი ფონდის ტოკენიზება გადავწყვიტე. 2016 წელს ეს ახალი იდეა იყო. გადავწყვიტე მსოფლიოში პირველი დივიდენდის გადამხდელი კრიპტო გავმხდარიყავი. ეს ჩემი დიდი იდეა იყო.

კრიპტოვალუტა რეალურად არაფრითაა გამყარებული, მას მატერიალური აქტივები, საყრდენი არ აქვს და ამიტომ შესაძლოა წავიდეს და მიდის კიდეც ნულისკენ. იქნებ შესაძლებელია რაიმე რეალურის ტოკენიზება?

დავიწყეთ შენება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ რასაც ვაკეთებდით, სინამდვილეში უსაფრთხოების დაცვა იყო. ჩვენ ფინანსური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გაცემას ვცდილობდით. არც კი ვიცოდი, რა შედეგები მოყვებოდა დროთა განმავლობაში. ამიტომ საკუთარ თავს ვკითხეთ, როგორ უნდა გამოგვეცა შესაბამისი ტოკენი ბლოკჩეინზე? ბლოკჩეინები ღია, უცვლელი და თავისუფლადწვდომადი ქსელია, იმ დროს, როდესაც უსაფრთხოების კანონმდებლობა მკაცრია, დახურული და იზოლირებული. როგორ უნდა მოგვეხერხებინა ამ ორი ცნების გაერთიანება?

გონება გაგვინათდა და მივხვდით, რომ საჭირო პრობლემას არ ვაგვარებდით. რა იქნებოდა, ამ პატარა ტოკენიზებული მიკროფონდის შექმნის ნაცვლად, პლატფორმა შეგვექმნა, რომელიც ნებისმიერს გაუმარტივებდა უსაფრთხოების ტოკენის გაშვებას? რა იქნება, თუ თქვენი სტარტაპის ან თქვენი პიკასოს ნახატის ტოკენიზება გსურთ?

ჩვენ ახლებურად დავიწყეთ მოქმედება პლატფორმის შესაქმნელად, რომელზეც ყველაფრის ტოკენიზებას მოვახერხებდით. რაც უფრო ღრმად შევდიოდით საქმეში, მით მეტად მოგვწონდა. ნამდვილად უამრავი საინტერესო მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ სურთ ადამიანებს მოსაწყენი აქციების სერტიფიკატის ნაცვლად, რომელიც კარადაში გააგრძელებს არსებობას და დროთა განმავლობაში მტვერი დაედება, უსაფრთხოების ტოკენის გამოცემა.

ამას ნამდვილად აქვს აზრი

ეს რომ ბლოკჩეინზე იყოს შესაძლებელი, ბევრ საინტერესოს გააკეთებდით. თქვენი ბექ-ოფისის ავტომატიზებას შეძლებდით, დივიდენდებს გამოსცემით ან პროქსი ხმის მიცემით თუ შესაბამისობის გზით. ბევრი საინტერესოს გაკეთებას შეძლებდით სხვადასხვა ქვეყანაში ფასიან ქაღალდებზე არსებული კანონმდებლობის გათვალისწინებით.

ასე რომ, Polymath შევქმენით, რაც სიტყვასიტყვით იმას ნიშნავს, რომ ბევრ რამეში კარგები ვართ. ნამდვილად გვინდოდა კარგები ვყოფილიყავით, ბევრს დავხმარებოდით სხვადახვა ტიპის პროექტის განხორციელებაში. დანარჩენი უკვე ისტორიაა.

ახლა წინ მიიწევთ. უკვე იცით, რომ ორი ნაბიჯით უსწრებთ ყველას. რას ხედავთ ჰორიზონტზე?
ნამდვილად ადრე დავიწყეთ მოქმედება, თან უკანმოუხედავად, თავით გადავეშვით. ეს ჩვენი ერთ-ერთი ძლიერი მხარე იყო. ჩემს კარიერაშიც ყოველთვის ასე ვაკეთებდი. დღესაც იგივე მიდგომა გვაქვს. შემიძლია გითხრათ, რომ უზომოდ საინტერესო პროექტზე ვმუშაობთ, სახელად Polymesh. ეს სიტყვების თამაშია. ვფიქრობდით, თავიდან უნდა მოგვეფიქრებინა, როგორი უნდა ყოფილიყო უსაფრთხოების ტოკენების დასტა.

დღეს უსაფრთხოების ტოკენების 90 პროცენტი ეთერიუმზე ცხოვრობს, თვით Polymath-იც ეთერიუმზეა. აქ გაშვება იმიტომ გადავწყვიტეთ, რომ მოსახერხებელია; იმიტომაც, რომ დამფუძნებლებს ვიცნობთ და ეს ჩვენთან დაიწყო. ეთერიუმი სტაბილური იყო და ცოცხალი, ამიტომ მისი გამოყენებით თამაშის დაწყება და ექსპერიმენტების ჩატარება შეგვეძლო. ბოლო 18 თვის განმავლობაში მეტი მომხმარებელი მოვიზიდეთ, დიდი ინტერესია, უამრავი ახალი გავიგეთ და უთვალავი ადამიანი პარტნიორად გავიხადეთ, ჩვენს პლატფორმაზე 120-ზე მეტი ტოკენი გავუშვით. ეს ნამდვილი, ცოცხალი ტოკენებია „ველურ ბუნებაში“ და ნამდვილად აღფრთოვანებულები ვართ.

მაგრამ ერთი პრობლემა გვაქვს − ჩვენი პლატფორმა ეთერიუმი თავიდან ფასიანი ქაღალდებისთვის არ იყო გამიზნული. ვფიქრობთ, მომავლის უსაფრთხოების ტოკენები წარსულის ბლოკჩეინებზე არ იცხოვრებენ, სპეციალურად მათთვის შექმნილზე მოინდომებენ ცხოვრებას. ფასიანი ქაღალდები უზომოდ მნიშვნელოვანია და მათთვის ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ.

ჩვენ ისეთ ადამიანებთან ვთანამშრომლობთ, როგორიც მაგალითად ჩარლზ ჰოსკინსონია − ბლოკჩეინის პირველი არქიტექტორი მსოფლიოში.

როგორ ფიქრობთ, ბლოკჩეინი გადარჩენის გზაზე დგას? აშკარაა, რომ დიდ ინვესტირებას ახორციელებთ, მაგრამ არსებობს შანსი, რომ გადარჩენა ვერ შეძლოს? რა მოხდება, თუ მისი გამოძევება კანონმდებლობით ან პოლიტიკით მოხდება? უკან, 1980-იან წლებში დავბრუნდებით, ბარტერულ სისტემაში, რომელზეც ყველა ლაპარაკობდა. იგი წერტილოვან საფუძვლებზე იყო დამყარებული და ჩემი აზრით, ორიგინალური კრიპტოს მსგავსი იყო. როგორ ფიქრობთ, შეუძლია მარეგულირებელს მთელი პლატფორმის გამოძევება?
იცით, იყო დრო, როდესაც ამაზე ვღელავდი. ყველაზე მეტად იმ ადამიანების საკითხი მაფიქრებდა, რომლებიც არსებული მდგომარეობის შენარჩუნებით არიან დაინტერესებული, ცვლილებებისა და ინოვაციების ეშინიათ. სახელების თქმას არ ვაპირებ, მაგრამ იქ უამრავი სხვადასხვა ჯგუფია სხვადასხვა ინტერესით, და ახალი ტექნოლოგიების გამო თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩენა არ სურთ. კრიპტოში რაიმე მაქინაცია მოხდება თუ არა, მაშინვე ხმაურს ტეხენ და ხმებს ავრცელებენ.

იცით, რას ვფიქრობ? − მთავარი ხომ უკვე მოხდა, ყველამ ყველაფერი იცის... ასე ხდება ნებისმიერი დიდი ტექნოლოგიის შემთხვევაში. ბევრ ადამიანს ინტერნეტი არ მოსწონს. ბევრ კომპანიას − ავტომობილები. მარეგულირებლებმა − ბლოკჩეინის ყველაზე დიდმა კრიტიკოსებმა, უკვე იციან მისი მნიშვნელობა და აცნობიერებენ, რომ ცხოვრებას უმარტივებთ.

ბლოკჩეინს მთელი რიგი მახასიათებლები ხდის გაცილებით გამჭვირვალეს და სამართლიანს, რის გამოც მომხმარებელი მოგებული გამოდის. მე ადრინდელზე ბევრად ოპტიმისტურად ვუყურებ მოვლენებს. ძალაუფლების სათავეში მყოფთ მოუწევთ ამ ტექნოლოგიის შესწავლა და იმისაც, როგორ გახდის ის ცხოვრებას უკეთესს ნებისმიერისთვის და როგორ დაზოგავს ყველას ფულს. საბოლოოდ, ეს ყველაფერი უკეთესს გახდის სამყაროს.

ჩემთვის ნამდვილად სახალისო იყო ათლეტიდან სტარტაპის ანტრეპრენერამდე მოგზაურობა. ეს „ამერიკულ მთებზე“ სრიალს წააგავს − ბევრი აღმართი და დაღმართია. უზომოდ მადლიერი ვარ ყველა ჩემი მენტორის, მათი მხარდაჭერის, და საზოგადოებისა, რომელიც შევქმენით. Polymath-ს კრიპტოსამყაროს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოება ჰყავს. ყველაზე მეტად ამით ვამაყობ. ყოველდღიურად ვმუშაობთ ჩვენს საზოგადოებებთან მთელი მსოფლიოს ათეულობით ქვეყანაში. ერთად ვმუშაობთ პროექტზე, რომლის მთავარი მამოძრავებელი ძალა მისიაა. ჩემთვის დიდი პატივია, ამ საქმის ნაწილი რომ ვარ.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Starting, buying, or growing your small business shouldn’t be hard. Guidant Financial works to make financing easy for current and aspiring small business owners by providing custom funding solutions, financing education, and more.

Latest on Entrepreneur

Entrepreneur Media, Inc. values your privacy. In order to understand how people use our site generally, and to create more valuable experiences for you, we may collect data about your use of this site (both directly and through our partners). By continuing to use this site, you are agreeing to the use of that data. For more information on our data policies, please visit our Privacy Policy.