ტოპ ანტრეპრენერები

უცნობი ფაქტები ჯეფ ბეზოსის შესახებ

უცნობი ფაქტები ჯეფ ბეზოსის შესახებ
ფოტო: Entrepreneur

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Amazon-ის მფლობელმა ჯეფ ბეზოსმა, რომლის ქონებამ გასულ წელს 160 მილიარდ დოლარს გადააჭარბა, ყველაზე მდიდარი ადამიანის სტატუსი მოიპოვა და მსოფლიოს საუკეთესო 50 ლიდერს შორისაც დაიკავა კუთვნილი ადგილი. ბეზოსი მრავალი სახასიათო თვისებით გამოირჩევა, რაც მის მიმართ განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს როგორც ექსპერტულ, ასევე მედიაწრეებში.

გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტს, რომელიც ბეზოსის პიროვნებას სულ სხვაგვარად დაგანახებთ:

  • მიუხედავად „ამაზონის“ მომხმარებლების უზარმაზარი ოდენობისა, ჯეფი დღემდე ასაჯაროვებს მისი ელექტრონული ფოსტის მისამართს - jeff@amazon.com, რომლის მეშვეობითაც ის მომხმარებლებთან პირდაპირ ინტერაქციაშია. ამას აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის სურვილებს, წუხილებს და საჭიროებებს მუდმივად ეცნობოდეს.

 

  • ჯეფ ბეზოსმა 2013 წელს ამერიკის ყველაზე დიდი გამოცემა - WASHINGTON POST შეიძინა 250 მილიონ აშშ დოლარად, რომლიც ღირებულება 3 წელიწადში გააორმაგა და გამოცემა მომგებიანი გახადა.

 

  • ბეზოსმა კომპანიაში აკრძალა პროგრამა POWER POINT-ით პრეზენტაციების წარდგენა. მიაჩნია, რომ ახალი იდეების წარდგენას თანამშრომლები წერითი და კრიტიკული უნარების სიღრმისეული გამოყენებით უნდა ახდენდნენ და არა ზედაპირული პრეზენტაციით, რომელიც მათ აზიანებს.

 

  • ჯეფ ბეზოსს მტკიცედ სწამს, რომ ადამიანის ტვინს პროდუქტიული ფუნქციონირებისთვის  დღე-ღამეში მინიმუმ 8 საათი ძილი სჭირდება. ამ რეჟიმს ის ზედმიწევნით იცავს და საკუთარ თანამშრომლებსაც სრულფასოვანი ძილის მოწესრიგებისკენ მოუწოდებს.

 

  • ყოველ დილით ბეზოსი შეხვედრებს 10:00 საათიდან იწყებს და არავითარ შემთხვევაში უფრო ადრე. აქტიურად მუშაობას ის 17:00 საათამდე აგრძელებს, რადგან მიაჩნია, რომ  დღის ამ მონაკვეთის შემდეგ ტვინს ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღება უჭირს.

 

  • AMAZON-მა, რომელიც უამრავი ადამიანის საოცნებო სამსახურს წარმოადგენს, ფუნქციონირება 1994 წლის ივლისიდან დაიწყო. მისი პირველი ოფისი, არც მეტი არც ნაკლები, ავტოფარეხი იყო და მხოლოდ წიგნებს ყიდდა.

More from Entrepreneur

Terry's digital marketing expertise can help you with campaign planning, execution and optimization and best practices for content marketing.
Jumpstart Your Business. Entrepreneur Insider is your all-access pass to the skills, experts, and network you need to get your business off the ground—or take it to the next level.
Create your business plan in half the time with twice the impact using Entrepreneur's BIZ PLANNING PLUS powered by LivePlan. Try risk free for 60 days.

Latest on Entrepreneur