როგორ უნდა გადაირჩინოს თავი დამოუკიდებელმა პატარა კაფემ? ვერ გადაირჩენს, და რატომ ვერ გადაირჩენს, ქვემოთ გაიგებთ

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

Pixabay

ოდესმე თუ დაფიქრებულხართ, როგორ გამოიმუშავებს ფულს ადგილობრივი კაფეს მფლობელი? საქმეც ისაა, რომ… ვერ გამოიმუშავებს. გიკვირთ? არ უნდა გაგიკვირდეთ. უბრალოდ, ციფრები გააანალიზეთ.

დავუშვათ, ერთ ჩვეულებრივ ამერიკულ ქალაქში კაფეს მართავთ. მოდი, კეთილი ვიქნები და ვივარაუდებ, რომ თქვენს კაფეში ყავის დასალევად ყოველდღიურად დაახლოებით 200 მომხმარებელი შემოდის და თითოეული, საშუალოდ, დაახლოებით ხუთ დოლარს ხარჯავს. იმასაც დავუშვებ, რომ მთელი წლის განმავლობაში, 52-კვირა, კვირაში ექვსი დღე მუშაობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ შვებულებაში არ გადიხართ და თავდაუზოგავად მუშაობთ. ასევე ვივარაუდებ, რომ ის 200 მომხმარებელი თქვენს კაფეში ყოველდღიურად შემოდის, შაბათ-კვირასაც და არდადეგების პასიურ პერიოდებშიც კი. ამ შემთხვევაში თქვენი მთლიანი შემოსავალი $ 312,000 იქნება.

ეს საკითხი საფუძვლიანად გამოვიკვლიე. ყავის საშუალო ღირებულება თქვენი გაყიდვების ფასის დაახლოებით 20 პროცენტს შეადგენს, ხოლო შრომის საშუალო ღირებულება − დაახლოებით 60 პროცენტს. ამ ციფრების მიხედვით, თქვენი მოგება დაახლოებით $47,000 გამოდის − იჯარის, კომუნალური მომსახურების, აპარატურის საიჯარო გადასახადის, მარკეტინგის ხარჯების და... თქვენი ხელფასის გადახდამდე. სხვადასხვა მონაცემის თანახმად, კაფეს საშუალო წმინდა მოგება, მფლობელის ხელფასის გამოკლებით, გაყიდვების დაახლოებით 2,5 პროცენტია. ასე რომ, თქვენი $ 312,000-იან კაფეს დაახლოებით $ 8,000 მოაქვს... გადასახადების გადახდამდე! ხომ უკვე აღვნიშნე, რომ კვირაში ექვსი დღე, წელიწადში 52 კვირა მუშაობთ?

მსგავსი სტატია: მცირე ბიზნესის დაწყების 5 მარტივი საფეხური

რა თქმა უნდა, ჩემი ციფრებით თამაში შეგიძლიათ. იქნებ თქვენი კაფე ამერიკის ისეთ ქალაქშია, სადაც ადამიანებს ასე ძალიან უყვართ ყავა და სადაც არც Starbucks-ია, არც Peet's ან სხვა კონკურენტები. ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ დღეში 200-ზე მეტი ჭიქაც კი გაყიდოთ, ან ტკბილეულით და საუზმეულით დამატებითი შემოსავალი მიიღოთ და კიდევ, სექსუალური მოცეკვავეც დაიქირაოთ. თუნდაც ამ თანხების დამატებით, მაინც ვერ გაართმევთ თავს ამ საქმეს, ძლივს (ნამდვილად ძლივს) გამოგივათ თავის სარჩენი თანხა. ხომ მოგწონთ, რასაც აკეთებთ? თქვენს მეუღლეს და შვილებსაც ჰკითხეთ, მოსწონთ, რომ კვირაში 60 საათს მუშაობთ და ერთი ნორმალური, ბრტყელეკრანიანი ტელევიზორის ყიდვაც კი ვერ მოგიხერხებიათ. მაგრამ მას აუცილებლად ეტყვით შემდეგ სიტყვებს: „ჩემო ძვირფასო, ყოველ შემთხვევაში, საუკეთესო ყავა, თანაც განუსაზღვრელი რაოდენობით, ნამდვილად გვაქვს. ხომ ნამდვილად ასეა, არა უშავს?"

ჩემო ძვირფასო?

რა მიმიყვანს კიდევ ერთხელ რომელიღაც ადგილობრივ კაფეში? ვხედავ, მეპატრონე შიგნითაა და ბევრს მუშაობს. მაგრამ ისევ ის შეკითხვა მიჩნდება − როგორ ახერხებს ამ ყველაფერთან გამკლავებას? პასუხი მხოლოდ მისთვის კი არა, ნებისმიერისთვის მნიშვნელოვანია, ვინც უკვე მართავს ან ფიქრობს კაფეს, მცირე რესტორნის თუ საცალო მაღაზიის გახსნას. აქ მთავარი მასშტაბებია. მხოლოდ მასშტაბების გაზრდის შემთხვევაში შეძლებთ მოგებაზე ფიქრს. ამის გარეშე შეუძლებელია.

თუ საუკეთესოდ ასრულებთ საქმეს, რომელსაც ხელი მოჰკიდეთ, კაფეს მართვით სავარაუდოდ, საშუალოდ შეძლებთ არსებობას. მაგრამ არ დაივიწყოთ, რომ თუ მხოლოდ ერთი ადგილას გაქვთ ობიექტი, შეზღუდული შემოსავალი გექნებათ. თუ ნამდვილად გინდათ სერიოზული ფულის გამომუშავება, რამდენიმე მაღაზია უნდა გქონდეთ. როდესაც რამდენიმე ბიზნესი გაქვთ და ყველა მათგანი ერთსა და იმავეს აკეთებს, მასშტაბის ხარჯზე გაწეული ეკონომიით იღებთ სარგებელს. უფრო დიდი შემოსავლის მიღებაც შეგიძლიათ ზედნადები ხარჯების, სამუშაო ძალის და თქვენი ხელფასის გადანაწილებით. თქვენს მარკეტინგულ დოლარებს გაცილებით დიდი გავლენა აქვთ. თქვენი წმინდა მოგება შეიძლება თქვენსავე ობიექტების მდებარეობამაც უფრო მეტად გაზარდოს.

მსგავსი სტატია: მოთმინებითა შენითა მოიპოვე მოგება შენი

სწორედ ამიტომაა, რომ როდესაც ჩემს ქალაქში ვსეირნობ, უამრავ დამოუკიდებელ კაფეს ვხედავ, რომლებიც წარმატებით უწევენ კონკურენციას დიდ ქსელებს. ადგილობრივი ბიზნესის მფლობელებს კონკურენციის გაწევა მხოლოდ იმის გამო შეუძლიათ, რომ ობიექტები რამდენიმე ადგილას აქვთ გახსნილი.

ოდესმე თუ გსმენიათ ამ კაფეების სახელები: Good Karma Cafe ან Rival Brothers? ან La Colombe-ს ყავა თუ დაგილევიათ? ყველა ადგილობრივია, ფილადელფიაშია, დამოუკიდებელი კაფეები არიან და რამდენიმე ადგილას აქვთ გახსნილი ობიექტები, La Colombe თავისთავად მაღალი კლასისაა და ახლა უკვე ხუთ ქალაქში აქვს ქსელი − 30 კაფე და საკუთარი სასურსათო პროდუქციის მაღაზია. სხვა ქალაქებს საკუთარი ადგილობრივი კაფეების, სასურსათო მაღაზიების და საცალო ობიექტების მინიქსელები აქვთ, თანაც ისეთი, რომ სხვა ადგილებში მცხოვრებთ მათ შესახებ არასოდეს სმენიათ. ამ ბიზნესის მფლობელებს არ აკმაყოფილებთ მხოლოდ საცხოვრებლად აუცილებელი თანხების გამომუშავება. მათ კარგად იციან, რომ უფრო დიდი მოგებისთვის, მასშტაბები აუცილებლად უნდა გაზარდონ.

წელს ხომ არ ფიქრობთ თქვენი ოცნების პატარა კაფეს გახსნას? ასეთი ადგილი ხომ არ გაქვთ გონებაში, სადაც მწერლებს, პოეტებსა და სხვა ინტელექტუალებს, რომლებიც ხელოვნების, მეცნიერების და მიმდინარე საქმეების განსახილველად ხვდებიან ერთმანეთს, ესპრესოს ან ლატეს მოუმზადებთ? უნდა ვაღიარო, რომ იქ სავარაუდოდ ვერ მიპოვით, მაგრამ თქვენ გვერდით ვარ, თქვენი გულშემატკივარი ვარ. ხომ არ ფიქრობთ, რომ გადასახადების გადახდას მხოლოდ ერთი კაფეთი შეძლებთ? არ დაივიწყოთ, რომ ასე არ არის.

Entrepreneur-ის გუნდი

Entrepreneur Staff

Entrepreneur საქართველოს გუნდი

Business News

როგორ გავზარდოთ ბრენდი TIKTOK-ის დახმარებით?

ინტერვიუ "სლაშის" დამფუძნებელ სოფი კილაძესთან

სიახლეები

2024 წლის შემოდგომაზე თბილისში Outlet Village იხსნება

10 ჰექტარსა და 20,000 კვ.მ ფართობზე განთავსებული 110 ბრენდული მაღაზია ვიზიტორებს შოპინგის უნიკალურ გამოცდილებას შესთავაზებს