You can be on Entrepreneur’s cover!

Acer - ინოვაციური ბრენდი - ინოვაციური ადამიანებისთვის

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

ACER

ჯერ კიდევ 1976 წლიდან დღემდე, Acer მუდმივად ცდილობდა ინოვაციური კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაემკვიდრებინა თავი ამ მუდმივად მზარდ და სწრაფად განვითარებად ინდუსტრიაში.

ბრენდის ხედვა მომავალზეა ორიენტირებული და მიმართულია ისეთი სამყაროს შექმნისკენ, სადაც ტექნოლოგიები, პროგრამული უზრუნველყოფა და სერვისები ერთმანეთთან იდეალურად იქნება შერწყმული იმისათვის, რომ აღმოაჩინოს ახალი შესაძლებლობები საკუთარი მომხმარებლისთვის.

კომპანიამ პრესკონფერენციაზე სახელწოდებით next@acer, რომელიც ბერლინში იმართება, მრავალი ინოვაციური პროდუქტი წარადგინა და საკუთარ მომხმარებლებს მომავლის ტექნოლოგიებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაადგმევინა.

მათთვის, ვისთვისაც გამოსახულების ხარისხი და სისწრაფე მნიშვნელოვანია, კომპანია უკვე ნაცნობი ნოუთბუქების სერიას − Concept D სთავაზობს, ამჯერად უკვე განახლებული NVIDIA Quadro სისტემის ვიდეობარათებით, რომელიც მომხმარებელს მძიმე გრაფიკული სამუშაოს შესრულებაში მაქსიმალურად სწრაფად დაეხმარება და რა თქმა უნდა, არ ექნება ცდომილება გამოსახულებაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განსაკუთრებით ისინი, ვინც კომპიუტერული გრაფიკისა და ვიდეომონტაჟის მიმართულებით მუშაობენ, შეძლებენ მაქსიმალურად კომფორტულად, შეყოვნებისა და ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე შეასრულონ სამუშაო.

ბრენდის მხრიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინოვაციაა პორტატული პროექტორი C250i, მრავალკუთხოვანი გამოსახულების პროექციის ფუნქციით და მსოფლიოში პირველად ავტოპორტრეტის რეჟიმით, რომელიც სმარტფონიდან მარტივად ახდენს გამოსახულების პროექციას − ისე, რომ თქვენ არ დაგჭირდეთ ავტოპორტრეტის რეჟიმში კამერისა და ეკრანის შემოტრიალება.

C250i LED-პროექტორი საუკეთესო მახასიათებლებით არის აღჭურვილი, მათ შორის Full HD-გამოსახულების ხარისხით, 5-საათიანი ელემენტით და უკაბელო დაერთების სისტემით.

Acer ასევე აანონსებს PL1 ტიპის ლაზერული პროექტორების სერიას, საიმედო, 24-საათიანი სამუშაო რეჟიმით.

მომხმარებლისთვის ასევე მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენთვის უკვე ნაცნობი ულტრათხელი და მსოფლიოში ყველაზე მსუბუქი − 990-გრამიანი განახლებული Acer Swift 5 − სულ რაღაც 15 სმ სისქით. ეს გახლავთ 14-ინჩიანი ლეპტოპი, რომელიც აღჭურვილია მეათე თაობის „ინტელის" პროცესორით და დისკრეტული NVIDIA® GeForce® MX250 ტიპის ვიდეობარათით, რაც ნოუთბუქის მუშაობის სისწრაფესა და მაქსიმალურ წარმადობას უზრუნველყოფს.

#IFA2019 #NextAtAcer

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

პროფესია, რომლითაც გლობალურ საერთაშორისო გამოწვევებში ჩაერთვები

ევროპის და ამერიკის უნივერსიტეტების წარმომადგენლები თბილისში, დაინტერესებულ ახალგაზრდებთან შესახვედრად ჩამოდიან