სიახლეები

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია!

გამოვლინდა 20 გამარჯვებული , თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა
თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები ცნობილია!
ფოტო: GITA
4 min read

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებული სტარტაპები  ცნობილია. პროგრამის ფარგლებში სულ 20 გამარჯვებული გამოვლინდა,  თითოეულ მათგანს 100 ათასი ლარის ოდენობის გრანტი გადაეცა. გადაწყვეტილება საინვესტიციო კომიტეტმა მიიღო, რომელიც დაკომპლექტებული იყო მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ.  

გამარჯვებული სტარტაპები:

  • Lupi AI - ანალიკიტური ხელსაწყო განათლებასთან დაკავშირებული მონაცემებისთვის. ლუპი AI მონაცემებზე დაყდნობით გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას იძლევა განათლებაში.
  • Logmind - კომპანია, რომელიც ქმნის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებულ ლოგ-მონაცემთა ანალიტიკურ პლატფორმას, რომელიც მსხვილი ორგანიზაციების DevOps და IT ოპერაციულ ჯგუფებს დაეხმარება ავტომატურად გამოავლინონ ხარვეზები თავიანთი  აპლიკაციებიდან.
  • Qvevry  - პროექტი მიზნად ისახავს ქართული ტრადიციული ღვინის ჭურჭლის - ქვევრის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წარმოებას. ქვევრების საბეჭდად სპეციალურად შეიქმნება ახალი კერამიკული 3D პრინტერი, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ 1000 – 1500 ლიტრი მოცულობის ქვევრების დამზადებას
  • RNSEED Potato Fabrik - კარტოფილის თესლის ინვიტრო კლონირებისა და მინი-ტუბერების გამრავლების უნიკალური ინტეგრირებული აგრო-ბიო ტექნოლოგიური სისტემა.
  • Colors of Caucasus - ნატურალური ინგრედიენტებით ეკოლოგიურად სუფთა ღებვის ტექნოლოგია ბიო ქსოვილის მისაღებად.
  • BioCure - ნავთობ-პროდუქტებით დაბინძურების გაწმენდის ეკოლოგიურად სუფთა და უნივერსალური ტექნოლოგია, რომელიც ამარტივებს დაბინძურების გაწმენდის პროცესს.
  • My Drug App - აპლიკაცია საშუალებას აძლევს მომხმარებელს შეიძინოს მედიკამენტები საბითუმოზე უფრო იაფ ფასად.
  • Shenia - პლატფორმის საშუალებით მომხმარებლებს შეუძლიათ ონლაინ შეუქმნან ბავშვს ქართულ ენაზე დაწერილი პერსონალური ზღაპარი, სადაც პატარა ამბის მთავარი გმირია.
  • Phubber - სოციალური შოპინგის პლატფორმა - არის მობილური აპლიკაცია, რომელიც სოციალური ქსელისა და ტანსაცმელის ონლაინ მაღაზიის მიქსია.
  • Inventors - მეორადი და ახალი ავტო ნაწილების ყიდვა-გაყიდვის ინოვაციური პროექტი.
  • Travel Guide - ინოვაციური, ტურისტული პლატფორმა, რომლის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის განვითრება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით.
  • Bizon.ge - მანქანა-დანადგარების ონლაინ მარკეტი
  • Beauty Lab - საშუალებას აძლევს კლიენტებს სილამაზის სალონში მათი სასურველი პროცედურა დაჯავშნონ  ღილაკზე თითის ერთი დაჭერით.
  • Atrion - საინფორმაციო ტექნოლოგიების კომპანიის შექმნა, რომელიც მოემსახურება საერთაშორისო განვითარების სფეროში მოქმედ ორგანიზაციებს, შეძლონ საერთაშორისო დახმარების პროექტების წარმატებული დანერგვა ნაკლები დროისა და დანახარჯების გამოყენებით.
  • RED - სახანძრო დეტექციის (კვამლი, სიმხურვალე, ნახშირჟანგი), ასევე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ჭკვიანი სისტემა (CO2, CO, ადამიანის მიერ გამოყოფილი ნაწილაკები, სხვა მავნე აირები). ეს ყველა დეტექტორი და სენსორი დაკავშირებულია ღრუბლოვან პროგრამულ უზრუნველყოფასთან.
  • IoGreen - ჭკვიანი სენსორების ავტომატიზაციის სისტემა, რომელიც ეხმარება აგრო სფეროს ბიზნესებს და ფერმერებს.
  • VTOL - Aerial Vehicle  - რამდენიმე ტიპის, მაღალტექნოლოგიური უპილოტო და პილოტირებადი საფრენი აპარატის წარმოება და მათი საშუალებით ადგილობრივ და მსოფლიო ბაზარზე ინოვაციური სერვისების შეთავაზება.
  • Unmanned Aerial Vehicle - მაღალტექნოლოგიური ჰიბრიდული უპილოტო საფრენი აპარატი, რომლიც იქნება უფრო ეფექტიანი, უსაფრთხო და შეძლებს დააკმაყოფილოს განვითარებულ ქვეყნებში მოქმედი რეგულაციების მოთხოვნები
  • VADAC - პროექტი მიზნად ისახავს საერთაშორისო ონლაინ პლატფორმის განვითარებას აკადემიურად პატიოსანი ონლაინ სერტიფიცირებისთვის, რათა თვითნასწავლ მომხმარებლებსა და დამსაქმებლებს მთელს მსოფლიოში დაეხმაროს საიმედო სერტიფიცირების გონივრულ ფასად მიღებაში.
  • LiveCaller - ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებული მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამა, რომელიც კომპანიებს აძლევს საშუალებას ურთიერთობა იქონიოს საკუთარი ვებ-გვერდის ვიზიტორებთან ვებ-ზარის, ვიდეო ზარის, ერთობლივი ბრაუზინგის და მიმოწერის საშუალებით სრულიად უფასოდ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალისტებისთვის აშშ -ს საელჩო საქართველოში ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“- თან ერთად (RDFG) შემდეგ პრიზებს აწესებს:

  • თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მესამე რაუნდის ოთხი გამარჯვებული  სტარტაპი - BioCure, Qvevry, RNSEED, Logmind 2019 წლის ოქტომბერში ერთი კვირით ნიუ იორკში Simplilearn (the world’s leading certification training provider) სასერთიფიკატო სასწავლო ცენტრში გაემგზავრება.
  • EFSE სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ევროპული ფონდი (European Fund of Southeast Europe) და ,,Finance in Motion“ - ის გუნდი 2019 წლის სექტემბერში 20 გამარჯვებული სტარტაპისთვის აფინანსებს ორდღიან სასწავლო ბანაკს ყვარელში. მენტორები იქნებიან კომპანია ,,500 Startup” - ის დირექტორი პედრო სანტოს ვიეირა და GITA - ს აქსელერაციის პროგრამის კოორდინატორი და ანტრეპრენერი დავით ჩეჩელაშვილი.
  • ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამა (USAID Economic Security Program) თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულებს - Qvevry, Phubber და  VTOL Aerial Vehicle - დაუფინანსებს ოთხკვირიან სასწავლო პროგრამას სილიკონ ველიზე 2020 წელს.  
  • ავსტრიის განვითარების სააგენტოს, ავსტრიის სავაჭრო პალატისა და ასოციაცია ,,სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG) ორგანიზებითა და დაფინანსებით პროგრამის ორი ფინალისტი სტარტაპი ტურიზმის სფეროდან  - Travel Guide  და Areal 2019 წლის 1-4 ოქტომბერს სასწავლო ვიზიტით  ვენაში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ავსტრიის წამყვან აქსელერატორში (FAB Accelerator by METRO Cash & Carry and HERD), ავსტრიის ეროვნული ტურიზმის  ოფისთან და  ავსტრიის სტარტაპ ორგანიზაციასთან (Austrianstartups.com) .

დაჯილდოების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ალავიძემ და აშშ - ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა გახსნეს.  ღონისძიებას  საჯარო და კერძო სტრუქტურების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2019 წლის 31 მაისს მესამედ გამოაცხადა.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მიზანია  საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების  შემუშავება-ათვისების  და კომერციალიზაციის გზით  ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება. თანადაფინანსების გრანტები წარმოადგენს დაფინანსების  ერთ-ერთ ყველაზე მეტად გავრცელებულ ინსტრუმენტს, რომელიც ინოვაციის მხარდასაჭერად გამოიყენება, როგორც განვითარებული ისე განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში.GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებული იყო თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის, რომელიც განკუთვნილია დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსისთვის განკუთვნილი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენდა ორ მილიონ ლარს.

More from Entrepreneur

Learn to be a better leader and develop successful marketing and branding strategies with Dr. Patti Fletcher's help.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur