📺 Stream EntrepreneurTV for Free 📺

ლიდერი უნდა იყოს... "წარუმატებლობის დროს სარკეში ვიყურები, წარმატებისას - სარკმლიდან..."

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Entrepreneur Georgia

წარუმატებლობის დროს სარკეში ვიყურები, წარმატებისას − სარკმლიდან...

ახალი თავსატეხი მაქვს. ახლახან ლიდერობის ტესტი შევავსე და მხოლოდ მეოთხე დონის ლიდერობის კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ. მეხუთე დონის ლიდერობისთვის საჭიროა, ჩამოვიცილო ქარიზმა, დავდინჯდე და უფრო მოკრძალებულად შევაფასო საკუთარ თავი.

ტესტმა დამაფიქრა: ეს არსებული ოთხი დონე მხოლოდ „მომადლებული ნიჭით" დავძლიე თუ ჩემს თავზე ვიმუშავე შესაბამისი უნარებისა და ჩვევების განვითარებისთვის? ალბათ პირველიც და მეორეც საჭიროა ლიდერობის გასავითარებლად, და კიდევ ცოდნის მიღებისა და მისი პრაქტიკული, სწორად გამოყენების გააზრება, აღზრდისა და გაზრდის სწორი ორიენტირები და ოჯახის ფასეულობები. არ გამოგვრჩეს გრძელვადიანი ხედვა, მიღწევის სტრატეგიული გეგმა, და რაც მთავარია, ადამიანები, რომლებიც ჩვენთან ერთად ქმნიან ეკოსისტემას. ყველაფერი ეს საფუძველს უქმნის ლიდერობის საბაზისო სასტარტო პირობების ჩამოყალიბებას.

ბავშვობიდან დღევანდლამდე ჩვენ სწორედ იმას ვაკეთებთ, რომ ლიდერობის ფორმულას ვხსნით და ბოლომდე მაინც ვერ ამოვხსენით. მე მგონი, არც უნდა გვქონდეს დიდი იმედი – ტექნოლოგიების განვითარება და ცვლილებების ელვისებური სისწრაფით მიმდინარეობა ლიდერებისგან მუდმივ სწავლას და ცოდნის გაღრმავებას მოითხოვს. დღეს ყველა ლიდერი მარადიული სტუდენტია, რადგან ის, რაც გუშინ ტენდენციური და პოპულარული იყო, დღეს დრომოჭმული ანაქრონიზმია.

ამიტომაც ლიდერობის მზა რეცეპტების ნატვრისთვალივით ძებნა-ძიებას აზრი არ აქვს. მაშინ სად უნდა ვიპოვოთ მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული და სტრუქტურირებული ინსტრუმენტები? უნდა ვეძებოთ ადამიანები, რომლებმაც 1, 2 ან 5 წლით გაგვასწრეს და მათთან დიალოგში უნდა ვისწავლოთ მნიშვნელოვანი და მოვიზიდოთ ორიგინალური იდეები.

ამასთან, უნდა დავივიწყოთ ის გაბატონებული სტერეოტიპული აზრები, როგორებიცაა: „ლიდერებად იბადებიან", რომ „ყველაფერი გამართლებაა" ან „გენეტიკას ვერაფერს მოუხერხებ". კალათბურთის საბავშვო გუნდის პირველ ხუთეულში რომ მოვხვედრილიყავი, 3 წელი გამუდმებული ვარჯიში დამჭირდა და კაპიტნის სამკლაური რომ მომერგო, კიდევ დამატებით 3 წლის განმავლობაში ხშირად დღეში სამჯერ თავდაუზოგავი წვრთნა. ჩემს გუნდში ბევრი ნიჭიერი მოზარდი იყო, სამკლაური კი – მხოლოდ ერთი.

ლიდერობის მსურველებს ერთ მარტივ და ნაცად კონცეფციას შევთავაზებდი – ზღარბის მეთოდს. მელიისა და ზღარბის დაპირისპირებაში, მელია თავდასხმის ნატიფ, კომპლექსურ და მრავალფეროვან ტაქტიკას იყენებს, მაგრამ ამ ორთაბრძოლაში უმეტესწილად ზღარბი გამოდის გამარჯვებული, რადგან მხოლოდ ერთ, მნიშვნელოვან მოქმედებაზე კონცენტრირდება.

თავში ლიდერობის მეხუთე დონე ვახსენე. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც პასუხისმგებლობასა და თავდადებას, პროფესიონალიზმსა და შეუვალობას ბუნებრივად შეუთავსეს ზეადამიანური ნებისყოფა და მოკრძალებული ხასიათი. ბევრს ვსწავლობ ასეთი ლიდერებისგან. სარკისა და სარკმლის პრინციპიც მათგან ვისწავლე. წარუმატებლობის დროს სარკეში ვიყურები და წარმატებას იმ სარკმლიდან ვუყურებ, საიდანაც ჩემი გუნდის წევრები ყველაზე კარგად ჩანან.

სოსო გალუმაშვილი

„ჯეპრას“ უფროსი კონსულტანტი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

ინსპირაცია

5 საათის წესი, რომელსაც ბილ გეითსი, ილონ მასკი და ჯეკ მა იყენებენ

სამყაროს ყველაზე წარმატებული ადამიანები კითხვასა და სწავლას დღეში თითო საათს უთმობენ

ინდუსტრიული ტრენდები

Mr. Kartveli - ქართველი ავიაკონსტრუქტორი, რომელმაც მსოფლიო შეცვალა

ამერიკული ავიაციის ქართველი გენიოსი

Business News

მიხეილ ჯავახიშვილის 10 რჩევა საკუთარ ქალიშვილს

ზემონათქვამი დაიხსომე და შეითვისე