სტრესთან გამკლავება - ტარიელ ჭულუხაძე

"ტვინში უარყოფითი აზრების განდევნა და პოზიტიური განწყობის შექმნა ერთ-ერთ მთავარ გზად დავისახე"
სტრესთან გამკლავება - ტარიელ ჭულუხაძე
ფოტო: Entrepreneur Georgia
2 min read
Entrepreneur-ის კონტრიბუტორები საავტორო სტატიებში გამოხატავენ მათ პირად მოსაზრებებს.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე აღმოვაჩინე, რომ რიგი სიტყვები თუ მოქმედებები, როგორებიცაა პრობლემა, სიზარმაცე, საკუთარ თავსა და შესაძლებლობებში ეჭვის შეტანა თუ სხვა, იწვევდა ჩემს დათრგუნვას. მიუხედავად ამისა, ყოველთვის ვცდილობდი გადამელახა საკუთარი არაცნობიერიდან წამოსული სიგნალები და ერთხელაც უბრალოდ მივხვდი, რომ თვითონ ტერმინები ზემოქმედებდნენ ჩემზე. შესაბამისად, აღარ ვცნობ ზემოხსენებულ სიტყვებს. სიტყვა „გამოწვევამ“ ჩაანაცვლა „პრობლემა“, სიზარმაცე − პასუხისმგებლობის აღქმამ, საკუთარი თავის რწმენას კი ამ დრომდე განხორციელებულმა პროექტებმა თუ წარმატებულმა გადაწყვეტილებებმა ჩაუყარეს მყარი საფუძველი. ვფიქრობ, ადამიანის განწყობას მისი შინაგანი ხმა განსაზღვრავს. სიტყვა „სტრესი“ ისევე დავბლოკე და სხვა სიტყვებით ჩავანაცვლე, როგორც სხვა ნეგატიური და საქმესა თუ ცხოვრებაში ხელისშემშლელი სიტყვები. ტვინში უარყოფითი აზრების განდევნა და პოზიტიური განწყობის შექმნა ერთ-ერთ მთავარ გზად დავისახე. პირად მაგალითზე, ამ ყველაფრის შემდეგ, მართლაც რომ „ვუალა“ − ცხოვრების ყველა ნაწილი ჰარმონიულად შეერწყა ერთმანეთს და სტრესულის ნაცვლად, სასიამოვნო გახდა. თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა საშუალებას და გახალისებს კიდეც, რომ რიგი საკითხები დისტანციურად და ვირტუალურად მოაგვარო. დღესდღეობით, როდესაც ერთ შემომავალ ზარს მოსდევს მეორე ზარი მოლოდინის რეჟიმში, პარალელურად ელექტრონული ფოსტა, WhatsApp, viber, telegram და fb-ის მესინჯერი წკაპუნობს, რთულდება ამ ყველაფრის კონტროლი, თუ ადამიანს არ აქვს შემუშავებული სისტემა. ჩემი სისტემის არსი კი მდგომარეობს შემდეგში: სატელეფონო ზარებისა და სამსახურის email-ის გარდა, გამიჯნული მაქვს სოცქსელები − Whatsapp მხოლოდ სამსახურისთვის, Telegram უახლოესი მეგობრებისთვის, მესინჯერი ყველასთვის, ხოლო Viber − ყოველი შემთხვევისთვის. ეს ყველაფერი კი მეხმარება კონკრეტულ დროს მივიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, თუ ვის ვუპასუხო, ვინ მოითმენს და ვის შეიძლება თუნდაც მეორე დღეს დაეკონტაქტო ისე, რომ არავინ დარჩეს ნაწყენი. საკმაოდ ბევრი სამსახური მაქვს გამოცვლილი საჯარო, კერძო, საერთაშორისო სტრუქტურებში, საქართველოს გარეთ, და სამსახურის ცვლილების ერთადერთი მიზეზი ყოველთვის იყო კომფორტის ზონამდე მიღწევა. ამ მომენტიდან იწყებოდა გონების „გაზარმაცების“ სტადია, რაც ვფიქრობ, ადამიანისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამრთგუნველი ფაქტორია კარიერულ გზაზე. შესაბამისად, ვცდილობ მეტი ახალი გამოწვევებით და პროექტებით გავამრავლო ყოველდღიური სამუშაო ისე, რომ სწორედ კომფორტის ზონას არ მივაღწიო. განტვირთვა კი ძალიან მარტივია, როდესაც ხელშესახებ „პროდუქტს“ ვქმნი და ვხედავ მის წარმატებას. ეს უკანასკნელი მმატებს მოტივაციას და ენერგიას, რომ უფრო მეტი გამოწვევებით სავსე ახალ პროექტს მოვკიდო ხელი.

More from Entrepreneur

Get heaping discounts to books you love delivered straight to your inbox. We’ll feature a different book each week and share exclusive deals you won’t find anywhere else.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Are you paying too much for business insurance? Do you have critical gaps in your coverage? Trust Entrepreneur to help you find out.

Latest on Entrepreneur