აჭარის პოტენციალი Birdfair 2019-ზე ყურადღების ცენტრში მოექცა ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალი 2-8 სექტემბერს გაიმართება

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი

ბრიტანეთში Birdfair 2019-ზე აჭარის ფრინველებზე დაკვირვების პოტენციალი ვიზიტორების ყურადღების ცენტრში მოექცა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებას პოპულარიზაცია ბრიტანეთში მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე წელს პირველად გაუწია. აჭარის სტედთან ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ აჭარის, როგორც გადამფრენი ფრინველების კუთხით მსოფლიოში უდიდესი საიმიგრაციო დერეფნის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ. გამოფენას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძეც ესწრებოდა, რომელმაც გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართა ტურლიდერებთან და დარგის სპეციალისტებთან.

Birdfair ინგლისში 1989 წლიდან ტარდება და მას ყოველწლიურად საშუალოდ 24, 000- მდე ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ადამიანი ესწრება. გამოფენაში მონაწილეობას 450-ზე მეტი ფრინველებზე დამკვირვებელი, ორნითოლოგი და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაცია ღებულობს.

„ინტერესი ჩვენი რეგიონის მიმართ ძალიან მაღალია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსგავს გამოფენაში მონაწილეობის მიღება, რათა რაც შეიძლება მეტ ეკოტურისტს, ორნითოლოგსა და ფრინველებზე დამკვირვებელს მივაწოდოთ ინფორმაცია რამდენად მნიშვნელოვანია აჭარის საიმიგრაციო დერეფანი მტაცებელი ფრინველების რაოდენობისა და სახეობების მრავალფეროვნების კუთხით. გვქონდა საინტერესო შეხვედრებიც, რაც დაგვეხმარება საქმიანი კონტაქტების დამყარებასა და რეგიონში ფრინველებზე დაკვირვებით დაინტერესებული ტურისტების მოზიდვაში. ამ კუთხით ჩვენთვის საინტერესო ბაზარი არის ევროპა, სადაც ეკოტურიზმის ეს მიმართულება განსაკუთრებით პოპულარულია. რამდენიმე საინტერესო და ცნობილ მეცნიერს წელს ველოდებით აჭარაში ფრინველებზე დაკვირვების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, რომელიც რეგიონში 2-8 სექტემბერს გაიმართება," განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

ინსპირაცია

25 ფრაზა, რომლებმაც შემცვალეს

ხშირად ერთ ფრაზას ადამიანის მთელი ცხოვრების შეცვლა შეუძლია

Business News

ჯანსაღი კვების რაციონი ნუცა სურგულაძის "ბალანსთან" ერთად

"ბალანსი" მომხმარებელს სთავაზობს კვების სერვისს, რომელშიც თითოეული კერძი სპეციალურადაა შერჩეული